x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პროტეინის კოქტეილი- სახლის პირობებში
პროტეინის კოქტეილი- სახლის პირობებში

თუ, ანატომიასა და ჩვენი სხეულის აგებულებას სიღრმისეულად არ ჩავწვდებით, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ პროტეინები განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც კუნთის მასის მომატება უნდა. სწორედ ამიტომ დღეს მე შემოგთავაზებთ პროტეინის კოქტეილის მომზადების ორ ხერხს, სახლის პირობებში, მაგრამ სანამ რეცეპტებზე გადავიდოდე, მინდა რამდენიმე გასათვალისწინებელი ცნობა გაგანდოთ:


  • შეეცადეთ, რომ პროტეინი საღამოს, მითუმეტეს ღამით არ მიიღოთ, მისი დალევის საუკეთესო პერიოდი დილაა.
  • მისი მიღება რეკომენდირებულია ვარჯიშის შემდეგ, ეს დაგეხმარებათ ენერგიის აღდგენაში და საგრძნობლად გაზრდის თქვენინ კუნთების მასას.
  • სასურველია, ვარჯიშისა და პროტეინების მიღების დროს შეადგინოთ ძილის რეჟიმი, ეს ძალიან დაგეხმარებათ კუნთების რელაქსაციასა და კუნთის ძალის გაზრდაში. ძილი
  • 4. მოზარდებისთვის დღე-ღამის განმავლობაში სასურველია 9-11 საათიანი ძილი, 20-50 წლამდე ადამიანებისთვის კი არანაკლებ 8 საათისა.

    ახლა კი, განვიხილოთ რამდენიმე რეცეპტი, რომელის დამზადებაც შესაძლებელია სახლის პირობებში:

  • აიღეთ 250 გრამი რძე და 1-2 კოვზი კრისტალიზებული ამინომჟავა. გემოს გაძლიერებისთვის საჭიროა მარწყვის და ვაშლის რამდენიმე ნაჭრის დამატება. ათქვიფეთ ინგრედიენტები ბლენდერის საშუალებით.


  • აიღეთ სათითაო მაგიდის კოვზი თაფლი, გახეხილი ნიგოზი და დაუმატეთ ერთი ცალი უმი კვერცხი. ჭიქის თავისუფალი ადგილი შეავსეთ კეფირით, შემდეგ ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში მიქსერის მეშვეობით. თქვენი პროტეინის კოქტეილი მზადაა.


  • 0
    154
    შეფასება არ არის
    ავტორი:დიმიტრი წიქარიძე
    დიმიტრი წიქარიძე
    154
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0