x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ჰამასის "პოლიტიკური გამარჯვება" და ამერიკის ორმაგი თამაში ახლო აღმოსავლეთში

image

დაპირისპირება ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ღაზას სექტორში არსებულ ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასის" დაჯგუფებებს შორის სამწუხაროდ უცხო არ არის, თუმცა 12 ნომბერს დაწყებულმა შეტაკებებმა სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების საშიშროება წარმოშვა. ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რა ძნელია მშვიდობის მიღწევა რეგიონში.

ისრაელის მხრიდან ჩატარებული ფარული ოპერაცია ჩავარდა. "ჰამასის" მხრიდან ოპერაციას 7 ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელის მხრიდან ერთი ოფიცერი, თუმცა ოპერაციის გამჟღავნებიდან მალევე ღაზას მხრიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა ისროლეს. დაახლოებით ორი დღის განმავლობაში "ჰამასმა"
ისრაელის მიმართულებით 460 რაკეტა ისროლა, ისრაელის მხარემ კი ღაზაში 160
ადგილი დაბომბა.
დაპირისპირება თავისი მასშტაბებით 2014 წლის მოვლენებს შეადარეს. მაშინ ომი 50 დღე გაგრძელდა. პალესტინელების მხრიდან 2100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ისრაელის მხრიდან კი 66 ჯარისკაცი და შვიდი სამოქალაქო პირი.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ეგვიპტისა და გაეროს ჩარევით მიაღწიეს, თუმცა ეს შეთანხმება ისრაელის თავდაცვის მინისტრისთვის ავიგდორ ლიბერმანისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და გადადგა. მისმა გადადგომამ კი საფრთხე შეუქმნა პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს სამთავრობო კოალიციას, რომელიც შეიძლება დაიშალოს და ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ლიბერმანი გადადგა იმ პროტესტით, რომ ისრაელის მხრიდან პასუხი ბოლო დაპირისპირებაზე ძალიან რბილი იყო. ეს ნაბიჯი "ჰამასმა" საკუთარ პოლიტიკურ გამარჯვებად შეაფასა. წაიკითხეთ ვრცლად
0
144
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0