x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
''მასწავლებლებო! ნუ წერთ ათიანებს! ახალგაზრდობას ღუპავთ''

''მასწავლებლებო! ნუ წერთ ათიანებს''


image





საქართველოში განათლების სისტემა, რომ სრული კატასტროფაა, ეს ფაქტია. წლების განმავლობაში ამ სფეროში უამრავი ცვლილება და რეფორმა გატარდა. მას შემდეგ, რაც 21-ე საუკუნე დადგა, საქართველოში სულ რაღაც 18 წელიწადში 11 განათლების მინისტრი შეიცვალა. თითოეულ მათგანს შეჰქონდა ცვლილებები განათლების სისტემაში და თითქმის ყოველ წელიწადს ახალ გამოწვევებთან გვქონდა საქმე. ეს კიდევ უფრო დაღს ასვამდა საქართველოს განათლებას. თუმცა, ახლა სულ სხვა თემაზე ვისაუბრებთ, რომელიც მეტად აქტუალურია, უმეტესწილად, საჯარო სკოლებში.

საქართველოს მასწავლებელთა უმეტესი ნაწილი მოსწავლეებს 10 ქულიანი შეფასების სისტემიდან მაქსიმალურ 10 ქულას უწერს მაშინაც, როცა მოსწავლემ ესა თუ ის თემა საშუალო დონეზეც არ იცის.

საქართველოს უამრავი სკოლა და ადმინისტრაცია ამაყობს, რომ მათ უამრავი წარჩინებული(ფრიადოსანი) და ოქროსმედლიანი მოსწავლე ჰყავთ. უბრალოდ, არაბუნებრივია, მოსწავლეს ყველა საგანში ჰყავდეს 10-იანი, რაც კლასიკური გაგებით ყველა საგნის მაქსიმალურ, სრულყოფილ დონეზე ცოდნას ნიშნავს. თუმცა, დღევანდელობა გვაფიქრებინებს, რომ თანამედროვე გაგება 10-ანისა სრულიად განსხვავებული ყოფილა. რა თქმა უნდა, არსებობს მოსწავლეთა ისეთი კატეგორია, რომელიც რაღაც კონკრეტულ საგანს ძალიან კარგად ფლობს, ამ შემთხვევაშიც კი ძნელად წარმოსადგენია, იგი ყველა საგანში ფრიადოსანი იყოს(აქ საუბარი არ არის ერთეულებზე, რომლებიც ბუნებრივი და განსაკუთრებული უნარების წყალობით, ყველა საგანს შესანიშნავად სწავლობენ, მაგრამ ათასობით ათოსანი?!).


გადავხედოთ სტატისტიკას: 2016-2017 სასწავლო წელს ოქროსმედალოსანი გახდა 2209, ვერცხლის კი - 924 მოსწავლე. მედალოსანი მოსწავლის მშობელი ბედნიერია, მასწავლებელი - კმაყოფილი, სკოლა - ამაყი. განა ღირსეულადაა მოპოვებული მედალი? რეპლიკას აღარ საჭიროებს.




image

ამ პრობლემის წამოჭრა იმ თანამედროვე ახალგაზრდებს უკავშირდებათ, რომლებიც სკოლაში ათოსნები იყვნენ/არიან. სწორედ ისინი ხედავენ პრობლემას, თუ რამდენად უარყოფითი და საზიანოა არაადექვატური ათიანი მოსწავლის განვითარებისთვის.




მოსწავლე, რომელიც ხედავს, რომ მის თანაკლასელს 10-იანს უწერენ (ჰარიჰარალოზე), მაშინ როცა იგი არ ეკუთვნის მას, მისთვის ნიშანს, როგორც მოტივაციის საშუალებას, აზრი ეკარგება. ნიშნის დაწერა კონკრეტული მოსწავლისთვის, უსაფუძვლოდ, სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული(მოსწავლის მშობელი მასწავლებლის კოლეგაა ან მოსწავლე მცირედ აქტიურია კლასში, რაც ძირითადად გაკვეთილის დაზუთხვაში გამოიხატება...).




image




ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე(ვინაობის გამხელა არ ისურვა) ამბობს: ''ბევრად მეტი მეცოდინებოდა, მასწავლებლებს ჩემთვის სკოლაში 10-იანი რომ არ დაეწერათ. უმაღლეს შეფასებას მანიჭებდნენ მცირედი აქტიურობის გამოც. ამის გამო, მოტივაცია დამიქვეითდა და ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი თემებს, ვინაიდან 20 წუთში გაკვეთილის დაზეპირება უკვე გარანტირებულ 10-იანს ნიშნავდა. ჩვენ, უვიც მოსწავლეებს სხვა რა გვინდოდა?! თან მშობელიც კმაყოფილი იყო''.




