x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
როგორ იღებენ სასიყვარულო სცენებს ფილმებში - რა იმალება კადრს მიღმა
image

თუ გგონიათ, რომ ჰოლივუდში გადაღებული ყველა შიშველი სცენა ბუნებრივია, ძალიან ცდებით. ცხადია, რომელიმე მეორე პლანის მსახიობმა შეიძლება საკუთარ თავს უფლება მისცეს, კამერის წინ გაშიშვლდეს, მაგრამ ვარსკვლავები, როგორც წესი, ამაზე არ თანხმდებიან, ან კიდევ, ამისათვის წარმოუდგენელი ჰონორარის გადახდა იქნება საჭირო. ამიტომ რეჟისორებსა და ოპერატორებს უწევთ უამრავი ხერხის მოფიქრება, რათა შიშველი სცენები მაყურებლისთვის ბუნებრივად გამოიყურებოდეს.


image

რა თქმა უნდა, თავად ამ სცენებში ვარსკვლავები მონაწილეობენ, მაგრამ იმისათვის, რომ მათ კამერის წინ მთლიანად გახდა არ მოუწიოთ, არსებობს სპეციალური შესანიღბი ტანსაცმელი (არ ელოდით, არა?!).


მაგალითად, მისაწებებელი მკერდი...




image


ან მისაწებებელი უკანალი...


image


მორგების შემდეგ ისინი საკმაოდ ბუნებრივად გამოიყურება, მსახიობები კი კმაყოფილნი არიან, რადგან საკუთარი შიშველი სხეულის გამოჩენა არ უწევთ და...არც ოჯახის წევრების წინაშე თავის მართლება უხდებათ.



image

საჭიროების შემთხვევაში სპეციალური კორსეტებიც არსებობს, რომლებიც მთლიანად ფარავს სხეულს. ზოგჯერ ამგვარ "სამოსზე" მსახიობს ალერგიული რეაქცია გამოუვლინდება ხოლმე - ამ შემთხვევაში გამოსავალს წარმოადგენს ძალიან თხელი, ხორცისფერი საფენები, რომლებსაც სცენის მონაწილეების შიშველ სხეულებს შორის ათავსებენ.



image

პირველი კლასის ჰოლივუდის ვარსკვლავებს დიდად არ ეხატებათ გულზე კამერის წინ ტანსაცმლის გახდა. "როცა ტანსაცმელში თამაშობ, ეს მხატვრული ფილმია. ტანსაცმლის გარეშე - ფილმი დოკუმენტურია. დოკუმენტურ ფილმებზე კი მე არ ვმუშაობ, " - ამბობს ჯულია რობერტსი. ფილმის გადაღების წინ, კონტრაქტის გაფორმების დროს რობერტსი დეტალურად, სანტიმეტრებში ათანხმებს პროდიუსერთან საზღვარს, რომელსაც სურათში გამოყენებული სიშიშვლე არ უნდა გადაცდეს.



image


კეტი ბეიტსი ერთი კვირის მანძილზე აწარმოებდა მოლაპარაკებას რეჟისორთან, სანამ ფილმში "შმიდტის შესახებ" აბაზანაში ჯეკ ნიკოლსონთან ერთად შიშველი ჩაწოლაზე დათანხმდებოდა. პარტნიორის დასამშვიდებლად, ჯეკი, რომელსაც ჩვეულებრივ, კომპლექსები არ აწუხებს, დათანხმდა, შეუმჩნეველი ქვედა საცვლებიც კი ჩაეცვა.



image


ანჯელინა ჯოლი და ანტონიო ბანდერასი კი სულაც არ გრძნობენ თავს უხერხულად ინტიმურ სცენებში გაშიშვლებისას. ფილმის "მომხიბვლელობა" გადაღებებისას ბანდერასი იმდენად შეიჭრა როლში, რომ სულ მალე გადასაღებ მოედანზე მისი მეუღლე, მელანი გრიფიტი მივიდა - სავარაუდოდ, ქმრისთვის თვალყურის სადევნელად...



image


როგორც რეჟისორები ამტკიცებენ, იმისათვის, რომ ფილმი გაყიდვადი გამოვიდეს, მსახიობებმა ნამდვილად უნდა გაიხადონ. როგორც ეს გააკეთა, მაგალითად, შერონ სტოუნმა "ძირითად ინსტინქტში".



image

ფილმის ცენტრალური სასიყვარულო სცენის გადაღებისას, სტოუნს შესთავაზეს სპეციალური შესანიღბი ქვედა საცვალი. "ეს ხომ არაბუნებრივად გამოჩნდება!" - შეჰყვირა მსახიობმა და კატეგორიული უარი თქვა როგორც სპეცსამოსზე, ასევე დუბლიორზე.



image


ფილმმა "ცხრანახევარი კვირა", მიკი რურკისა და კიმ ბესინჯერის მონაწილეობით, გამოსვლისთანავე ხმაური გამოიწვია.


image


როგორც თვითმხილველები იხსენებენ, კიმი ვერ იტანდა და ცოტათი ეშნოდა კიდეც მიკისი, რომელიც მის მიმართ ძალიან მკაცრი იყო. მსახიობები გადასაღები მოედნის მიღმა ერთმანეთს არ ეკონტაქტებოდნენ, შესვენებების დროსაც კი არ ელაპარაკებოდნენ. უფრო მეტიც, კიმი და მიკი ერთი ლიფტით ასვლაზეც კი უარს ამბობდნენ... თუმცა, ამის მიუხედავად, იღებდნენ მათ დუბლიორებისა და ყველანაირი სპეციალური სამოსის გარეშე.



ლეონარდო დი კაპრიოს არაერთხელ უთამაშია სასიყვარულო სცენებში და უკმაყოფილება არასოდეს გამოუთქვამს. თუმცა "სრული დაბნელების" გადაღებისას ამგვარი ეპიზოდის წინ კინაღამ გული აერია. საქმე ის არის, რომ მისი პარტნიორი, ამ შემთხვევაში მამაკაცი იყო - მსახიობი დევიდ ტიულისი, ხოლო ფილმში მოთხრობილია ფრანგი პოეტების, არტურ რემბოსა და პოლ ვერლენის ურთიერთობის შესახებ.


image


ესპანელი რეჟისორი, პედრო ალმადოვარი თვლის, რომ "საწოლის სცენები მხოლოდ აფერხებს თხრობას", მაგრამ მიუხედავად ამისა, მან შეძლო დაეთანხმებინა პენელოპა კრუსი, მართალია შესანიღბი სამოსით, მაგრამ მაინც, მონაწილეობა მიეღო სასიყვარულო სცენაში ფილმში "დაბრუნება". ხელოვნური უკანალით პენელოპამ 6 თვე იარა - მთელი ის პერიოდი, როცა ფილმის გადაღება მიმდინარეობდა - და თავისივე თქმით, იმდენად შეეთვისა ამ პერსონაჟს, რომ ემოციური კრიზისი განიცადა, როცა სხეულის ამ ხელოვნურ ნაწილთან გამომშვიდობებამ მოუწია.


image


ასევე დაგაინტერესებთ:


1. რა ხდებოდა სინამდვილეში ნაცისტების ბორდელებში - ტაბუდადებულ თემას ფარდა ეხდება

image

2. როგორ შექმნა ღმერთმა ქალი - იგავი, რომელიც მხოლოდ ქალებმა უნდა წაიკითხონ

image


3. პატარა დეტალი, რომლითაც მიხვდებით, რომ ქალს სქესობრივი კავშირი დიდი ხანია არა აქვს - დააკვირდით!

image


4. რა სიხშირით უნდა ჰქონდეს ცოლ-ქმარს სექსი - მეცნიერთა მოულოდნელი დასკვნა!image


5. 10 ყველაზე ძვირადღირებული "გოგონა გამოძახებით" - წარმოუდგენელია!

image


6. რატომ არის სხვისი ცოლი უფრო ტკბილი - ბოლო დროის ყველაზე პოპულარული იგავიimage

0
3413
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3413
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0