x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133843
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
შაქრის დეტოქსიკაცია - როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი შაქრისგან მხოლოდ 7 დღეში
image

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ შაქარი თითქმის ყველა დამუშავებულ საკვებში შედის. და თითოეულმა ჩვენგანმა იცის, თუ ეს პროდუქტი ჩვენ სხეულს რა ზიანს აყენებს.

შაქარი ორგანიზმისთვის მავნებელია

image


სწორედ ორგანიზმში ჭარბი შაქარ იწვევს დიაბეტს, სიმსუქნეს, გულის, ღვიძლის და სხვა შიდა ორგანოების პრობლემებს. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმიდან შაქრის სრულად გამოდევნა რთული ამოცანაა, არსებობს მეთოდი, რომლის დახმარებით ორგანიზმის გაწმენდას შეძლებთ.

მხოლოდ ერთ კვირაში შაქრის დონის შემცირებით განწყობის გაუმჯობესებას შეძლებთ.

მზად ხართ 7 დღიანი გამწმენდი კურსისთვის?

მსგავსი ექსპერიმენტის შემდეგ თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ, დამატებით ენერგიას მიიღებთ და უფრო გამძლე იქნებით. გარდა ამისა, ასეთი გაწმენდა წონის რეგულირებაში ხელს შეგიწყობთ. გახსოვდეთ რომ ჯანსაღი წონა კარგი ჯანმრთელობის ნიშანია.

ეს სტატია შეიცავს რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ თავი უკეთ იგრძნობთ.

მაგრამ მანამდე შემდეგ კითხვებს გადახედეთ, ისინი თქვენთვის აქტუალურია?

თქვენ მხოლოდ მუცელი გაქვთ თუ საერთოდ ჭარბი წონა გაწუხებთ? ხშირად მიირთმევთ შაქარს და ნახშირწყლებს? დაბალი ცხიმის შემცველობის მქონე დიეტის დაცვის დროს წონაში ვერ იკლებთ? თუ სიტუაცია კიდევ უფრო ცუდად არის და თქვენ მე-2 ტიპის დიაბეტი გაქვთ? თუ ამ კითხვებზე უპასუხეთ „დიახ“, დროა შაქარზე უარი თქვათ და ორგანიზმი ამ მავნე პროდუქტისგან გაწმინდოთ. საჭიროა დეტოქსიკაცია.

როგორ გავაკეთოთ ეს? ყურადღება 7 დღიანი მარათონს მიაქციეთ, რომელიც სხეულის, გონების და ფიქრების გაწმენდაში დაგეხმარებათ.

1.დეტოქსიკაციის გადაწყვეტილების მიღება

image

ნებისმიერ საქმეში ყველაზე რთული დაწყების გადაწყვეტილების მიღება არის. თქვენ შეგიძლიათ ზუსტად ახლა შაქრის დეტოქსიკაციის გადაწყვეტილება მიიღოთ. უთხარით თქვენ თავს: „დრო მოვიდა შაქარზე უარი ვთქვა და უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესი დავიცვა. მე ჯანსაღად ცხოვრებას ვიწყებ. პირველი ნაბიჯი გადადგმულია“.

ფურცელზე ჩამოწერეთ ის მიზეზები, რის გამოც შაქარზე უარის თქმა გსურთ. შემდეგ რამდენიმე ასლი გააკეთეთ და მთელ ბინაში გამოფინეთ. სია მაცივარზე, სააბაზანოს სარკეში, სამუშაო კუთხეში და მანქანაში გააკარით. აუცილებლად უთხარით მეგობრებს თუ რისი გაკეთება გადაწყვიტეთ. მერწმუნეთ, ამ პერიოდში მეგობრების დახმარება დაგჭირდებათ.


2.შაქრის ჭამა შეწყვიტეთ

image

საუკეთესო გზა შაქარი მოიშოროთ - უბრალოდ მასზე უარი თქვით. არ ინერვიულოთ იმაზე, რომ შაქრის ასე უცებ ამოღება მოგიწევთ.

