x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ის რაც უნდა იცოდე - ალექსანდრე მაკედონელი ( ნაწილი 1 )

image

ალექსანდრე მაკედონელი - ალექსანდრე დიდი, მაკედონელი ასევე ალექსანდრე III — მაკედონიის მეფე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვიდლამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავ II ადოლფის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამხედრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა.

image

ალექსანდრე დაიბადა ძვ. წ. 356 წელს მაკედონიის სამეფოს დედაქალაქ პელაში. ის იყო მაკედონიის მეფის ფილიპე II-ის და მისი მეოთხე ცოლის, ეპირის მეფის, პტოლემაიოსის ასულის, დედოფალ ოლიმპიადას შვილი. დედის მხრიდან ალექსანდრე იყო ეპიროსელი მხედართმთავრის პიროსის მეორე მამიდაშვილი. პლუტარქეს მიხედვით, ალექსანდრე მამის მხრიდან ჰერაკლეს შთამომავალი იყო, ხოლო დედის მხრიდან –ეაკოსის, აქილევსისა და ნეოპტოლემუსის. ცნობილია, რომ იმ დღეს, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა, ჰეროსტრატემ გადაწვა ქალღმერთ არტემიდეს ტაძარი, ეფესოში. ასევე ცნობილია ისიც, რომ ამ დღეს პარმენიონმა გაანადგურა ილირიელები და ფილიპეს ცხენებმა კი ოლიმპიურ თამაშებში, ეტლოსანთა ჯირითში გაიმარჯვეს.

image

როდესაც ალექსანდრე 10 წლის იყო, ფილიპეს ერთმა თესალიელმა ვაჭარმა მიჰგვარა ცხენი. მისი მოთვინიერება ვერავინ შესძლო და ამიტომ ფილიპე მის დაბრუნებას აპირებდა. ამ დროს ალექსანდრემაც სცადა ბედი და ცხენი მოათვინიერა. პლუტარქე გადმოგვცემს, რომ ალექსანდრემ შეამჩნია, რომ ცხენს თავისი ჩრდილის ეშინოდა. ამიტომ ის მზისკენ შეაბრუნა და დაუბრკოლებლად დაიმორჩილა. საბოლოოდ ფილიპემ ცხენი თავის შვილს უყიდა და უთხრა:

„მაკედონია შენ ვერ დაგიტევს, შენთვის უფრო ვრცელი საბრძანისი ქვეყანა უნდა ეძიო“

ბავშვობაში ალექსანდრე განებივრებული იყო აღმზრდელებით, თუმცა მის აღზრდას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ლეონიდასი და ლისიმაქოსი.ფილიპე ამას არ დასჯერდა და ალექსანდრეს მასწავლებლად მოიწვია პლატონის მოსწავლეარისტოტელე, რომელიც იმ დროის ყველაზე განათლებულ პიროვნებად ითვლებოდა. არისტოტელეც დათანხმდა. ცნობილია, რომ არისტოტელეს პატივსაცემად ფილიპემ თავიდან ააშენა მის მიერვე დანგრეულისტაგირე, არისტოტელეს მშობლიური ქალაქი.

image

როდესაც ალექსანდრე 16 წლის იყო, ფილიპე ბიზანტიონის ასაღებად გაეშურა და მაკედონიის რეგენტად თავისი შვილი დატოვა. ალექსანდრეს ეს დრო ფუჭად არ დაუკარგავს. მან შეუტია მედების ტომს და აიღო მათი მთავარი ქალაქი. შემდეგ იქიდან გაყარა მოსახლენი და მის ადგილას დააარსა ახალი კოლონია, ალექსანდროპოლისი. ფილიპემ დაბრუნების შემდეგ ალექსანდრე გაგზავნა სამხრეთ თრაკიაში, აჯანყების ჩასახშობად. ბერძნული ქალაქის პერინთუსისწინააღმდეგ ბრძოლაში ალექსანდრემ მამამისი სიკვდილს გადაარჩინა. ამ დროს ქალაქმა ამფისამ დაიწყო აპოლონისთვის შეწირული მიწების დამუშვება, რამაც საშუალება მისცა ფილიპეს ჩარეულიყო საბერძნეთის საქმეებში. თრაკიაში ყოფნის პერიოდში ფილიპემ, ბერძნული ქალაქების მხრიდან თავდასხმის შიშით, ალექსანდრეს დაავალა შეექმნა არმია. ალექსანდრემ ეს გამოიყენა ილირიელებზე თავდასასხმელად.
მაკედონიაში ხშირად მოდიოდა ამბავი, ფილიპემ ესა და ეს ქალაქი აიღო და კიდევ ერთ ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვებაო. ალექსანდრე მაკედონელი ამ ამბებს მოღუშული ისმენდა და მეგობრებს ეუბნებოდა: "ყმაწვილებო, მამაჩემი ყველაფერს დაიპყრობს და მე აღარაფერს დამიტოვებს თქვენთან ერთადსაგმირო და ბრწყინვალე საქმეები რომ ჩავიდინო".
მე არისტოტელეს მამის გვერდით ვაყენებ: მამამ სიცოცხლე მაჩუქა, არისტოტელემ კი ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს.
სპარსელთა დაპყრობის შემდეგ, იგი მათი კულტურის შესაფერისად იცვამდა

image

ალექსანდრეს არ სწამდა თავისი ღმერთობა და არც ამაყობდა ამით. მისი ღვთაებრივი წარმოშობის შესახებ გავრცელებულ აზრს იგი იყენებდა როგორც საშუალებას სხვა ხალხების დასამორჩილებლად.ალექსანდრე მაკედონელის საფლავს ამკობდა ეპიტაფია: "ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ვისაც არ ჰყოფნიდა მთელი სამყარო".

0
402
შეფასება არ არის
ავტორი:LIKA kipshidze
LIKA kipshidze
402
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0