x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ოსტეოპოროზი

imageოსტეოპოროზი არის ჩონჩხის სისტემური დაზიანება, რომელიც ხასიათდება ძვლოვანი ქსოვილის მინერალური და ორგანული შემადგენლობების რაოდენობის ერთდროული შემცირებით . ამ დროს მცირდება ძვლოვანი ქსოვილის სიმტკიცე და სიმკვრივე, თუმცა ძვლის სტრუქტურა ფორმა და ზომა გარკვეული დროის მანძილზე შეიძლება უცვლელი დარჩეს .
ოსტეოპოროზი სამედიცინო -სოციალური პრობლემაა, რადგან მასთან დაკავშირებული ძვლის მოტეხილობების გავრცელება იზრდება. ბარძაყის ძვლის მოტეხილობა ოსტეოპოროზის ყველაზე სერიოზული გართულებაა, რომელიც ყოველთვის მოითხოვს ხანგრძლივ ჰოსპიტალიზაციას და მკურნალობის ძვირადღირებულ მეთოდებს . ამგვარი მოტეხილობების რისკი იზრდება ასაკთან ერთად .
ოსტეოპოროზი ძირითადად გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით -კვების ხასიათით, ზოგიერთი ჰორმონის, კერძოდ ესტროგენების აქტივობით, ფოსფორ კალციუმის ცვლის დარღვევით .
ოსტეოპოროზის რისკ ფაქტორებიდან გამოყოფენ გენეტიკურ ფაქტორს . სხეულის მცირე მასას . კალციუმის შემცველი პროდუქტების მცირე შემცველობას საკვებ რაციონში .უმოძრაო ცხოვრების წესს, ნაადრევ მენოპაუზას, ფარისებური ჯირკვლის დაავადებებს, ალკოლოჰოლის და თამბაქოს ჭარბად მოხმარებას, ღვიძლის ქრონიკულ დაავადებებს კუჭ ნაწლავის დაავადებას მალაბსორბციას (შეწოვის პროცესისს დარღვევას), რევმატიულ და ნერვ კუნთოვან დაავადეებებს. დიაგნოსტიკის მიზნით აუცილებელია ჩატარდეს დენსიტომეტრიული კვლევა ან საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფია . რაც შეეხება სკრინინგულ მეთოდს მიუხედავად არასაკმარისი სპეციფიურობისა ძვლების რენტგენოგრაფია კვლავ რჩება სასკრინინგო გამოკვლევად . ოსტეოპოროზის დადგენის შემთხვევაში აუცილებელია ხანგრძლივი მედიკამენტოზური თერაპია.

0
113
შეფასება არ არის
ავტორი:მაგნოლია
მაგნოლია
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0