x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ვინ იყო 20 წლის გოგონა, რომელიც მატარებლის დაჯახების შედეგად დაიღუპა
image


თბი­ლის­ში, ფე­იქ­რე­ბის ქუ­ჩას­თან დღეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და - თბი­ლი­სი­დან შინ­დი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვა­ლი სამ­გზავ­რო მა­ტა­რე­ბე­ლი 20 წლის გო­გო­ნას და­ე­ჯა­ხა, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.


ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მა­ტა­რებ­ლის მე­მან­ქა­ნე­ე­ბი უკვე გა­მო­კი­თხეს.


„გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს მი­ზე­ზი სუ­ი­ცი­დი იყო თუ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით მე­მან­ქა­ნე­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი გა­მო­კი­თხვა ჩა­ტარ­და. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ გო­გო­ნას და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლიც მის­ცეს და მუხ­რუ­ჭიც გა­მო­ი­ყე­ნეს, მაგ­რამ დის­ტან­ცია არ ეყოთ. შე­სა­ბა­მი­სად, შე­ჯა­ხე­ბა მოხ­და“, - გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-­ში.



გარ­დაც­ვლი­ლი 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნა­ნუ­კი ყელ­ბე­რაშ­ვი­ლია. გო­გო­ნა ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობ­და და თბი­ლი­სის გო­გო­ნა­თა გუნდში მღე­რო­და.


გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე" გო­გო­ნას შე­სა­ხებ წე­რენ:

"შარ­შან ამ დღეს რა ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით ერ­თად, დღეს კი ყვე­ლას გვი­ჭირს და­ჯე­რე­ბა რომ ჩვე­ნი ულა­მა­ზე­სი ნა­ნუ­კი ჩვენს გვერ­დზე აღარ იქ­ნე­ბა... ეს სი­ცო­ცხლით სავ­სე გოგო, ცხოვ­რე­ბა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, გუ­ლი­ა­ნი, ღი­მი­ლი­ა­ნი, უფე­რა­დე­სი ნა­ნუ­კი აღარ გა­ა­ლა­მა­ზებს და გა­ა­ხა­რებს ვე­ღარც ჩვენს გუნდს (ჩვენს ოჯახს), ვერც საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს და ოჯა­ხის წევ­რებს და ვერც თა­ვის სა­ბას... რომ­ლებ­საც ვე­რა­ნა­ი­რი სი­ტყვით ვერ უთა­ნაგ­რძნობ.

ერთი წა­მია ცხოვ­რე­ბა, გუ­შინ გო­გო­ე­ბი ვა­ქებ­დით - რა ლა­მა­ზი ხარო, რო­გორც ყო­ველ­თვის, სულ ანა­თებ­და, დღეს კი მის ამ­ბავს ვერ ვი­ჯე­რებთ, უკვე წარ­სულ­ში უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ... ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბი მი­წის­თვის ჩემო და­ხა­ტუ­ლო შო­კო­ლა­დო. შენ ჩვენ­თან უნდა ყო­ფი­ლი­ყა­ვი"


image


image


კითხვის გაგრძელება>>>



3
728
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
728
  
2018, 25 სექტემბერი, 23:11
სამწუხაროა, ვუსამძიმრებ ოჯახს...
2018, 25 სექტემბერი, 19:57
სამწუხაროა, ძალიან. და სამწუხაროდ მე დღეს დილით ამ მატარებელში ვიჯექი, :( ზუსტად 08:44 ზე მოხდა ყველაფერი, თუმცა მატარებელი თბილისიდან შინდისისკენ კიარა, შინდისიდან თბილისიკენ მიდიოდა,
0 1 3