ეს რთული იქნება, მაგრამ როცა უკვე დასახულ მიზანზე უარის თქმა მოგინდებათ, გაიხსენეთ ის მიზეზები, რის გამოც ყველაფერი დაიწყეთ. დაფიქრდით იმაზე, რატომ გადაწყვიტეთ რაციონიდან შაქრის ამოღება და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი თქვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

რა თქმა უნდა, უფრო უმჯობესია თქვათ, ვიდრე გააკეთოთ. ეცადეთ ტკბილის ჭამაზე უარი თქვათ. ხელოვნური დამატკბობლები თქვენს ცხოვრებაში აღარ უნდა იყოს. ისინი შაქრისადმი თქვენს სურვილს ზრდიან და ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას ხელს უწყობენ. უარი თქვით ნებისმიერ საკვებზე, რომელიც ჰიდროფენულ ცხიმს, ან ე.წ. ტრანს-ცხიმს შეიცავს.


3.დალიეთ ბევრი წყალი, ნაკლები ჩაი და ყავა

image

სხვა სიტყვებით, ნაკლები კალორია მიიღეთ. ამაში ჩვეულებრივი წყალი დაგეხმარებათ. წვენებზე, განსაკუთრებით კონცენტრირებულზე, უარი თქვით. ახალ დაწურული ხილი და ბოსტნეული, რა თქმა უნდა, მშვენიერია, მაგრამ მხოლოდ ზომიერად.

რა თქმა უნდა, პეპსი და კოკა-კოლა დაივიწყეთ. ამ სასმელების მავნებლობის შესახებ ბავშვებმაც იციან. მათში დიდი რაოდენობით შაქარია. ასევე ფრთხილად მოეკიდეთ სპორტულ სასმელებს. მათი ბოროტად გამოყენება არ ღირს.


4.პროტეინები (ცილა) მიიღეთ

image

კვება დაბალანსებული უნდა იყოს! ნებისმიერი დიეტა პირველ რიგში ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები არის. არანაირი გამონაკლისი!

განსაკუთრებით საუზმე პროტეინებით მდიდარი უნდა იყოს. პროტეინი სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს და ტკბილეულის სურვილს ამცირებს. გარდა ამისა, სპეციალისტები გირჩევენ გაღვიძებიდან 1 საათში აუცილებლად ჭამოთ.

დღიური რაციონი პროტეინებით მდიდარი კერძებით გაამდიდრეთ. განსაკუთრებული ყურადღება საუზმეს დაუთმეთ. გემრიელი და ვიტამინებით სავსე საუზმე ენერგიით აგავსებთ და თქვენს შრომის უნარიანობას გაზრდის.


5.სწორი ნახშირწყლები მიიღეთ

image

დროებით სახამებლის შემცვლელი პროდუქტები დაივიწყეთ. საქმე ეხება პურს, კარტოფილს, მაკარონს, ჭარხალს და გოგრას. დეტოქსიკაციის პერიდოში უფრო მეტი სხვა ბოსტნეული მიიღეთ. მიირთვით იმდენი ბოსტნეული, რამდენიც გსურთ.

ყურადღება მწვანე ბოსტნეულს, ბროკოლს, ლობიოს, მწვანე ხახვს, პომიდორს და წიწაკას მიაქციეთ.

გახსოვდეთ, რომ ასეთი რაციონი მხოლოდ ერთი კვირა გჭირდებათ!

როცა დაბალი შაქრის შემცველ დიეტას იცავთ, ნახშირწყლები უნდა შეამციროთ. მაგრამ არსებობს ნახშირწყლების ერთი ტიპი, რომელთა მიღებაც შეგიძლიათ: ესაა ბოსტნეული (გარდა სახამებლის შემცველი ბოსტნეულისა).


6.სწორი ცხიმები მიიღეთ

image


გახსოვდეთ, რომ ცხიმი არ გასუქებთ. ის, რაც ჭარბი ცხიმის დაგროვებას გვაიძულებს არის ზედმეტი შაქარი და არა ცხიმები.

ცხიმის შემცველი პროდუქტები პირიქით ხელს გვიწყობს თავი უფრო ენერგიულად ვიგრძნოთ. ჯანსაღი ცხიმები სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. ეს კი აუცილებელია, რომ უჯრედების გააქტიურება და ენერგიით შევსება მოხდეს.

გახსოვდეთ, რომ ცილებთან და ნახშირწყლებთან ერთად, ცილები ნებისმიერი დიეტის შემადგენელი ნაწილია. ცხიმები თავს უკეთ გვაგრძნობინებს, ენერგიით აგავსებთ და ტკბილეულის სურვილის გადალახვაში დაგეხმარებათ.

თხილში, მზესუმზირაში, ზეთებში, ავოკადოსა და ცხიმოვან თევზში შემავალ ცხიმებს ორგანიზმში უჯრედების ჯანმრთელობა ნორმაში მოჰყავს.

