x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ბრექსიტი შეიძლება ჩავარდეს, ტერეზა მეი გადააყენონ

image

დიდი ბრიტანეთის ისტორიაში 2016 წლის 23 ივნისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია. ამ დღეს ჩატარებულ რეფერენდუმში მოსახლეობის 52%-მა ხმა მისცა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას. ამის შემდეგ დაახლოებით 2 წელი და 4 თვე გავიდა, თუმცა არათუ ევროკავშირიდან გასვლა, გასვლის პირობებზე შეთანხმებაც ვერ მოხერხდა.
შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე რთული პერიოდი ამ ხნის განმავლობაში სწორედ ახლა დადგა პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის წინაშე. გასულ სამშაბათს, 13 ნოემბერს მან წარადგინა ე.წ. ბრექსიტის პროექტი, ანუ შეთანხმების პროექტი, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთი უნდა გავიდეს ევროკავშირიდან. ამ პროექტს მინისტრთა კაბინეტმა 14 ნოემბერს მხარი დაუჭირა, თუმცა მინისტრი Brexit-ის საკითხებში დომინიკ რააბი მეორე დღესვე გადადგა, მას მიჰყვა შეთანხმებით უკმაყოფილო კიდევ რამდენიმე მინისტრი.
გარდა ამისა, 15 ნოემბერს შეთანხმების პროექტით უკმაყოფილო კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოსაცხადებლად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რისთვისაც 48 დეპუტატის ხელმოწერაა აუცილებელი.

25 ნოემბერს გაიმართება ევროკავშირის სამიტი შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით. როგორი იქნება შედეგი, ძნელი სათქმელია, თუმცა ახალი პროექტის მომზადებას ევროკავშირში მხარს სავარაუდოდ აღარ დაუჭერენ. ან მიიღებენ არსებულ პროექტს, ან არ მიიღებენ - ამის შემდეგ ტერეზა მეიზე იქნება დამოკიდებული, თუ რას იზამს შემდეგ.

ეს ყველაფერი კარგად აჩვენებს, თუ რა დიდი გამოწვევის წინაშე დადგა როგორც დიდი ბრიტანეთი, ისე პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი. ის ეწინააღმდეგება ახალი რეფერენდუმის გამართვას (ბოლო გამოკითხვები კი აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმეტესობა უკვე ევროკავშირში დარჩენას უჭერს მხარს). შეთანხმების პროექტს თუ პარლამენტმაც არ დაუჭირა მხარი, მაშინ კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დადგება ტერეზა მეი. პარლამენტის 650 ადგილიდან მეის კონსერვატიულ პარტიას 315 ადგილი აქვს, შესაბამისად, უმრავლესობის მოპოვებისთვის პოუწევს ბრძოლა. ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი აცხადებს, რომ შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს, მას კი პარლამენტში 257 დეპუტატი ჰყავს. მზარდი უკმაყოფილების ფონზე არ არის გამორიცხული შეთანხმების პროექტი საერთოდ ჩავარდეს. წაიკითხეთ ვრცლად
0
116
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0