x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
დიდი დასაწყისი - მეცნიერების სიმფონია
დიდი დასაწყისი - მეცნიერების სიმფონია


ქვემდებარე ტექსტი და ვიდეო აწყობილია დიდი მეცნიერების და მეცნიერების პოპულარიზატორების გამონათქვამების მიხედვით. ეს არის ის ხალხი, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს მსოფლიოს ახალგაზრდობაში მეცნიერების პროპაგანდის საქმეში და დააინტერესეს ისინი კოსმოლოგიით, ევოლუციით და სამყაროს ისტორიით: სტეფან ჰოკინგი, რიჩარდ დოკინსი, კარლ სეიგანი, ტარა შერსი და ნილ დიგრას ტაისონი.


"ჩვენ ვაკვირდებით გარშემომყოფ და უშორეს გალაქტიკებს და ვხედავთ, რომ რაც დრო გადის უფრო და უფრო გვშორდებიან და ჩვენ შორის მანძილები იზრდება. ეს ნიშნავს, რომ უფრო და უფრო ახლოს უნდა ყოფილიყვნენ, რაც უფრო მეტად წარსულში მივდივართ. 14 მილიარდი წლის წინ იყო ამ სამყაროს დასაწყისი, ეს იყო მომენტი, როდესაც ყოველივე ერთ წერტილში მოქცეულიყო. ამ დროს დაიწყო ყოველივე და მათ შორის დროც (ამ კონკრეტული სამყაროსთვის ტრილიონობით ტრილიონ სხვა სამყაროს შორის).


დიდი დასაწყისი - მეცნიერების სიმფონია



რაც არ უნდა მომხდარიყო დიდ აფეთქებამდე, არ აქვს გავლენა იმაზე, თუ რა მოხდა დიდი აფეთქების შემდგომ. მეცნიერება გვიხელს თვალებს, რომ დავინახოთ გაფართოებადი სამყაროს პოეტურობა და მისი მშვენება, პოეტურობა სიცოცხლის სირთულისა და მრავალფეროვნების. ჩვენ არ ვართ ბუნებრივად შეიარაღებულნი საჭირო ტექნოლოგიით, რომ ჩავწვდეთ ამ ყოველივეს, მაგრამ მეცნიერება გვაძლევს ამის ყოველნაირ შესაძლებლობას. მეცნიერება თვალებს გვიხელს რეალობაში არსებულ საოცრებათა დასანახად, საოცრების, რომელსაც უდიდესი გაფართოებადი სამყარო ჰქვია.


14 მილიარდი წლის წინ უადრესი კოსმოსი მთლიანად თეთრ-ცხელად ანათებდა, მაგრამ რაც დრო გავიდა მით უფრო გაიფანტა რადიაცია და გაცივდა. შემდეგ უდიდესმა "გაზის ღრუბლებმა" იწყეს წარმოქმნა და გაზრდა - ბრწყინვალეებმა, გალაქტიკებად წოდებულებმა. დიდი აფეთქებისას არსებობდა ერთმანეთის ტოლი მატერია და ანტიმატერია და როგორც კი ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ - ერთადვე უჩინარდებოდნენ. და ეს ბრძოლა მიმდინარეობდა მათ შორის სწრაფად გაფართოებად სამყაროში მისი არსებობის პირველი წუთის განმავლობაში.


დიდი დასაწყისი - მეცნიერების სიმფონია


არც ისე რთულია დიდი აფეთქების კვალის პოვნა, ერთადერთი რაც გვჭირდება არის ის, რომ ჩვეულებრივი რადიო სხვა სიხშირეზე გადავრთოთ, სანამ ორ არხს შორის არ აღმოვჩნდებით და შიშინის ხმას არ გავიგებთ. ამ ხმის დაახლოებით 1% თავად 14 მილიარდი წლის წინ მომხდარი დიდი აფეთქებიდან მომავალი, სამყაროში გაფანტული და დღემდე შემორჩენილი ხმაურია, რომელსაც რადიო იჭერს. ასე რომ ჩვენ, ჩვეულებრივი რადიოს მეშვეობით გამოცემული ამ ხმაურის მოსმენით, მომსწრენი ვხდებით და ვისმენთ ჩვენი ახალშობილი კოსმოსის დაბადებისშემდგომი ტირილის ხმას. ეს თავად ჩვენი სამყაროსა და დრო-სივრცის დასაწყისი გახლდათ 14 მილიარდი წლის წინ.





ასევე დაგაინტერესებთ:

1) გორაკებს იქით, ჰორიზონტს მიღმა - მეცნიერების სიმფონია

2) საზღვრის კიდემდე - მეცნიერების სიმფონია

3) ვარსკვლავთა საიდუმლოება - მეცნიერების სიმფონია

4) კვანტური სამყარო - მეცნიერების სიმფონია

5) ბრწყინვალე განთიადი - მეცნიერების სიმფონია

6) კოსმოსის მონსტრები, ტრილიონობით შავი ხვრელი - მეცნიერების სიმფონია

7) გონიერების ახალი ტალღა - მეცნიერების სიმფონია

8) ჩვენ, ყველანი დაკავშირებულნი ვართ - მეცნიერების სიმფონია



გაეცანით სხვა, ძალიან საინტერესო სტატიებს



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
199
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0