x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ემიგრანტის დღიური

image
ჩამოვედი იმ იმედით, ცხოვრებას მოვიწყობ და მალე წავალ სახლში-მეთქი, ოცდათვრამეტი წლის ვიყავი, ხვალ სამოცი წელი მისრულდება და მხოლოდ ერთხელ მოვახერხე ამ ხნის მანძილზე, სახლში წასვლა, ვიფიქრე დავრჩები, მეყო რაც ვიშრომე, ვიწამე-მეთქი და რად გინდა, რამდენიმე თვეში ისევ უკან დავბრუნდი, დავბრუნდი ხო! იმიტომ რომ წამლის ფულიც კი არ მოქნდა მეყიდა, შევაჩერდი შვილებს ხელებში, რომელი მომცემდა და მიყიდდა წამალს, ჰო ცდილობდნენ, არაფერი მოეკლოთ ჩემთვის, მაგრამ მაინც ვერ მოახერხეს, დედა ისევ ემიგრანტი არ გამხდარიყო. არც ვამტყუნებ ჩემ შვილებს, ყველას თავისი ოჯახი აქვს, მტერი, მოყვარე, ამ დაქცეულ საქართველოში, პატიოსანი შრომით ვერაფერს იშოვი, იმდენს რომ ყველაფერს გასწვდე, ავდექი და წამოვედი, ჩემი ბრალია ყველაფერი ჩემი! თუ რამ ვიშოვე, ყველა სახლში გავაგზავნე, გადამედო ჩემთვის ცოტ-ცოტა და უკან დაბრუნებულს ისევ აქ წამოსვლა არ მომიწევდა. ჩემი ქმარი კიდე, ცალკე საკითხია, როგორც კი წამოვედი, მაშინვე გაიცნო ვიღაც ქალი და ჩემ შვილებს რომ არ ემარჯვათ, ჩემს მოწყობილ სახლ-კარში დაისვამდა. ამდენი წელი ვწვალობ, ვშრომობ და რა მერე, საკუთარ სახლში მენატრება ღამის გათევა, ტირილი მახრჩობს ღამით, დარდი და ნერვიულობა მკლავს, მონატრება ჩემი მიწა-წყლის. კიდევ რამდენი წელი უნდა გავატარო ასე მარტოდ მარტო, უცხო მიწზე. ისე სწრაფად გადის დრო, უკან მოხედვას ვერ მოასწრებს ადამიანი. სამოცმა წელმა გაირბინა და მეც მეპარება სიბერე, არც შეძლება მაქვს და არც ისევ ისე მხნედ არ გამოვიყურები, როგორც ადრე. გაჭივრებამ და უქონლობამ მიმიყვანა ამ მდგომარეობამდე, თორემ დალხინებული და კარგი ცხოვრება რომ მქონოდა, განა დავტოვებდი ჩემ სახლ კარს, დედამ შვილი არასოდეს არ უნდა მიატოვოს, მაგრამ რა უნდა ჰქნა როცა სხვა გზა არ გაქვს, ათასი რამ ჭირდებოდათ, სკოლას ამთავრებდა უფროსი მოსაწყობი იყო, პატარა სკოლაში დადოდა, ბევრი უნდოდა, ჩემი ქმარი კი მე მიყურებდა რას ვიზამდი. თუმცა სხვას რას ველოდი მისგან, მე მივაჩვიე, როგორც კი ცოლად გავყევი მე ვიკისრე ოჯახში კაცის საქმე და ქალისიც, საბოლოოდ კი შედეგი ეს მივიღე, ქმარი ხელებში შემომყურე, მე კიდე ვერ გაუძელი ამდესნ და ემიგრანტად ვიქეცი. შვილები კი მივატოვე დაიზარდნენ უჩემოდ, როდესაც ჩავედი სახლში ისეთი გაუცხოება ჰქონდათ, როცა შემხვდნენდ დედის დანახვა გაუხარდათ, ბევრი იტირეს, მეც ვიტირე, მაგრამ რაღაც ძალა გვაცილებდა მაინც ერთმანეთს, არ იყო ის უწინდელი ჩახუტება დედა შვილს, რომ ეხუტება, გამიჭირდა შეგუება, შვილებთან და ქმართან, თითქოს რაც დავტოვე ისე არ დამხვდა, ყველაფერი სულ სხვანაირი მეჩვენებოდა, უფერული, უსიყვარულო, ალბათ, კიდევ ეგ იყო მიზეზი, მეორე რამაც ხელმეოდედ წამომიყვანა აქ. საუბარიც კი მაღიზიანებდა მათი ხმამაღალი, გავიდოდი და ცალკე დავჯდებოდი ჩემთვის, ისინი კი ვერც კი ამჩნევდნენ, ჩემ იქ არ ყოფნას, მერე ისევ ეს გაჭივრებაც დაემატა და წამოვედი, არავის გაუწევია წინაარმდეგობა, არავის უთქვამს ნუ მიდიხარ. ვფიქრობ გაუხარდათ კიდევაც, რადგან მათაც შეაკლდათ ფული და მე დავემატე კიდე სარჩენი, სოფელში რა უნდა გააკეთო ადამიანმა რომ გქონდეს ყველაფერი საკმარის, თან ამ დროს, ქვეყანაც არეულია, გაღატაკებული, პირველად რომ წამოვედი აქ უჭირდა ხალხს მაგრამ, იქ ჩასულს, უფრო მეტი გაჭივრებული და უსახკარო დამხვდა, ბანკებმა სულ გაამწარა ხალხი, დატოვა ქუჩაში, ეს ჩვენი უნიათო მთავრობა კი რას შვება არც არაფერს, მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასქელებაზე ფიქრობს და იმაზე როგორ დაანაწევრონ ეს ჩვენი საქართველო, რომელიც წინაპრებმა სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლეს რომ არ დაპატრონებოდა ყვავ ყორნები, ახლა კი ლარნაკზე დადებულს ართმევენ. ალბათ არასოდეს დავბრუნდები უკან, რა აზრი აქვს, დავბედი ქალი და ის ვერ ვისწავლე რომ საკუთარ თავს მივხედო, ერთი ტორტი ვერ გამომიცხვია ჩემთვის, ესაა ცხოვრება, სამაგიეროდ წამლის ფული მაინც მაქვს აქ ჩამოსულს. ეხ ვის რად უნდიხარ, აქ ყველას გაფუჭებული გვაქვს ნერვები, ფსიქიკა, ამიტომაა რომ ჩავედი ყველა ჩემი ოჯახის წევრი მეუბნებოდა ვერ გცნობ შეცვილი ხარო, ჰმ შევიცვლებოდი აბა რა იქნებოდა, ამდენი წელი იმუშაონ თვითონ სხვის მოსამსახურედ და გაიგებებ როგორია შეცვლა, იცხოვრონ სხვისი ცხოვრებით და ნახავენ როგორია ცხოვრება, დედა, რომელმაც ოჯახი მივატოვე, შვილები, ქმარი, როგორი უნდა ვიყო, მხიარული და ბედნიერი?! შვილები დედის სახეს გაყინული ეკრანიდან რომ ხედავენ, ესაა ცხოვრება?! ქმარი, რომელიც სიყვარულს გეფიცებოდა და ახლა სხვის მკლავებში ნებივრონს, ესაა ბედნიერება?! თუ შენი სოფლის სურნელი რომ გენატრება და ცრემლები თავისით მოგდის თვალებიდან, ეს არის ადამიანობა?! ყველაფერი დავკარგე! ყველაფერი! გარდა იმისა, რომ თავი გავიტანო და ვინმეს იმედად არ ვიყო. ხვალ დაბადების დღე მაქვს, სამოცი წელი მისრულდება და ისე გაიარა ამ წლებმა, რომ თითქოს ბეწვის ხიდზე გავდივარ სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის.

0
86
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0