x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ცხოველთა უფლებებს უკვე კონსტიტუცია იცავს

გერმანია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც კონსტიტუცია შეიცავს განყოფილებას, ცხოველების დაცვის შესახებ. ქვეყანაში პროფესია «ცხოველების დამცველი» ოფიციალურად არის აღიარებული და აქტიურად მოქმედებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც იბრძვიან მაწანწალა ძაღლების და კატების უფლებებისთვის. თუ ცხოველს სახლიდან გააგდებენ ან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდება, მეპატრონეს (დამნაშავეს) ჯარიმის სახით 25 000 € გადახდა ეკისრება, ან 3 წლიანი პატიმრობა ემუქრება.


image


ცხოველებზე ზრუნვას ქვეყანაში, ბავშვებს ადრეული ასაკიდან ასწავლიან. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაინერგა სკოლებში საგანი, ცხოველების დაცვის შესახებ. სახელმწიფო და ზოოდამცველები პროპაგანდას უწევენ აზრს, რომ ჯიშიან ძაღლებს სუსტი იმუნიტეტი და ჯანმრთელობა აქვს და ხშირად ავადობენ, მაშინ როცა ქუჩის ძაღლები არანაირ პრობლემას არ უჩენენ პატრონს და ცდილობენ, რომ ცხოველების პოტენციურმა პატრონებმა ისინი თავშესაფრებიდან აიყვანონ.

თუ ცხოველი მაინც ქუჩაში, მეთვალყურეობის გარეშე რჩება, იჭერენ და თავშესაფარში გადაჰყავთ. პატრონს მისი პოვნა მონაცემთა ბაზის მეშვეობით შეუძლია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ «დაკარგულს» პატრონი არ მიაკითხავს, სხვა ოჯახს შეურჩევენ. გარდა ამისა, თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველი შეიძლება მოხუცთა თავშესაფარს ან უსინათლოთა ორგანიზაციას გადაეცეს.


image


ამ ფოტოზე ბერლინის ცხოველთა თავშესაფარია და აქედან უჯიშო კატის ან ძაღლის აყვანის შემთხვევაშიც კი, მინიმუმ 100-150 € იქნება გადასახდელი. თანხაში ცხოველისთვის გეგმური აცრების ჩატარება და დოკუმენტების მომზადება შედის. ხოლო დანარჩენი თანხა თავშესაფრის ფონდში ირიცხება.
სხვათა შორის, თავშესაფრიდან ცხოველს ნებისმიერ მსურველს არ ატანენ. პოტენციური მეპატრონის საპასპორტო მონაცემებს იწერენ და საჭირო იქნება იმის დამტკიცება, რომ სახლში საკმარისი ფართობია ცხოველისთვის და კიდევ, სამუშაო გრაფიკითაც დაინტერესდებიან. თუ ადამიანი დღე-ღამეში 8–10 სთ. მუშაობს, თავშესაფრის თანამშრომლები იმ დასკვნამდე მივლენ, რომ ცხოველი სახლში მოწყენილი იქნება და მას ცხოველის აყვანაზე უარს ეტყვიან.
თუმცა, გამოსავალი ამ შემთხვევაშიც არის. გერმანიაში არსებობენ ცხოველების მოვლაში დამხმარე – სპეციალური კომპანიები, რომლებიც პატრონის სურვილის შემთხვევაში, მათთან სახლში მიდიან და ცხოველებთან რჩებიან. ამ სამუშაოზე მიღებისას, ყველა თანამშრომელი პოლიციაში გადის შემოწმებას.imageimageP. S. ახალგაზრდობაში ალენ დელონს სამხედრო ქურთუკი ეცვა, რომ უფრო მოსახრხებელი ყოფილიყო უპატრონო ლეკვების გათბობა, რომლებსაც ის გზაში ხვდებობა. ამჟამად, ფრანგი მსახიობი 81 წლის არის და ის ძაღლების და კატების 5 თავშესაფარს პატრონობს.
«ჩემს სახლში ყოველთვის ბევრი ძაღლი ცხოვრობს, მე დამოუკიდებლად, ძაღლის ახალი ჯიშიც კი გამოვიყვანე. ძაღლები ავადმყოფ ბავშვებს მაგონებენ, რომლებსაც ცხოვრებამ მხოლოდ 10-14 წლის სიცოცხლე მისცა…» გაგრძელება imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* შემზარავი ფაქტები – ადამიანები, რომლებიც ცხოველებმა სასიკვდილოდ ვერ გაიმეტეს
* საინტერესო და სახალისო ფოტოები ფაუნის სამყაროდან

* საინტერესო ფაქტები ცხოველების შესახებ

0
41
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0