ქალი და მამაკაცი ქალის სილამაზის სტანდარტები 1910-დან – 2010 წლქმდე (+ პროგნოზი, 2020 წლამდე) 2018, 20 ნოემბერი, 11:02 ყველამ ვიცით, რომ მუდმივი ამ ქვეყანაზე არაფერია... და არც ქალის სილამაზე, უფრო სწორედ, ჩვენი წარმოდგენებია მასზე, მარადიული. ის გამუდმებით იცვლება და შეიძლება ითქვას, ძალიან სწრაფადაც. ამასთან, სილამაზის იდეალი, შეიძლება, მხოლოდ დროში კი არა, სივრცეშიც შეიცვალოს. მაგ., აფრიკელებს, ლათინოსებს (იგულისხმება, სამხ. ამერიის მოსახლეობა) და ევროპელებს, ერთნაირი სტანდარტი ვერ ექნებათ. მაგრამ არის საერთო, ზოგადი მაჩვენებლები, რომელიც ცივილიზებულ მსოფლიოში ერთდროულად მკვიდრდება და ასევე ერთდროულად განიცდის ცვლილებას. სილამაზის სტანდარტი ყველა დროში და ყველა ეპოქაში არსებობდა. თავდაპირველად ყველა ქვეყანას თავისი ჰქონდა, ხოლო, კინომატოგრაფიის განვითარებასთან ერთად, სტილის I ხატებაც შეიქმნა და იქიდან მოყოლებული, დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც საყოველთაოდ აღიარებულ ვარსკვლავებს და კერპებს ბაძავენ. ერთი შეხედვით, თითქოს, კინო აწესებს სილამაზის სტანდარტს. მაგრამ, კინო ეპოქის ანასახია და მასში ყველა ტენდენცია, დროის კარნახით იქმნება. გასული საუკუნის 10-იანი წლები: გარდაქმნების ეპოქაიმ პერიოდში «იდეალურ ქალბატონად» მოკრძალებული ლამაზმანი ითვლებოდა, კულულებით. მაგ., ისეთი, როგორიც მერი პიკფორდი იყო. მაგრამ, I მსოფლიო ომის (1914 - 1918 წწ.) შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა, როგორც ადამიანების ცნობიერებაში, ისე გარე ფაქტორებისადმი დამოკიდებულებაში. ომიდან დაბრუნებული მამაკაცები შოკირებულები იყვნენ, რადგან საკუთარი მეუღლეები მოკლე ვარცხნილობით დახვდნენ. ხოლო გოგონები, უფრო თამამები და ემანსიპირებულები გახდნენ. ისინი მოურიდებლად ხმარობდნენ კოსმეტიკას, ხოლო მუნჯი კინოს მთავარი გმირები ე. წ. ქალი-ვამპები იყვნენ. XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ძალას იკრებდა ფემინისტური მოძრაობა. ქალები გენდერული თანასწორობისთვის იბრძვოდნენ და შეიცვალა სილამაზის სტანდარტებიც: პოპულარული გახდა მამაკაცისებური გარეგნობა, – პატარა მკერდით და ვიწრო თეძოებით. 20-იანი წლები: ჯაზის ეპოქის გოგონები
30-იანი წლწბი: უნაკლოები ანუ გლამური
40-იანი წლები: ძლიერი ქალები
50-იანი წლები: ქალურობისთვის ხაზგასმა
50-იანები სამუდამოდ შევა ისტორიაში, როგორც new look-ის და pin-up-ის ეპოქა, რომელმაც კინომატოგრაფიას ისეთი ვარსკვლავები აჩუქა, როგორიც მერლინ მონრო, სოფი ლორენი, ჯეინ მელფილდი, ოდრი ჰეპბერნი, ელიზაბეთ ტეილორი და სხვა ლამაზმანები იყვნენ. სიგამხდრე უკვე აღარავის მოსწონდა, რადგან ის წარსულის რთულ პერიოდთან ასოცირდებოდა. ხოლო, კანონიკური გარეგნობა ასეთი იყო — განიერი თეძოები და მაღალი მკერთი, ლერწმისებური წელით, ვიწრო მხრებით და ლამაზი გამხდარი ფეხებით. 60-იანები: მინიატურული ლამაზმანები