უსაფუძვლოდ 10-იანის დაწერის უმთავრესი უარყოფითი შედეგი, სწორედაც რომ მოტივაციის დაკარგვაა და ამას მოსწავლეები მანამდე ვერ ხვდებიან, სანამ პროგრესულად მოაზროვნე თაობებად არ ჩამოყალიბდებიან(მაგრამ აქამდე მისვლას ხომ დიდი შრომა და გზის ჩვენება სჭირდება). როგორც ''ფრიადოსანთა'' უმეტესობა ამბობს, მასწავლებლების მიერ დაწერილმა ათიანმა(მცირედი ინფორმაციით დაკმაყოფილების გამო) ისინი ''გააფუჭა''. დავაკონკრეტებთ, რომ ეს ყველას არ ეხება და მათი "ერთ ქვაბში მოხარშვა" არასწორი იქნება.

image

მეორე მოსწავლე, რომელმაც ასევე არ ისურვა ვინაობის გამხელა, ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეა. იგი ასეთ შემთხვევას იხსენებს: '' ხუთშაბათს სახლში მოულოდნელად სტუმრები მეწვივნენ და გაკვეთილების სწავლა ვერ მოვახერხე. ამის გამო, თავს ცუდად ვგრძნობდი. მომდევნო დღეს, როცა სკოლაში მივედი, გერმანულის გაკვეთილზე მასწავლებელმა(გერმანულის მასწავლებელი და დედაჩემი კოლეგები არიან) ტექსტის მოყოლა მთხოვა პირველს, როგორც კარგ მოსწავლეს. იმდენად მომერიდა იმის თქმა, რომ გაკვეთილი არ ვიცოდი, ავდექი და დავიწყე რაღაც გაურკვეველი სიტყვების წარმოთქმა, მეც კი არ მესმოდა, რას ვამბობდი. ხან წიგნში ჩავიჭყიტებოდი, ხან უაზრო ''წინადადებას'' ვიტყოდი. ერთიანად გაწითლებული ვიყავი, რადგან ასეთი რამ ჯერ არ ჩამედინა. საყვედურის მოლოდინში, სახტად გაოცებული დავრჩი, როდესაც მასწავლებელმა გამომიცხადა ''ყოჩაღ, 10-იანს გიწერ''... ამ დღიდან მოყოლებული მივხვდი, რომ მასწავლებელი არც მისმენდა(მიზეზი ალბათ დედაჩემიც იყო) და ამ ათიანმა საშინლად შეურაცხყოფილი გამხადა. მის მერე ჭირივით მძულს ყველა მასწავლებელი, რომელიც ათიანს მიწერს მე ან სხვას, რომელსაც არ ეკუთვნის. შემდეგ ჯერზე, როდესაც ზაკაზად გავიმეორე იგივე(არ ვისწავლე გაკვეთილი და ვიბჟუტურე) და კვლავ ათიანი მივიღე, ვკითხე: - რაში მიწერთ ათიანს? - რას ამბობ (სახელი), წყაროსავით ჩამომირაკრაკე გაკვეთილი. მასწავლებლებო! ნუ წერთ ათიანებს, ამით თქვენ, ჩვენ, ახალგაზრდობას გვღუპავთ.''







ალბათ, დაინახავდით თუ როგორი მძიმე სიტუაციაა საქართველოს სკოლებში. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავის სკოლას ''პრესტიჟი'', რომელიც სინამდვილეში სიყალბისგანაა შექმნილი, არ შეუსუსტდეს. ამის გამო წერენ უპრაგონოდ ათიანებს, ჩუმად ეხმარებიან მოსწავლეებს საატესტატო გამოცდებზე, ითვლიან მედალოსან მოსწავლეებს და ა. შ.

