x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ხველის მკურნალობა წამლის გარეშე (17 რეცეპტი) და ჯადოსნური წვეთები ჰაიმორიტის დასამარცხებლად
image


1. შავ ბოლოკში ამოჭერით გული და ჩაასხით ღრუში ცოტა თაფლი. რამდენიმე საათის შემდეგ ბოლოკი წვენს გამოყოფს.

მიიღეთ დღეში 3-ჯერ: დიდებმა — 2-2 სუფრის კოვზი, ყოველ ჯერზე, 4—14 წლის ბავშვებმა — 1 ს. კ.

ძილის წინ, დალიეთ 200 მლ. თბილი რძე, 1 ს. კ. თაფლით (რძე რომ კარგად შეგრილდება, თაფლი მერე დაამატეთ).


2. მოხარშული და გამომცხვარი მსხალი — საუკეთესო საშუალებაა ძლიერი ხველის დროს. მაღალი სიცხის შემთხვევაში კი, ძალიან სასარგებლოა მსხლის ჩირის კომპოტი: 1 ჭ. წვრილად დაჭრილ ჩირს დაასხით 500 მლ. წყალი და დადგით ცეცხლზე > ხარშეთ 20 წუთი > ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ, თბილად შეახვიეთ და ასე გააჩერეთ 4 სთ. > გაფილტრეთ.

მიღების წესი: 100 მლ. დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წთ.-ით ადრე.


3. ნახველის მოსაცილებლად მიიღეთ მოცვის წვენი თაფლით ან მოცვის სიროფი 1 ს. კ. დღეში რამდენჯერმე. გარდა ამისა, ჩვეულებრივი ჩაის ნაცვლად, დალიეთ მარწყვის ფოთლების ან მარწყვის ჩირის ნახარში.


4. დააქუცმაცეთ და ერთმანეთს შეურიეთ თითო ჩ. კ. გამხმარი მოცხარის ფოთოლი და ცაცხვის ყვავილი (იყიდება ფიტოაფთიაქში) > დაასხით 200 მლ. მდუღარე წყალი > დააყენეთ 30 წუთი.

სამკურნალო ჩაი დალიდალიეთ დღეში 3—4-ჯერ.


5. ქრონიკული, ხანგრძლივი ხველის დროს გამოიყენება კომპრესი: შეურიეთ ერთმანეთს 1 ს. კ. ფქვილი, 1 ს. კ. მდოგვის ფხვნილი, 1 ს. კ. მზესუმზირის ზეთი, 1 ს. კ. თაფლი და 1 ს. კ. არაყი > ნაზავი შეათბეთ წყლის აბაზანაზე, თან სულ ურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

მიღებული «ცომი» დაიტანეთ მარლის სახვევზე და მიიდეთ მკერდზე > ზემოდან გადააკარით სამზარეულოს აპკი და შეიკარით თბილი შარფით. სახვევი მოიხსენით, როგორც კი შეგრილდება.


6. დაჭყლიტეთ ხის კოვზით 2 მწიფე ბანანი > დაასხით 200 მლ. მდუღარე წყალი > ადუღეთ 10 წთ. > გაფილტრეთ წვენი > დაამატეთ თაფლი (გემოვნებით) და დალიეთ თბილი სახით.


7. 100 მლ. ახლად გამოწურულ ბოლოკის ან სტაფილოს წვენს დაამატეთ 100 მლ. რძე ან თაფლის ნაყენი (ჭიქაში მოათავსეთ 2 ს. კ. თაფლი და შეურიეთ 1 ს. კ. ლიმონის წვენი > დაასხით თბილი წყალი > ურიეთ იქამდე, ვიდრე თაფლი მთლიანად არ გაიხსნება).

მიღების წესი: 1 ს. კ. დღეში 6-ჯერ.


8. შეურიეთ 1 ს. კ. ძმარი, 1 ს. კ. ზეითუნის და 1 ს. კ. კამფორის ზეთები > მიღებული ნაზავი გაანაწილეთ შალის ქსოვილზე და მკერდზე მიიდეთ.


9. ათ ცალ ფინიკს დაასხით 500 მლ. წყალი და ხარშეთ 30 წუთი > ნახარში გაფილტრეთ და მიიღეთ ცხელი სახით, მშრალი ხველის დროს. შეგიძლიათ, წყლის ნაცვლად, რძე გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში, 6-7 ფინიკი მოხარშეთ 200 მლ. რძეში.


10. კარგად გარეცხეთ 30 გრ. ქიშმიში > ცივი ანადუთარი წყალი დაასხით და გააჩერეთ წყალში 45 წუთი > გადაიტანეთ ქიშმიში თუშფალანგზე, რომ კარგად დაიწრიტოს.