თქვენს ყოველდღიურ რაციონში ცხიმები აუცილებლად შეიტანეთ.


7.უარესისთვის მზად იყავით

image

მოემზადეთ იმისთვის, რომ დიეტის დაწყების შემდეგ შაქარი ძალიან მოგინდეთ. ამიტომ ახლოს უნდა გქონდეთ პროდუქტები, რომლებიც ამ რთული პერიოდის გადალახვაში დაგეხმარებათ.

ეს პროდუქტები ტკბილეულის სურვილს შეამცირებენ: ინდაურის ხორცი, ორაგული, ნუშის ზეთი და მოცვი.

ფაქტია, რომ ამ 7 დღის განმავლობაში შაქრის დონე მუდმივად ცვლილებაში იქნება. ხან სწრაფად აიწევს, ხან დაიწევს. ამიტომ განწყობის სწრაფი ცვლილებისთვის მზად იყავით. დადგება გარდამტეხი მომენტი, როცა დაწყებული საქმის მიტოვების სურვილი გაგიჩნდებათ. ამ სისუსტეს არ დანებდეთ, ბოლომდე გააგრძელეთ.

საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ თავს მცირე წახემსების უფლება მისცეთ ჯანსაღი სასუსნავების სახით. აქ თქვენ ნიგოზი და ინდაურის ხორცი დაგეხმარებათ.


8.ფრთხილად მოეკიდეთ იმას, თუ რას სვამთ

image

სხვადასხვა სასმელებში შემავალი შაქარი კიდევ უფრო მეტ ზიანს გვაყენებს, ვიდრე საკვებში შემავალი შაქარი. საქმე იმაშია, რომ მას ორგანიზმი უფრო სწრაფად ითვისებს და უშუალოდ ღვიძლში ცხიმის სახით გროვდება.

დაივიწყეთ: კოკა-კოლა, პეპსი, ფანტა და სხვა მავნე სასმელები, რომლებიც ნელ-ნელა, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობას ანადგურებენ.

დეტოქსიკაციის პერიოდში ნებისმიერი ბოთლის სასმელზე უარი თქვით. უპირატესობა ჩვეულებრივ წყალს მიანიჭეთ.


9.სტრესი აკონტროლეთ

image

ადამიანის ყველაზე დიდი მტერი - სტრესი არის. ეცადეთ ემოციები გააკონტროლოთ. ამისთვის რამდენიმე კარგი ვარჯიში არსებობს.

აი, ერთ-ერთი მათგანი: რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ. სტრესის საუკეთესო წამალია იოგა. სტრესს თქვენი გეგმის ჩაშლის უფლება არ მისცეთ. სტრესის დროს ტკბილეულის ჭამა არ ღირს.


10.იძინეთ იმდენ ხანს, რამდენიც თქვენს ორგანიზმს სჭირდება

image

არასაკმარისი ძილი შაქრის და ნახშირწყლების მოხმარებისკენ გვიბიძგებს. ასე ორგანიზმი დაკარგული ენერგიის აღდგენას ცდილობს.

სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ 6 საათით (8 საათის ნაცვლად, რაც ნორმად ითვლება) ეძინათ, შიმშილის ჰორმონების ზრდა და მადის დაქვეითების ჰორმონის შემცირება აღენიშნათ.

როგორც ნებისმიერი დეტოქსიკაციის დროს, დასვენება აღდგენის პროცესში დიდ როლს თამაშობს. თქვენი სხეული არა მხოლოდ შაქრისგან უნდა გაიწმინდოს, არამედ ძალები აღადგინოს და დაისვენოს.

თუ საკმარისად არ გამოიძინებთ, შაქრისადმი სურვილი გაიზრდება, რაც გაწმენდის პროცესს კიდევ უფრო გაართულებს.

გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში განწყობა ხშირად შეგეცვლებათ, ასევე თქვენ ძალების ხან მომატებას, ხან შემცირებას იგრძნობთ. ასეთ დროს ეცადეთ მეტი დაისვენოთ, დღის განმავლობაში ცოტა ხნით ძილისთვის დრო გამონახეთ.

გახსოვდეთ, რომ თქვენ სხეულს იმაზე მეტი დასვენება სჭირდება, ვიდრე გგონიათ. გსურთ სტრესს არ დანებდეთ, მეტი მოასწროთ და თავი ბედნიერად იგრძნოთ? მეტი დაიძინეთ და მოდუნდით.

0
468
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
468
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0