როგორც ბილ გეითსი ამბობს, ''წარმატება ცუდი მასწავლებელია. ის აფიქრებინებს ადამიანებს, რომ არ დამარცხდებიან'', თუმცა გამონაკლისებიც გვხდებიან.

image




საბედნიეროდ, საპირისპირო შემთხვევებსაც ვაწყდებით იშვიათად, მაგრამ მაინც...

თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ნერგაძე ამბობს, რომ მას ზოგიერთი მასწავლებელი განსაკუთრებულად უყვარს და თვლის, რომ ისინი მისაბაძნი არიან. ''ფიზიკაში საშუალო მოსწავლე ვიყავი, მასწავლებელი 7-8-ს მიწერდა, მიუხედავად ამისა, მუდამ ვცდილობდი შედეგის გაუმჯობესებას (ვკითხულობდი დამატებით ლიტერატურას, ვუსმენდი ონლაინ გაკვეთილებს ინტერნეტში...), რადგან მასწავლებელი სპეციფიკურად მიდგებოდა, ყოველ ჯერზე მოტივაციას მაძლევდა, მარიგებდა, მომავალს მიხატავდა. ახლა მე-10 კლასში ვარ და ხშირად ვიღებ 9-იანს, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და პირველ რიგში ვხედავ, რომ შრომა მიფასდება. ვხვდები, რომ სხვისთვის ტყუილად დაწერილ ათიანს ჩემთვის დაწერილი სამართლიანი 9-იანი სჯობს.''






ეს მცირე მიმოხილვა იყო იმისა, რაც ჩვენს ქვეყანაში ასეთი სისტემის პირობებში ხდება(ყველაფერს მარტო სისტემასაც ნუ დავაბრალებთ). რეალობა გაცილებით უფრო საშინელ მდგომარეობას გვიჩვენებს.

image

სწორედ ამიტომ მასწავლებლებო!



⦁ დაწერეთ სამართლიანად ნიშნები


⦁ მიუდექით თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად (შეძლებისდაგვარად)


⦁ დაუკვირდით თქვენს მიერ ნათქვამ ყოველ სიტყვას


⦁ გამონახეთ გზები მოსწავლეების დასაინტერესებლად,


''მასწავლებლობა'' – ეს პრივილეგია და დიდი სამსახურია, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არ ფასდება. როდესაც მასწავლებლობა გადაწყვიტეთ, თქვენ თქვენივე ნებით ძალიან საპასუხისმგებლო საქმე აიღეთ ხელში. მიუხედავად, თქვენი ''მათხოვრული'' ანაზღაურებისა, არ დაივიწყოთ თქვენი ვალდებულება: განათლებული და ზრდილი ადამიანების აღზრდა. აღმოაჩენინეთ, აპოვნინეთ, დაეხმარეთ ბავშვებს დაწყებითებიდანვე, რომ შეიცნონ საკუთარი თავები, რამეთუ ''მასწავლებელს არ შეუძლია ასწავლოს ვინმეს რაიმე, მას შეუძლია მხოლოდ დაეხმაროს, რომ იპოვოს ის თავად'' - გ. გალილეი




ამავე თემაზე დაგაინტერესებთ

წელს რეკორდული რაოდენობის მასწავლებელი გახდა ''უფროსი'' და რამდენიმე ერთეული – მენტორი! იხილეთ ვრცლად

*

ყველა დამხმარე სახელმძღვანელო მასწავლებელთა განვითარებისთვის

*

მასწავლებელთა სტატუსის ცვლილება 2018

*

საქართველოს მასწავლებელთა სამარცხვინო ხელფასი აფრიკის ქვეყნებში გაცემულ ხელფასზეც ნაკლებია!

*

საჯარო სკოლებში მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები შეიცვალა

