საზოგადოება სვანეთში ჯომარდობისას რუსეთის მოქალაქე, 33 წლის ქალი დაიღუპა 2018, 17 ოქტომბერი, 21:36 სვანეთში, მდინარე მულხურაზე ჯომარდობის დროს უცხოელი ტურისტი დაიღუპა. მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, ბეთქილთან მოხდა. მისივე თქმით, ახალგაზრდა ქალი ტურისტების ჯგუფთან ერთად ჯომარდობდა.
.
რეგიონული საინფორმაციო სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, დაღუპული რუსეთის მოქალაქე, 33 წლის ქალია.
.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
119 შეფასება არ არის
|