მიიღეთ ძილის წინ, რძესთან ერთად.

ეს საშუალება ძლიერ ხველასაც კი კურნავს.


11. თუ ბავშვს ახველებს, წვრილ სახეხზე გახეხეთ თითო ვაშლი, ხახვი და სტაფილო. ისე, რომ დაახლოებით ერთი წონის იყოს > დაუმატეთ 2 ს. კ. თაფლი და კარგად მოურიეთ.

მიღების წესი: 1 ჩ. კ. თბილი სახით, დღეში 4-5-ჯერ.


12. შეურიეთ 2 ს. კ. გახეხილი ვაშლი, 2 ს. კ. თაფლი და 1 ს. კ. გახეხილი ხახვი.

მიიღეთ თბილი სახით: 1 ჩ. კ. დღეში 4—7 -ჯერ.


13. ხველის სამკურნალო საშუალებებს შორის, საუკეთესოა ძახველის ჩაი, თაფლით.


14. შეურიეთ ერთმანეთს: 300 გრ. კარაქი, 300 გრ. თაფლი, 200 გრ. შაქარი და 100 გრ. კაკაოს ფხვნილი > გაათბეთ წყლის აბაზანაზე, თან სულ ურიეთ. კარაქი რომ გადნება, მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან, ნუ მიიყვანთ დუღილის ტემპერატურამდე > ამ ნაზავის 1 ს. კ.-ს დაუმატეთ 200 მლ. ცხელი რძე.

მიღების წესი: სამკურნალო რძე დღის მანძილზე, 2-3-ჯერ დალიეთ და ძილის წინ, აუცილებლად.


15. ხველების შემსუბუქებას და ნახველის მოცილებას ამ რეცეპტით შეძლებთ: შეურიეთ ერთმანეთს 2 ს.კ თაფლი და 2 ს.კ სამედიცინო სპირტი > დაუმატეთ 1 კვერცხის გული (უმი) და კარგად ათქვიფეთ.

მიღების წესი: 1 ჩ. კ. დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.


16. დაჭყლიტეთ ხის კოვზით 2 ბანანი > დაასხით 400 მლ. მდუღარე წყალი და ნელ ცეცხლზე ხარშეთ 30 წთ. > როდესაც ბანანის პიურე 40 გრადუსამდე შეგრილდება, დაამატეთ 2 ს. კ. თაფლი > მოათავსეთ პიურე მინის ქილაში და ჰერმეტულად დაახურეთ.

მიღების წესი: მიიღეთ დღეში 4-ჯერ, პიურეს საერთო რაოდენობის მეოთხედი.

შენიშვნა: წინა დღით მომზადება არ შეიძლება. დილით უნდა მოამზადოთ და დღის მანძილზე მიიღოთ.


17. საწუწნი აბები თაფლით და ჯანჯაფილით ხველის სამკურნალოდ: 250 გ. თაფლი და 1 ჩ. კ. გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი მოათავსეთ ისეთ ქვაბში, ძირზე რომ არ იკრავდეს და ხარშეთ იქამდე, ვიდრე კარგად არ შესქელდება > ცოტა რომ შეგრილდება, გაყავით 15 ნაწილად.

მიღების წესი: მიიღეთ დღეში 2—3 აბი.



საოცარი წვეთები ჰაიმორიტის სამკურნალოდ!


image

ჰაიმორიტის სამკურნალო წვეთები ასე მზადდება: 1 ჩ. კ. გლიცერინს შეურიეთ 4 ჩაის კოვზი დისტილირებული წყალი > დაუმატეთ 2 გრ. (0, 2 მგ-იანი 10 კაფსულა) მუმიე > კარგად შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს.

მიღებული ხსნარი ჩაიწვეთეთ ნესტოებში: 3-5 წვეთი, დღეში 3-ჯერ.

მკურნალობის კურსი 3 კვირაა. შემდეგ, 5 დღე უნდა შეისვენოთ და ისევ გააგრძელოთ მკურნალობა. ძალიან რთულ შემთხვევაში, 3 თვიანი კურსი იქნება საჭირო (ყოველი 3 კვირის შემდეგ, 5 დღე შეისვენეთ).

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageმკურნალობა თაფლით - 9 დაავადება, რომელსაც თაფლი ამარცხებს
მკერდის გადიდების და შემცირების ბუნებრივი საშუალებები
მასაჟი და ნატურალური ინგრედიენტები თავის ტკივილის (შაკიკის) შესაჩერებლად


0
2458
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2458
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0