x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134370
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
„2012 წელთან შედარებით ახლა მეტი დემოკრატია და თავისუფლებაა“ - ზურაბ ჯაფარიძე
image


„დღეს 2012 წელთან შედარებით მეტი დემოკრატია და უფრო თავისუფლებაა. ბოლო წლებში მე რაც გავაკეთე, ამას ცხადია მანამდე ვერ ვიზამდი, “ - ასე უპასუხა „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „იმედში“ სტუმრობისას, გადაცემის წამყვანის, თეონა გეგელიას შეკითხვას, ახლა უფრო უკეთესი დემოკრატიაა ჩვენს ქვეყანაში, თუ უარესი.


ამას გარდა, ტელეკომპანია „იმედის“ საღამოს თოქ-შოუ „იმედი LIVE“-ის ერთერთმა წამყვანმა თეონა გეგელიამ „გირჩის“ ლიდერთან ზურაბ ჯაფარიძესთან პირდაპირ ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მან ხმა სწორედ ზურაბ ჯაფარიძეს მისცა და ის მისი ამომრჩეველია.


ამის დაკონკრეტება წამყვანმა მას შემდეგ სცადა, რაც სხვადასხვა თემების მიმოხილვისას ჯაფარიძე აღნიშნავდა, რომ ცალკეულ თემებზე მისი მისამართით შეკითხვები არ არსებობდა. გეგელიამ აღნიშნა, რომ ჯაფარიძე არ იქცევა, როგორც თანმიმდევრული პოლიტკოსი.



„მე თქვენ მოგეცით ხმა და მგონი შევცდი“ - აღნიშნა გეგელიამ.


ამ რეპლიკაზე ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ „მან ეს არ იცოდა“

0
184
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0