x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
რა თვისებები ახასიათებთ ღორის წელიწადში დაბადებულ ადამიანებს?
რაინდული ხასიათი (ეს არის ღორის უმაღლესი თვისება), თავაზიანი, დაუზარელი უკიდურესობამდე ფაქიზი-აი, როგორ ახასიათებენ ასტროლოგები მას. იგი ყოველთვის აფრიალებს სისპეტაკის დროშას; შეგიძლიათ ენდოთ ბოლომდე, არასოდეს გიღალატებთ და ყოველთვის გამოგიწოდებთ დახმარების ხელს.


image


მხიარული ამხანაგია, საზოგადოებაში ცოტა თავაშვებული. იგი იშვიათად ლაპარაკობს, მაგრამ თუ "თავი აიწყვიტა", ვერაფერი მას ვერ შეაჩერებს, სანამ არ ამოწურავს სასაუბროს. როგორც მაიმუნი, ღორიც ინტელექტუალია, დიდია მისი ლტოლვა სწავლისადმი.


image



ცოტა მეგობრები ჰყავს, მაგრამ ინარჩუნებს ბოლომდე და მათ გამო მსხვერპლის გაღებაც კი შეუძლია. ძალიან ყურადღებიანია იმათ მიმართ, ვინც მოსწონს. ამ ნიშნის ქალებს უყვართ საჩუქრების გაცემა და პატარა დღესასწაულების ორგანიზება.


image

იგი არ მოგცემთ კამათის საშუალებას. ისაუბრებს მასთან, ვისაც პატივს სცემს. ყველა დათმობაზე წავა, რათა განერიდოს დავას; ყოველთვის აგებს მათთან, ვინც ნაკლებ წესიერი და პუნქტუალურია.


image



ღორის წელში დაბადებულ ადამიანს შეუძლია დაეუფლოს ნებისმიერ პროფესიას; კეთილსინდისიერი და სრომისმოყვარეა; ძალუძს მიაღწიოს წარმატებას ხელოვნების ზოგიერთ სფეროში, ასევე პოეზიასა და ლიტერატურაში.

0
171
6-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0