x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მე-19 საუკუნის ქურდების დედოფალის საფლავი მთელი მსოფლიოს ქურდების თაყვანისცემის ადგილია

image
ოფიციალური მონაცემებით, ცნობილი ქურდი ქალი სოფია ბლიუვშტეინი, იგივე ოქროსხელება სონკა გარდაიცვალა და დაკრძალეს სახალინის კატორღაში, სასჯელის მოხდის დროს 1902 წელს. თუმცა, უკვე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ვაგანკოვის სასაფლაოს ერთ-ერთი საფლავი არის სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის მასობრივი თაყვანისცემის ადგილი, როგორც ადგილის, სადაც ლეგენდარული დამნაშავე არის დაკრძალული.

ვაგანკოვის სასაფლაოს საწარმო "რიტუალი" -ს თანამშრომლებს არ სჯერათ, რომ სონია ოქროსხელება აქ არის დაკრძალულია, თუმცა, ამ ფაქტების დოკუმენტებით დადასტურება ან უარყოფა აღარ არის შესაძლებელი . წინა რევოლუციური არქივები, საიდანაც შეიძლებოდა გარკვევა, ვინ არის იქ დაკრძალული მეოცე საუკუნის დასაწყისში, არ არის შემონახული.

არსებობს რამდენიმე ვერსია იქ არსებული მონუმენტის, რასა ყვებიან ექსკურსიამძღოლები (ფოტოები შემონახულია, სადაც თავთან ქანდაკება და სამი პალმის ხე იყო, ახლა მხოლოდ ერთია). მაგრამ ყველა ისტორია გასაიდუმლოებულია და დაუსაბუთებელი.

- ეს არის ოპერის მომღერლის საფლავი;
- დაკრძალულია საყვარელი ქალი ან ( შვილი) მდიდარი - საქმოსანის, რომელმაც ქალბატონს (ან ქალიშვილის ) მონუმენტი იტალიიდან ჩამოუტანა (სკულპტურის ბოლოში არის " წარწერები" "მილანი" და "ე.ატორორი" (სახელი ამ სკულპტურის ავტორის);
- სონკა ოქროსხელებამ მოახერხა კიდევ ერთხელ გაქცევა პატიმრობის ადგილიდან, მიაღწია მოსკოვში, დაიღუპა ამ ქალაქში და დაკრძალეს ვაგანკოვში .
- მისი გვამი სახალინიდან გადატანილ იქნა პატივისცემის ნიშნად და დაკრძალეს მოსკოვში (ეს შეიძლება გაეკეთებინა ქურდებს ან გუბერნატორს)


"რიტუალი"-ს მუშაკები ამბობენ, რომ სონკა ოქროსხელებას საფლავის მასობრივი თაყვანისცემა დაიწყო მეოცე საუკუნის 90-იან წლებში - მას შემდეგ, საფლავზე ყოველდღე მოაქვთ ყვავილები, გვირგვინები (ყველაზე ხშირად სიგარეტი), ტოვებენ ანთებულ სანთლებს. ტოვებენ წერილებს ყოველდღიურად მოაქვთ სხვადასხვა საკვები და სასმელი (ხშირად სტუმრები იქვე სვამენ ქურდის მოსახსენიებელს). მთელ კვარცხლბეკზე და სკულპტურულ ქანდაკებაზე არის წარწერები სონიას მიმართ ყველა სახის მოთხოვნით. შინაარსი სურვილების ქურდულიდან იწყება - "მომეცი კურთხევა, " არის ფილოსოფიური შინაარსისაც: - "დამეხარე გადავრჩე ამ სამყაროში." ამ წარწერების სიმრავლის გამო, ქანდაკებას და კვარცხლბეკს პერიოდულად ღებავენ.image

ქურდულ სამყაროში ეს ადგილი არის, როგორც აუცილებელი თაყვანისმცემლობის ობიექტი, როგორც კერპი. მაგალითად, ცნობილია, რომ 90-იან წლებში მომდევნო სერიოზული დანაშაულის დაწყებამდე სონიას საფლავს ყოველთვის სტუმრობდნენ "კურგანელები"- მათ მიაჩნდათ, რომ ასეთი ვიზიტები გარანტია იყო მათი წარმატების.

პოლიციამ ასეთი შეხვედრები საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა. სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული ოპერმუშაკი ისმენდა რას ლაპარაკობდნენ კრიმინალები და ასევე, კითხულობდნენ სონკას მისამართით დაწერილ წერილებს. ეს ხელს უწყობდა მათ გამოეაშკარავებინათ კრიმინალთა განზრახვები.

ცნობილი საბჭოთა, რუსი სცენარისტი, დრამატურგი, მწერალი და რეჟისორი ვიქტორ მერეჟკომ თავისი სცენარის მიხედვით გადაიღო სერიალი სონია ოქროსხელებას შესახებ. რეჟისორის ძმამ, იურიმ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მერეჟკოც ნახულობდა სონკას საფლავს და მიქონდა ყვავილები. რეჟისორი მიიჩნევს, რომ სონკას უხილავი ყოფნა დაეხმარა მას ამ სამუშაოს გადაღებაში. ერთ-ერთ ინტერვიუში, მერეჟკომ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ სონკა ოქროსხელება გაიქცა კატორღიდან. გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც ის გარდაიცვალა და დაკრძალეს ვაგანკოვის სასაფლაოზე.

სასაფლაოს დარაჯი მიიჩნევს, რომ სონიას საფლავი არის ძლიერი, მაგრამ ამბობს, რომ ეს ძალა არ არის კარგი, ეშმაკისეულია.

ფილმის რეჟისორი, მერეჟკო ამტკიცებს, რომ ხალხი სონას დახმარებას იმიტომ სთხოვს, რომ მდიდრებს ძარცვავდა და ღაირბებს ეხმარებოდა.

Life-ის ჟურნალისტი სონკას სასაფლაოზე შეხვდა მამაკაცს, რომელმაც მოუთხრო ისტორია თავის ნაცნობზე, რომელმაც დახმარება სთხოვა სონკას ბიზნესში. მისი ინფორმაციით, მან იმდენი ფული დააგროვა, რომ მის შვილიშვილებსაც კი ეყოფა მომავალში

0
339
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0