x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134391
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508463
რჩევები ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად
image

სჯობს აწიო ერთი ადგილი და საქმეს შეუდგე ეს ხომ მარტივია

ბოლო პერიოდში ადამიანები ხშირად ავადდებიან სხვადასხვა დაავადებებით, ეს გარემო პირობების დამსახურებაცაა და თვით ამ ადამიანისაც მე დღეს გადმოგცემთ 3 თითქოსდა უმარტივეს რჩევას ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად:

1.რადგან სპორტსმენი ვარ, პირველ რიგში გირჩევდით სპორტული აქტივობით დაკავებას ეს იქნება სირბილი, ცურვა, გასეირნება თუ სხვა.ბევრი დღეს დასაქმებულია და დრო არ აქვს, მაგრამ ეს გამართლებაა მხოლოდ.15წუთს ნებისმიერი გამონახავს თუნდაც გასეირნებისთვის.ასევე მინდა გირჩიოთ რომ ბავშვები შეიყვანეთ სპორტზე და ასწავლეთ დისციპლინა-დისციპლინა არ ნიშნავს გადამეტებას ან მაზოხიზმს აქაც ბალანსია საჭირო.


2.სპორტთან ერთად აუცილებელია სწორი კვება-დაიხსომეთ, შემწვარს რასაც ჭამთ არის შხამი და შხამის ყოველდღიური მიღება იწვევს ბევრ დაავადებებს, მათ შორის კიბოს.იკვებეთ მოხარშული საკვებით, ასევე ორგანიზმს მიეცით ცილა დატვირთვის შესაბამისად.ცილა კუნთების საზრდოა და აუცილებელია ორგანიზმისთვის.

3.სპორტულ აქტივობასა და კვებასთან ერთად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ძილი.ყველა ინდივიდია, ზოგს 5 საათი ყოფნის ძილი, ზოგს 8, მაგალითად მე 15საათიც შემიძლია ვიძინო, მაგრამ ძილის ხანგრძლივობა საშუალოდ 7-8 საათია, რათა ორგანიზმმა საკმარისად დაისვენოს.15საათიც შემიძლია ძილი მეთქი ვახსენე, თუმცა გაღვიძებისას დაღლილი ვარ და ეს დრო ნელ ნელა 7საათამდე ჩამოვიყვანე და ვაპირებ 6-მდეც დავიყვანო ანუ ორგანიზმს რასაც მიაჩვევ იმას გააკეთებს, უბრალოდ „უნდა მოკვდე“, ეს ინდივიდზეა დამოკიდებული.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ღამის ძილი და არა დილის.ყველაზე ოპრიმალური ვარიანტი 10საათზე დაძინება და დილის 6საათზე გაღვიძებააა, თუმცა ეს ტექნოლოგიები ხომ?ნეგატიური ამბები ყველა არხზე და ა.შ.აქაც ერთი რჩევა ჩემგან:ვთქვათ გინდათ დაიძინოთ 10საათზე, 9საათზე გათიშეთ ყველაფრი და აანთეთ სანთლები(ის „ძილის ჰორმონს“ გამოიმუშავებს), უბრალოდ არ იფიქროთ ხვალინდელ დღეზე და ისიამოვნეთ, ფიქრებით ისიამოვნეთ.შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნიც, მაგრამ დასაძინებელი წიგნის წაკითხვა მე პირადად დიდად არ მხიბლავს.

4.წყალი-უზმოზე ჭამამდე 30წუთით ადრე მიიღე 700გრამი წყალი ყოველდღიურად-ვიმეორებ ყოველდღიურად.არ დალიოთ წყალი ჭამის დროს, წყალი მიიღეთ ჭამის შუალედებში.საშუალოდ 2-3ლიტრამდე მიიღეთ წყალი დღიურად, ესეც ინდივიდის გარემო პირობებზეა დამოკიდებული, თუმცა აქაც ერთ ხერხს გასწავლით.ვთქვათ მუშაობთ ოფისში აავსეთ თქვენთვის სასურველი ზომის ჭიქები წყლით და უბრალოდ წინ დაიდგით, ქვეცნობიერი რასაც არ უნდა აკეთებდეთ მაინც იფიქრებს წყალზე.

მოკლედ დღეს სულ ეს იყო მეგობრებო თუ რამე გაიგეთ ჩემი ნაბოდვარიდან ხომ კაი, თუ არადა ვინმე მაინც გაიგებს.პატივისცემით პროფესორი

0
170
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0