x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ის,რაც კარგმა ორატორმა უნდა იცოდეს
image




ნებისმიერი სახის საჯარო გამოსვლის დროს, გამომსვლელს სურს აუდიტორიის ყურადღება მისკენ იყოს მიმართული, თუმცა ეს არც ისე მარტივია.

რა უნდა გააკეთოს მან ამისათვის?

ყველა საჯარო გამოსვლას თავისებური, თანმიმდევრული აგებულება აქვს. იმისათვის, რომ გამოსვლა წარმატებული იყოს, ორატორმა ეფექტური შესავალი უნდა გაუკეთოს თავის საუბარს. არსებობს მოსაზრება, რომ კარგი დასაწყისი საქმის ნახევარია. შესავალს დიდი დატვირთვა აქვს იმდენად, რამდენადაც ის ახდენს პირველ შთაბეჭდილებას მსმენელზე, მან დადებითად უნდა განაწყოს აუდიტორია, გაუჩინოს ინტერესი და ნდობა გამომსვლელისადმი.შესავალში მოკლედ უნდა ჩამოყალიბდეს გამოსვლის მიზანი, ხასიათი და ძირითადი სათქმელი.შესავალი განსხვავდება იმის მიხედვით თუ რა სახისაა გამოსვლა და რა აქვს ორატორს განზრახული. მაგალითად, მიტინგზე წარმოსათქმელ სიტყვას სხვა მიზნები აქვს, ლექციას-სხვა.შესაბამისად, მათ დასაწყისიც განსხვავებული ექნებათ. საერთოდ, გამოსვლის მთელი პროცესი ორატორზეა დამოკიდებული, მის ხედვებზე.მას შეუძლია სულაც არ დაიცვას რაღაც დაწესებული თანმიმდევრობა და მოულოდნელად, დაუგეგმავად წარმართოს მოვლენები.სიტყვის დასაწყისმა


უეჭველად უნდა გამოიწვიოს აუდიტორიის ინტერესი, თუმცა რა გზას აირჩევს

ამისთვის გამომსვლელი, ეს სხვა საკითხია. ზოგს გონია, რომ ადამიანების დაინტერესებას, მოწონებას, პირველ რიგში, გულწრფელობა და

უშუალობა იმსახურებს, ამიტომაც თავიანთ გამოსვლაში ურთავენ იუმორს, მაგალითების და არგუმენტების გვერდით ყვებიან ნამდვილ ამბებს, სასაცილო ისტორიებს, თხრობაში შემოყავთ საკუთარი თავი და საკუთარი გამოცდილება, ვფიქრობ, ასე ახერხებენ უფრო ახლოს მივიდნენ მსმენელთან და მათ გულებთან,

ბუნებრივი გახადონ საკითხი და არა გაუგებრად ჩახლართული.


image




აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად ერთ-ერთი ხერხია სხვადასხვა სახის მიმართვა(აპელაცია).მაგალითად:აპელირება აუდიტორიის ინტერესებზე, ავტორიტეტის მოხმობა, ორატორის პიროვნებაზე აპელირება და სხვა.

1)აუდიტორიის ინტერესებზე აპელირების ხერხი ნიშნავს, რომ ორატორმა იცის, თუ რა აღელვებს, აინტერესებს მსმენელს და ამ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.მსგავს პრინციპზეა აგებული, მაგალითად, სამიტინგო სიტყვა;

2)ორატორის პიროვნებაზე აპელირება, რომელიც ზოგჯერ მიზნად ისახავს ამ პიროვნების დისკრედიტაციას.ხშირად გაგვიგია ფრაზა:“წინა გამომსვლელმა სულ ტყუილად წაგვართვა დრო'', “ ამ კაცმა სერიოზული ვერაფერი თქვა''.ამ დროს ერთი გამომსვლელი ცდილობს საკუთარი უპირატესობის წარმოჩენას სხვის ფონზე;

3)ავტორიტეტზე აპელირებას ხშირად მიმართავენ გამოსვლის დროს, მაგ: “მარტო ჩვენ კი არ ვფიქრობთ ასე, არამედ ჩვენი რექტორიც''.გარკვეული აზრის განსამტკიცებლად მოყავთ ცნობილი ადამიანების გამონათქვამები, თეორიები და

ა.შ.

ეს ყველაფერი მისაღებია და შეიძლება ვცადოთ, თუმცა, ჩვენი, როგორც ორატორის წარმატების გარანტი ეს ზოგადი პრინციპები მაინც ვერ იქნება.მთავარია რა ფორმას, რა სახეს მოვუძებნით ჩვენს სათქმელს და როგორ

მივიტანთ მას მსმენელთან.ნამდვილი ორატორი მრავალფეროვანი, ენერგიული,

სხარტი და გონიერი უნდა იყოს, ძირითადი საკითხის ვარირების უნარიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.


იმისთვის, რომ აუდიტორია ჩართული იყოს პროცესში, გამომსვლელი სასურველია სვამდეს კითხვებს, ესაუბრებოდეს დამსწრე საზოგადოებას და დიალოგის რეჟიმში წარმართოს შეხვედრა.


