x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რა სარგებელი მოაქვს ბილიარდის თამაშს?
''ბილიარდი მამაკაცისთვის ზედგამოჭრილი თამაშია. სწავლობ, როგორ მოეპყრა განსხვავებულ ბურთებს და მართო ერთი ჯოხით''

''ოპონენტები მეგობრებად უნდა იქცნენ და არა მტრებად. შეჯიბრის მიზანი გაკვეთილის მიღებაა''

''ბილიარდის თამაშისას მეგონა, ფსიქიატრი მკურნალობდა. ოცნება და ილუზია აღარ მინახავს..''

''მარცხი არ კლავს, რამდენადაც მარცხზე ფიქრი'' ''შესაძლებლობა უნდა შექმნა და არა ეძიო''


''გახსოვს, თამაშში ვინმეს დაეთმოს? ამას არავინ აკეთებს. დრო უფრო დამნდობია... მოგიწევს, გამხეცდე!'' ''მოგებული ფული გამომუშავებულზე ორჯერ ტკბილია''

''აკეთე ერთი რამ, ოღონდ კარგად!'' ''ჩემპიონი იყავი! წამოდექი, რომც არ შეგეძლოს''

''1-ლი სვლა შენზე იყოს, თამაშს დიდებული იწყებს''

''კიის თუ ოსტატურად ფლობ, ე. ი. ახალგაზრდობის დრო გაგიფანტავს''

''ცხოვრება ბილიარდს ჰგავს... ფიქრობ, რომ მოიგე, მერე კი, ჩნდება ვიღაც და ყველაფერს გირევს''

imageბილიარდი ავითარებს შემეცნებით და მათემატიკურ უნარებს! ხდები კრიტიკულად მოაზროვნე. სტრატეგიის შემუშავებით სწავლობ პრობლემის გადაჭრას. მოედანზე ბურთების არახელსაყრელი წყობისას სვლა ისე უნდა გათვალო, რომ ''ორი კურდღელი დაიჭირო'' (გაიტანო გოლი & მოწინააღმდეგეს ბარიერი შეუქმნა).

ბილიარდი პიროვნულ ზრდაში გეხმარება. ცხოვრების მთავარ დოგმატს წვდები - ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ და სხვის ტრიუმფს ღირსეულად უნდა შეხვდე! თამაშის ბოლოს იაზრებ დაშვებულ შეცდომას. მცდარი ნაბიჯის ანალიზი კი, ცხოვრების ყველა სფეროში გჭირდება.

ბილიარდი თავდაჯერებულს გხდის; აზარტი შფოთვისგან გათავისუფლებს (დაბნეული და აგრესიული ხალხის წამალია). ''მახვილი თვალი''და ''მიზანში ამოღება'' აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს. გონება ციებ-ცხელებაშია და დაბერებისთვის აღარ სცალია. დაუთმე თავისუფალი დრო ბილიარდს! ასაკში ზღვარი არ არსებობს.

ბილიარდი მარტო გონებრივი ასპარეზი როდია! ის ფიზიკურ სიმხნევეს გმატებს. კუნთებისთვის შეუცვლელი ვარჯიშია - გაწელვა გიწევს, კალორიებს წვავ და მოქნილი ხდები. სასიამოვნოა ჭიქა ღვინით თამაში... ხალხს ადვილად დაუმეგობრდები, ბევრ საერთოს ნახავ. ფანატებისთვის არაერთი კლუბია შექმნილი.

1) შენს მზერას გასროლა მოყვება. 2) ტალანტის ქონა კარგია, მაგრამ წარმატება პრაქტიკას მოაქვს. 3) არასდროს აჩვენო, რამდენად კარგი ხარ, სანამ საჭიროება არ მოითხოვს. 4) იმაზე მეტი ძალა არ გამოიყენო, რომ ვერ მართო. 5) ითამაშე გადარჩენისთვის, სანამ გამარჯვებისთვის თამაშს არ შეძლებ. 6) დამიზნების დროს კი არა, დგომისას იფიქრე. 7) ბილიარდი შენთვის ყველაფერი უნდა იყოს, მაგრამ ითამაშე განწყობით ''ეს არაფერს ნიშნავს''.image

0
112
1-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0