x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
კაცი, რომელმაც 70 სერიული მკვლელი მოკლა, თავისუფლად დასეირნობს
გადაწყვეტილებები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიღებთ, ჩვენს პიროვნებაზე მეტყველებს. ტვინი გადაწყვეტილებების მიღებისას ალტერნატივებს განიხილავს და ყველაზე სასურველს არჩევს. ეს ისტორია არის ადამიანზე, რომელმაც ცხოვრების უცნაური გზა აირჩია და გადაწყვიტა, მოეკლა ადამიანები, რომლებიც სხვებს ხოცავდნენ.

image

პედრო როდრიგეს ფილო ბრაზილიელი სერიული მკვლელია, რომელმაც სახელი სხვა სერიული მკვლელების დახოცვით გაითქვა. ფსიქოანალიზის სპეციალისტმა, რომელიც მის საქმეს სწავლობდა, პედრო ნამდვილ ფსიქოპათად დაასახელა. მან ძალადობა ჯერ კიდევ მაშინ გამოსცადა, როცა დაბადებულიც არ იყო. მამამისი ორსულ მეუღლეს რეგულარულად სცემდა, რამაც პედროს თავის ქალა დაუზიანა.

image


14 წლის ასაკში უკვე აშკარა იყო, რომ პედრო სხვა ბავშვებს არ ჰგავდა. როცა ვიცე-მერმა მამამისი სამსახურიდან საჭმლის მოპარვის გამო გაათავისუფლა, პედრომ სამართლიანობის აღსრულება თავის თავზე აიღო და ვიცე-მერი მოკლა. ასევე, მან გამოარკვია, რომ მამამისი ნამდვილი ქურდი არ იყო. ამის შემდეგ ბიჭმა გადაწყვიტა, ეპოვა ნამდვილი კრიმინალი და ისიც მოეკლა.

image

პედრომ სიცოცხლე დამალვაში გააგრძელა. მან ცხოვრების სიყვარული, მარია აპარეციდა ოლიმპია იპოვა, რომელიც მალევე მოუკლეს. ეს ყველაფერი პედროს ჯერ კიდევ 18 წლამდე შეემთხვა. ხოლო როცა 18 წლის გახდა, უკვე 10 ადამიანი ჰყავდა მოკლული. თინეიჯერობის წლები იმ ბანდის წევრების ძიებაში გაატარა, რომლებმაც შეყვარებული წაართვეს.


როცა მამამისმა დედამისი დიდი დანით მოკლა, პედრო მას ციხეში ეწვია და სამაგიერო გადაუხადა, საკუთარი მამა იგივენაირად მოკლა. მას გულიც კი ამოაცალა და მისი ღეჭვა დაიწყო. ამის შემდეგ მოძალადე, გაუპატიურებაში დამნაშავე მოკლა, რომელთან ერთადაც ციხეში ყოფნა მიუსაჯეს. ბრაზილიის ციხეში ყოფნისას პედრომ კიდევ 47 პატიმარი გამოასალმა სიცოცხლეს.

image

იქაური კანონის მიხედვით, პედრო მხოლოდ 30 წლით დააპატიმრეს. უამრავი ნაცნობი და უცნობი მკვლელობის მიუხედავად კი, 2007 წელს ის გაათავისუფლეს. ის ძველ "ჩვევას" აღარ დაჰბრუნებია, თუმცა, ბრაზილიელ კრიმინალებს, რომლებიც გზაზე გადაეღობებიან, კვლავ სიკვდილით ემუქრება.







ასევე დაგაინტერესებთ:


7 ნიშანი იმისა, რომ ბავშვი ფსიქოპათად იზრდება

image


0
694
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
694
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0