თხრობის ფორმის გარდა მნიშვნელოვანია ორატორმა გამოიყენოს სხეულის ენა

(ჟესტები, მიმიკები, თვალით კონტაქტი), მეტად გამომსახველობითი და თვალსაჩინო იყოს მისი

ქმედება, ყურადღება უნდა მიაქციოს ხმის ტემბრს, ინტონაციას, პაუზას, რისი

სწორად გამოყენებაც ერთი- ორად გამოკვეთს სათქმელის მნიშვნელობას.

წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი,

როცა ლექტორი გაბმულად საუბარს აგრძელებს, ყურადღება გვეფანტება, ამ დროს უცებ პაუზა, და ჩვენ მცირეხნიანი სიჩუმე გვაიძულებს კვლავ მივმართოთ სმენა ლექციისადმი.

image




image




როგორც წესი, საჯარო გამოსვლას თან ახლავს რეგლამენტი, ისევე, როგორც

ყველგან, დროის ფაქტორი აქაც ყურადსაღებია. ლექცია დაახლოებით 45-60 წუთს გრძელდება. ადამიანისთვის ფიზიკურად შეუძლებელია ამ ხნის განმავლობაში ერთხელ მაინც არ გაეფანტოს ყურადღება და არ მოდუნდეს, ეს ბუნებრივი და მოსალოდნელია.

მგონი, ყველა ჩვენთაგანს აქვს მსგავსი გამოცდილება.

ამ დროს შეიძლება რაიმე კურიოზის მოხმობა.ორატორმა ისე უნდა ააგოს გამოსვლა, რომ ის პატარა ნაწილებისგან შედგებოდეს, თითო მათგანში კი ახალი აზრი და ნაკლებად ცნობილი ინფორმაცია იყოს, რაც ერთგვარი სიგნალი იქნება მსმენელისათვის.







image

რა თქმა უნდა, ორატორმა ლოგიკურად და აზრობრივად უნდა დააკავშიროს ერთმანეთთანეს ნაწილები. სასურველია გამოიყენოს ქრონოლოგიური, საფეხურებრივი, ანალოგიის მეთოდი.

პირველ მათგანს მოვლენების დასალაგებლად მიმართავენ, მეორეს - რაიმე თეზისიდან მკაცრი დასკვნის მისაღებად, ხოლო ანალოგიის მეთოდი კარგია რაიმე ახალი ცნობის

დასამახსოვრებლად, რაც უკვე ნაცნობ ცოდნასთან დაკავშირების გზით ხდება.

საჯარო გამოსვლა თავიდან ბოლომდე ორატორის ხასიათსა და ინტერპრეტა-ციაზეა დამყარებული.ზოგისთვის ერთი კონკრეტული ხერხი შეიძლება სრულიად უშედეგო და უაზრო იყოს, სხვამ კი ძალიან

ორგანულად და სასარგებლოდ გამოიყენოს.


ორატორს თანაბარი წარმატებით შეუძლია ააგოს ლექცია როგორც დედუქციურ, ისე ინდუქციურ მეთოდზე.

დასაწყისში შესავალ ნაწილზე გავამახვილეთ ყურადღება, თუმცა შეკრული და წარმატებული გამოსვლა არ არსებობს ლოგიკური, მთავარი ნაწილისა და დასასრულის გარეშე, რომელშიც კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა გაჟღერდეს მთავარი პრობლემა/საკითხი და დააფიქროს აუდიტორია მის აქტუალობასა და გადაჭრის გზებზე.



ორატორის საუბრის მანერისა და ლექსიკის გარდა, აუდიტორიაზე პირველ

შთაბეჭდილებას ტოვებს მისი გარეგნობა. საყოველთაოდ გავრცელებული სტანდარტების მიხედვით, არ შეიძლება გამომსვლელს ეცვას

შეუფერებელი ტანსაცმელი, რომელიც კონტექსტიდან იქნება ამოვარდნილი, ქალი გამომსვლელის შემთხვევაში

რეკომენდირებული არაა ყველა იმ სამკაულის გაკეთება, რაც კი სახლში მოეპოვება.სასურველია ეცვათ სადად და მეტ-ნაკლებად ოფიციალურად.



image




image

ასეა თუ ისე, ნებისმიერი სახის საჯარო გამოსვლა თავიდან ბოლომდე ორატორზეა დამოკიდებული, მის თვისებებსა და ხასიათზე.მას უნდა შეეძლოს ერთი და იგივე თემა სხვადასხვა კუთხით დაანახოს აუდიტორიას და განსხვავებული ემოციები გამოიწვიოს. მთავარი, ალბათ მაინც ის არის, ორატორმა დაწყობილი, უსიცოცხლო, მშრალი ტექსტებით კიარ

ისაუბროს, არამედ სათქმელი ინდივიდუალურად, ცოცხლად, საინტერესოდ წარმოაჩინოს და რაც შეეხება საკითხისადმი საკუთარ პოზიციას, მისი ჭეშმარიტება დასაბუთებულად დაუმტკიცოს აუდიტორიას.






image

















































თათია ბუღათრიშვილი

თსუ.ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. III კურსი


0
248
შეფასება არ არის
ავტორი:თათია ბუღათრიშვილი
თათია ბუღათრიშვილი
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0