იმ პერიოდში, ქალის სილამაზის ეტალონად — გამჭვირვალობამდე გამხდარი ტვიგი (მსახიობი, მოდელი და მომღერალი Lesley Hornby) და უნაზესი ნენსი სინატრა ითვლებოდა. და გასაკვირი არ არის, რომ გოგონების ერთი ნაწილი დიეტას იცავდა, რომ საკუთარ კერპებს დამსგავსებოდა. 70-იანები: დისკოს სტილიგასული საუკუნის 70-იანი წლებში, მსოფლიოში შექმნილმა დაძაბულმა მდგომარეობამ, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, ქალის სილამაზის სულ სხვა იდეალები ჩამოაყალიბა – გაჩდნენ სპორტული აღნაგობის ქალები, მკვეთრად ჩამოყალიბებული ცხოვრებისეული პოზიციით, რომლებიც საკუთარი იდეებისთვის იბრძვოდნენ. ავადმყოფური სიგამხდრე და ფერმკრთალობა, გარკვეული დროით, წარსულში დარჩა. სიფრიფანა გოგონები გამხდარმა, მაგრამ ძლიერმა, გოგონებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც სპორტის რომელიმე სახეობით იყვნენ დაკავშირებულები და ბევრს ცეკვავდნენ. მაგ., ისეთებმა, როგორებიც მსახიობი ფერა ფოსტერი და მომღერალი დონა სამერი იყვნენ. 80-იანები: აერობიკის დედოფლებიათლეტურობა მისაღები იყო 80-იან წლებშიც: იმ დროს თითქმის ყველა აერობიკით იყო დაკავებული. სტილის აღიარებულ კერპებს შორის იყვნენ მადონა და გრეის ჯონსი. ვარსკვლავებს ბევრი მიმდევარი ჰყავდათ და მათი იმიჯისთვის მიბაძვას ბევრი ცდილომდა. 90-იანები: სუპერმოდელებიაღნიშნულ ათწლეულში იდეალურ სილამაზედ, სუპერმოდელის გარეგნობა ითვლებოდა — ისეთების, როგორებიც იყვნენ ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი, კეიტ მოსი და კლაუდია შიფერი. მილენიუმი: სუსტი და გარუჯული90-იან წლებში მოდაში რუჯი შემოვიდა და ავტომატურად სილამაზის სტანდარტად იქცა. წინა ათწლეულიდან გადმოყოლილ სუპერ მოდელის გარეგნობას, რუჯიც დაემატა და ლამაზი ქალის იდეალიც ჩამოყალიბდა: რუჯით დაფარული გამხდარი სხეული. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ მეტისმეტი სიგამხდრე უკვე აღარავის მოსწონდა და უპირატესობა სინდი კროუფორდის ტიპის გარეგნობას ენიჭებოდა. მიმდინარე საუკუნის 10-იანი წლები: პოზიტიური სხეულიპირველად, ათეულობით წლის შემდეგ, მრგვალი ფორმების მოდა ისევ დაბრუნდა და უპირატესობა მიენიჭა ქალის გარეგნობას, რომელსაც «ქვიშის საათს» ეძახიან: განიერი თეძოები, «ბრაზილიური» (მკვრივი) ბარძაყები, ფუმფულა მკერდი და ვიწრო წელი, რომელიც ისევ ტრენდშია. ხოლო, მოდის ჟურნალების ფურცლებზე და პოდიუმებზე «არასტანდარტული» ზომების მოდელები მომრავლნენ და როგორც ამბობენ, ეს მდგომარეობა, მინიმუმ, ამ ათწლეულის ბოლომდე შენარჩუნდება.
სხეულის ტიპისილამაზის ეტალონებთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია. მაგრა რა უნდა ქნან მათ, ვისაც ბუნებამ იდეალური გარეგნობა არ მისცა? ზოგიერთი რამის გამოსწორება სპორტის დახმარებით შეიძლება. მაგ., კუნთების სიმკვრივის მიღწევა და კანქვეშა ცხიმის ფენების მოცილება, ყველა ქალბატონს შეუძლია. მაგრამ, «ქვიშის საათს» ფორმის მისაღებად, შეიძლება ეს საკმარისი არ იყოს და აქ უკვე სამოსის ელემენტი ერთვება... და უნდა აღინიშნოს, რომ ხარისხიანი, ლამაზი ნივთების შეძენაზე უფრო მნიშვნელოვანი, ის არის, რომ ის ქალის სხეულის წყობას, – მის გარეგნობას შეესაბამებოდეს. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |