x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
5 გენიალური სერიალი რომელიც შეიძლება ნანახი არ გქონდეთ
5.ერთ ღამეს-THE NIGHT OF

imageსერიალი მოგვითხრობს ნიუ-იორკის კრიმინალურ სისტემაზე. სერიალის მთავარი გმირი ახალგზარდა პაკისტანელ- ამერიკელი მამაკაცია, რომელსაც მკვლელობაში ადანაშაულებენ.ძალიან საინტერესო სერიალია, რომლის მეორე სეზონის გამოსვლას მე პირადად მოუთმენლად ველი

4.ალესილი კეპები-PEAKY BLINDERS

imageბრიტანული განგსტერული საგა, რომელშიც მოვლენები 1919 წელს, პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ბირმინგემში ვითარდება. სილიან მერფი განასახიერებს ტომას შელბის, ყველაზე გავლენიანი ადგილობრივი ბანდის ლიდერს.


3.მძიმე დანაშაული-BREAKING BAD

imageუოლტერ უაიტი ქიმიის მასწავლებელია სკოლაში, რომელსაც ფილტვის სიმსივნე აღმოაჩნდა. იმ მიზნით რომ სიკვდილის შემდეგ ოჯახს კარგი ფინანსურ მდგომარეობა დაუტოვოს, იგი ცვლის საკუთარ ცხოვრებას - იწყებს მეტამფეტამინის წარმოებას და გაყიდვას, რაშიც მისი ყოფილი მოწაფე ჯესი პინკმენი ეხმარება.

2.ვიკინგები-VIKINGS

imageსერიალი მოგვითხრობს რაგნარის ვიკინგების რაზმზე. ის აჯანყდა იმისთვის, რომ გამხდარიყო ვიკინგების მეფე. ნორვეგიული ლეგენდის მიხედვით, ის ოდინის (ომის და მეომრების ღმერთის) პირდაპირი შთამომავალია.

1.სამეფო კარის თამაშები

imageჯ. რ. რ. მარტინის ფენტეზი საგის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ ადაპტაცია - სატახტო გვარების სისხლიანი ბრძოლა ვესტეროსისა და მისი რკინის ტახტის მოსაპოვებლად. სანამ დიდებული გვარები სატახტო თამაშებში არიან ჩართულნი, ჩრდილოეთით, ყინულის კედლის მიღმა მაგიური არმია იღვიძებს და ყველაფერს განადგურებით ემუქრება.

თქვენი საუკეთესოები კომენტარებში შეგიძლიათ დაამატოთ.

6
254
2-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
254
  
2018, 20 ოქტომბერი, 20:22
არა რისი მადლობა,აი მენდეთ 5სერიას უყურეთ სამეფო კარის თამაშებისას..........
2018, 20 ოქტომბერი, 17:16
ალესილი კეპები კი მაქვს რიგში და მოვიცლი როგორმე :)) მადლობა რეკომენდაციისთვის.
2018, 20 ოქტომბერი, 14:40
გემოვნებაზე არ დაობენ მარა 1-ზე დრამა რავიცი,მაშინ ალესილი კეპები
2018, 19 ოქტომბერი, 22:28
ჩემს გემოვნებას არ შეესაბამება და რადგან სერიალია, დროს ვერ დავკარგავ, უფრო დრამები დეტექტიური ჟანრი მიზიდავს :)
2018, 19 ოქტომბერი, 21:09
1ნახე საოცრებაააა
2018, 19 ოქტომბერი, 20:18
"ერთ ღამეს" და "მძიმე დანაშაული" ნანახი მაქვს, ალესილი კეპების ყურებას ვაპირებდი და რატომღაც გადავიფიქრე (გადამავიწყდა), დანარჩენების ნახვის სურვილი არ მაქვს, ბრძოლები და ზღაპრები, ჩემი სამქე არ არის :))
0 1 6