x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჰადერსფილდის უნივერსიტეტმა ჰოლოკოსტის ცენტრი გახსნა
image
ჰადერსფილდის უნივერსიტეტში გაიხსნა ჰოლოკოსტის ცენტრი.

ცენტრში შეგიძლიათ ნახოთ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი არტეფაქტები და ბრძოლა სიცოცხლისათვის იმ ადამიანების, რომლებიც ამ ყველაფერს შეეწირენ.

image

აღსანიშნავია, რომ ჰოლოკოსტის დროს 6 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ამ ბოროტებას გადარჩენილმა თრუდე სილმანმა კი განაცხადა :"ჩემთვის დღემდე გაუგებარია ეს რატომ ხდებოდა, ჩვენ ყველა ადამიანები ვართ განსხვავებული ფერისა და შემოქმედების მიუხედავად"


image

თავდაპირველად მან თავი დაახწია ბრატისლავას, 9 წლის ასაკში, საიდანაც ბიძალიშვილთან და დეიდასთან ერთად ინგლისში ჩააღწია, იზრდებოდა სხვადასხვა სახლებში და მონასტრებში. იმ დღის შემდეგ არასოდეს უნახია ოჯახის წევრები.მისი თქმით:" მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დამთავრდა ჩვენ მაინც ყველანი შევიცვალეთ, სიცოცხლე თითქმის განადგურებულია."

image

ცენტრის დირექტორი ლილიან შეი:, "სურათებმა შეიძლება ათასობით ისტორია მოგიყვეთ, ეს არის ადამიანის სულის სიმტკიცე მრისხანებაში, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს გამოფენა მართლაც მნიშვნელოვანია."

image

imageimageimageimage



0
21
1-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0