x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
რატომ არის აშშ-ს სამხედრო ფორმაზე დროშა უკუღმა გამოსახული - დააკვირდით!
image

ამერიკის შეერთებული შტატების დროშა ალბათ მსოფლიოში ყველაზე ცნობადი დროშაა. ამჟამინდელ დროშას ოფიციალური სტატუსი მიენიჭა 1777 წელს. უკანასკნელი მოდიფიკაცია კი მოხდა 1960 წლის 4 ივლისს.

image

აშშ-ს ეროვნული დროშა შეიცავს 13 ჰორიზონტალურ ზოლს, რომელთაგანაც 7 არის წითელი, ხოლო 6 - თეთრი. ზედა კუთხეში, ლურჯი ფერის მართკუთხედში, მოთავსებულია 50 პატარა, თეთრი, ხუთქიმიანი ვარსკვლავი. ვარკსვლავები განლაგებულები არიან 9 ჰორიზონტალურ ზოლში. 5 ზოლში მოთავსებულია 6 ვარსვლავი, ხოლო დანარჩენ 4 ზოლში ხუთ-ხუთი. დროშაზე განთავსებული ვარსკვლავები წარმოადგენს აშშ-ის შტატებს, ხოლო 13 ხაზი - ცამეტ კოლონიას.

ბევრ ამერიკელს შეუმჩნევია, რომ ვარკვლავებიან-ზოლიანი დროშა, რომელიც სამხედრო ფორმაზეა გამოსახული, განსხვავდება ორიგინალისგან.



image


ამის შემჩნევა ძნელი არ არის, ამერიკელი ჯარისკაცების ფოტოებს თუ დავაკვირდებით.


image



50 ვარსკვლავი, რომლებიც ამერიკის 50 შტატის სიმბოლოა, დროშის მარჯვენა მხარესაა მოთავსებული.



image

სტანდარტულ დროშაზე კი ვარკვლავები მარცხნივ არის განლაგებული...


დროშა ამგვარად იხატება არა მხოლოდ სამხედრო ფორმაზე, არამედ ტექნიკაზეც. დააკვირდით, მაგალითად, თვითმფრინავის ამ ფოტოს.


image


აღნიშნული ფაქტი ამერიკის სამხედრო წესდების 670-1 მუხლის თანახმად, შემდეგნარად აიხსნება: მოცემული სიმბოლოს ტარება შეიძლება მუნდირის როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარზე. მაგრამ ვარსკვლავი და ზოლები აუცილებლად უნდა "იყურებოდეს" წინ.


image


image

"დროშის ამგვარი ტარების დროს, მაყურებელს შეექმნება შთაბეჭდილება, რომ სიმბოლოს მატარებელი გამუდმებით წინ მიიწევს", - ნათქვამია წესდებაში.


image


"ამასთან, ამგვარი განლაგება შენარჩუნებული უნდა იყოს ორივე მხარზე".

საზოგადოების დიდ ნაწილს გაუჩნდა ასევე შეკითხვა დროშის მკრთალ ფერთან დაკავშირებით.



image

ამის ახსნა საკმაოდ მარტივია: მკრთალი ფერი აუცილებელია კამუფლაჟის დამცავი შეფერილობიდან გამომდინარე.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. ამ ერთი სიტყვის არასწორი თარგმანი იაპონიის დაბომბვის მიზეზი გახდა - უცნობი ისტორია

image


2. როგორ ბარდებოდნენ ტყვედ II მსოფლიო ომის დროს - უნიკალური მასალებიimage


3. შოკისმომგვრელი ნაწყვეტები ომგამოვლილი ბავშვების დღიურებიდან - აი, რას წერდნენ ისინი...image


4. 5 ტიპის რუსული საბრძოლო იარაღი, რომლისაც ნატოს ეშინია - ამერიკელი სპეციალისტის რეიტინგიimage


5. საბჭოთა "ჯეიმს ბონდად" წოდებული აგენტი, რომელსაც სსრკ 20 წელი არ აღიარებდაimage


6. საბჭოთა კავშირის 6 საიდუმლო ქალაქი - ის, რასაც სკოლებში არ ასწავლიდნენimage


7. ლოგიკური ამოცანა, რომელსაც საბჭოთა მზვერავებს აძლევდნენ - სცადეთ თქვენც!image

1
521
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
521
  
2019, 28 იანვარი, 0:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1