5
3111
2-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
3111
  
2019, 27 იანვარი, 22:26
"ნუ უწერთ ბავშვებს ათიანებს"
ჩემთვის ყველაზე უცნაური,ცუდი და დამამცირებელო რამააა. საქმე არც ათიანშია და ვერც იმაში ვერ შეგედავებით ,რომ ჩვენი განათლების  სისტემა ნამდვილად არაა იდეალური, მაგრამ ,ჩემი პირადი ,სუბიექტური აზრით( და ამ აზრს ნამდვილად არ ვახვევ არავის თავზე) იმ ქვეყანაში ,სადაც განათლების სისტემა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია,სადაც ტარდება უინტერესო ,უუნარო,მოსაწყენი ერთფეროვნებითა და ყოველდღიურობით გაჟღენთილი გაკვეთილები  და ეს არც მასწავლებლებისა და არც მოსწავლეების ბრალი არარის,ვინაიდან მასწავლებლებს საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილების ჩატარებისთვის არანაირი მოტივაცია არ აქვთ.ქვეყანაში სადაც ყველაფერი დანგრეულია ,მთავარი ჯოხი ბავშვებზე არ უნდა გადატყდეს და მითუმეტეს  პროგრესულ ბავშვებზე,იმ ბავშვებზე ,რომლებიც ჩვენი არაიდეალური სისტემის მიუხედავად ,მაინც ცდილობენ მიიღონ განათლება. მაინც არ კარგავენ იმედს ,სტიმულს იმისას ,რომ თავიანთი უინტერესო გაკვეთილებით მიღებული ცოდნის რეალიზებას ოდესმე მოახერხებენ.ამ ბავშვების ერთადერთი სტიმული სწორედ რომ განათლებაზე,ცოდნაზე და სწორედ მიღებული ცოდნის განმსაზღვრელ ნიშანზე ორიენტირებაა.
გეთანხმებით იმაშიც,რომ შეუძლებელია მოსწავლე ყველა საგანს ერთნაირად ფლობდეს,თუ ზებუნებრივ უნარებს არ ფლობს, მაგრამ ,როცა მოსწავლე არის მაქსიმალურად მოტივირებული,მოწესრიგებული და ცოდნაზე ორიენტირებული მასწავლებელმა უნდა შეძლოს ამ ყველაფრის გაანალიზება და მოსწავლის მოტივაციის ამაღლება და არა პირიქით მოსწავლის შრომის სრული დაუფასებლობა.მასწავლებლებო მიიღეთ ჩემგან-ერთი უბრალო  ადამიანისგან ერთი უბრალო რჩევა,ამ დანგრეულ განათლების სისტემაში ,თქვენც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ნიჭიერი ბავშვები,დაეხმაროთ მათ მიზნის ბოლომდე მიღწევაში და დაეხმაროთ იმაში ,რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.
საქმე ნიშანში არაა, არც ათიანის დაწერა-არდაწერაში.
უბრალოდ მასწავლებლებო... ნუ დაუნგრევთ ბავშვებს მოტივაციას, თავისუფალი აზრის ქონის შესაძლებლობას,რწმენასა და "მაქსიმალური ნიშნის" მიღების სურვილს ნუ დაუკარგავთ,რადგან თქვენს ხელში ბევრი ბავშვის-ბევრი მომავალია და თქვენმა ერთმა არასამართლიანმა საქციელმა შეიძლება ბევრი მათგანის ცხოვრება რეგრესისკენ წაიყვანოს.
2018, 29 დეკემბერი, 0:31
10 იანი ცხოვრებას მიუბედურებს 2 იანი და ჩოლკები ყელამდე მახალისებს. თქვ.ენ.ს დე.დებ.ს შევ.ეც.ი მასწავლებელი ამას იჯერებს თან საღოლ
2018, 14 ნოემბერი, 23:39
ვფიქრობ კარგი იქნება თუ შეფასების სხვა სისტემაზე გადავალთ. ჟურნალები და ყოველდღიურად დაწერილი ნიშნები სასაცილოა, კომუნისტურ დროს წააგავს. ყოველ კლასში უნდა იყვეს სემესტრში ორჯერ ელექტრონული ტესტები, როგორც საატესტატოზეა და იმან უნდა დაადგინოს ბავშვის ცოდნა საგანში და არა მასწავლებელმა!...
2018, 18 ოქტომბერი, 23:06
თხოვნა გათვალისწინებულია
2018, 18 ოქტომბერი, 10:25
სტატიაში გამოყენებულია ფოტოები რომელიც ერთ-ერთი მოსწავლის პირადი ფეისბუქის გვერდიდან არის აღებული. უფრო კონკრეტულად, დასაწყისიდან მესამე ფოტო, სადაც ჩანს კომპიუტერებით დასაჩუქრებული ბავშვების გახარებული სახეეები. დიდი იმედი მაქვს საითი გაითვალისწინებს ჩემს თხონას და ამ კონკრეტულ ფოტოს წაშლის.
დადებითი პასუხის იმედით ბესიკ ერიაშვილი
0 1 5