სპორტული ბოლიდებით შეჯიბრს მუდამ უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ჰყავს და ამ დროს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ვერსიით ან რომელი კლასის ბოლიდებითაა რბოლა.
მაკაოს გრან-პრი "ფორმულა3"-ში შეჩერებულ იქნა გერმანელი, 17 წლის მრბოლელის, სოფია ფლიორშის მონაწილეობით მომხდარი ავარიის გამო.
რბოლა შეჩერებულ იქნა რბოლის მეორე წრეზე, როდესაც სარბოლო ტრასიდან ბოლიდების გამცილებელი "сейфти-кар"-ის (უსაფრთხოების მანქანა) გასვლის შემდეგ. მეორე წრის მოსახვევში შესვლამდე მაღალი სიჩქარით მოძრავი გერმანელი მრბოლელი მთელი სისწრაფით შეასკდა შო ცუბოის ბოლიდს.
ცუბოისთან შეჯახების მერე გერმანელი მრბოლელი გოგონას ბოლიდი სარბოლი ბილიკიდან გადავიდა და მთელი სისწრაფით დაეჯახა ბარიერს, რის გამოც ბოლიდი სერიოზულად დაზიანდა და შეჯიბრება შეჩერებულ იქნა. გერმანელი მრბოლელი და შო ცუბოი კლინიკაში გადაიყვანეს.
გრან-პრის ორგანიზატორები არ ახმაურებენ, ავარიას სხვა დაზარალებულები ჰყავს თუ არა, არც იმაზე ავრცელებენ ინფორმაციას, თუ როდის გაგრძელდება მაკაოს გრან-პრი.
სოფიას გუნდის ტექნიკური პერსონალი კი ატარებს ექსპერტიზას დამტვრეულ ბოლიდზე, თუ რა ტექნიკურ პრობლემას ჰქონდა ადგილი, რადგან ასაკის მიუხედავად, სოფია არაა ის მრბოლელი, რომელიც მოსახვევში ასეთი სიჩქარით შეეცდებოდა შესვლას.
ჯანმრთელობა ვუსურვოთ 17 წლის გერმანელ მრბოლელს და მეორე დაზარალებულსაც.