x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ავსტრალიელი მოდელი ლუვრიდან გამოაგდეს ღრმა დეკოლტეს გამო
image

ავსტრალიელმა მოდელმა და ბლოგერმა, ნიუშა სიეჰმა ვერ შეძლო უდიდესი და ყველაზე სახელგანთქმული პარიზის ლუვრის მუზეუმში შესვლა და დათვალიერება. როგორც გოგონა სოციალურ ქსელში წერს, დაცვამ მუზეუმის შესასვლელთან შეაჩერა და უბრძანა, სხეულის შიშველი ნაწილები დაეფარა.


–დაცვამ შემაჩერა ლუვრის შესასვლელთან ჩემი ჩაცმულობის გამო, მან ზიზღნარევი მზერით შემომხედა და მიბრძანა, დამეფარა - წერს გოგონა და თან დაურთო ის ფოტოები, რითი ჩაცმულიც აპირებდა ლუვრში შესვლას.

image


image

ინტერნეტმომხმარებლების აზრი ამ ფაქტთან დაკავშირებით ორად გაიყო, ერთნი მიიჩნევენ, რომ დიდი არაფერი დაშავებულა და თან ირონიით აღნიშნავენ, რომ "პიკასო ნამდვილად დააფასებდა მის გარეგნობას", ხოლო მეორე ნაწილის აზრით, გამჭვირვალე კაბით და ღრმა დეკოლტეთი მუზეუმში შესვლა არცთუ კარგი აზრია და უკულტურობაზე მიანიშნებს.



წარმოშობით ინდოელი ნიუშა სიეჰი(დაბ.1993წ.)მოდელი, მოგზაური და მწერალია, მას აქვს საკუთარი ბლოგი Tumblr-ზე სახელწოდებით, theworldandmew, სადაც აღწერს საკუთარ მოგზაურობებს და შთაბეჭდილებებს უზიარებს მკითხველებს."ინსტაგრამზე" ნიუშას 230, 000 ხელისმომწერი ჰყავს.


მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ლუვრის მუზეუმი 1793 წელს გაიხსნა(მანამდე იგი მეფეთა რეზიდენცია იყო). მისი ფართობი 160 106 კვადრატული მეტრია, სადაც ინახება 58 470 ექსპოზიცია. ყოველწლიურად ლუვრს 9 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს.

image

1
535
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
535
  
2018, 22 ნოემბერი, 0:54
ამას მუზეუმში არ უშვებენ და ეკა ბესელიას ტელევიზიით აჩვენებენ. ეს სამართალია????
0 1 1