x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
საჩხერის საავადმყოფოში საბავშვო ბაღი გაიხსნება

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მალე საბავშვო ბაღი გაიხსნება. ბაღისათვის სპეციალურად გამოიყო 500 კვადრატული მეტრის სიდიდის ტერიტორია. საბავშვო ბაღის ტერიტორია დაყოფილი იქნება შემდეგ სივრცეებად: გასართობი სივრცე, სასადილო სივრცე და ეზო. ეს სივრცეები აღჭურვილი იქნება ბიოლოგიურად სუფთა ავეჯით, ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი სათამაშოებით და წიგნებით. საჩხერის სამედიცინო ცენტრის საბავშვო ბაღი დაკომპლექტებული იქნება გამოცდილი და ბავშვებზე მზრუნველი ძიძებით თუ მასწავლებლებით.

image

სამედიცინო ცენტრი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია რომ:

ალბათ დამეთანხმებით, რომ მუშაობდე სამედიცინო ცენტრში და იყო მუდმივად სხვა ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე, უამრავ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ექიმებისთვის, ექთნებისთვის თუ სამედიცინო ცენტრის სხვა თანამშრომლებისთვის სამუშაო გრაფიკი მუდმივად გადატვირთული და სავსეა გაუთვალისწინებელი მოვლენებით, ამიტომაც მათ ხშირად ძალიან ცოტა დრო რჩებათ იმისათვის, რომ სათანადო ყურადღება დაუთმონ შვილებს და ოჯახის სხვა წევრებს.

ბევრად უფრო კომფორტული სამუშაო გარემოს შესაქმნელად იმ თანამშრომლებისათვის, რომლებისთვისაც შვილების სახლში დატოვება პრობლემას წარმოადგენს, გადავწყვიტეთ შევქმნათ კლინიკის შენობაში საბავშვო ბაღი. საბავშვო ბაღით სარგებლობას შეძლებენ მხოლოდ საჩხერის სამედიცინო ცენტრში დასაქმებული ადამიანების შვილები, და მათთვის ეს მომსახურება სრულიად უსასყიდლო იქნება.



0
178
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0