x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რომელი პროფესიები გაქრება უახლოეს 4 წელში და რომელი იქნება პოპულარული 2022 წლისთვის
future of jobs 2018-ის მონაცემების თანახმად, ავტომატიზაციის მზარდი პროცესი 75 მილიონ სამუშაო ადგილს გააქრობს, ხოლო ჩვენთვის ნაცნობი ბევრი პროფესია 2022 წლისთვის უკვე აღარ იარსებებს. თუმცა, ამავე ანგარიშის თანახმად, ეს პროცესი უმუშევრობის ტალღას ვერ გამოიწვევს, რადგან ტექნოლოგიური პროგრესი იმავდროულად 130 მილიონ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, რომელთა დასაკავებლადაც გარკვეული უნარების ფლობა იქნება საჭირო.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტების მონაცემების თანახმად, უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რომელი პროფესიები გაქრება უახლოეს მომავალში და რომელი იქნება მოთხოვნადი.

ეკონომიკის და სოციოლოგიის სპეციალისტები :ტილ ალექსანდერ ლეოპოლდი, ვესელინა რატჩევა და საად ზაჰიდი- შვეიცარიულ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობენ.თავისი კვლევებისთვის მონაცემებს 9 თის მანძილზე აგროვებდნენ ონლაინ-ანკეტების საშუალებით.

გამოკითხვაში მონაწილეობას როგორც მსხვილი, ისე წვრილი საწარმოს მენეჯერები და ხელმძღვანელები იღებდნენ. ისინი 12 ჯგუფად დაყვეს, რომელთა შორის იყო როგორც სამრეწველო ჯგუფები, ისე ფინანსური მომსახურება და ა.შ. მონაცემები მსოფლიოს 20 ქვეყნებიდან გროვდებოდა.

რომელი პროფესიები გაქრება 4 წელში
imageიმის თქმა, რომ უახლოეს მომავალში მანქანები სრულიად ჩაანაცვლებენ ადამიანურ შრომას, ტყუილი იქნება. ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდევ არაა იმ დონეზე განვითარებული, რომ მნიშვნელოვანი საკითხები დამოუკიდებლად, ადამიანის ჩარევის გარეშე გდაწყვიტოს. რობოტი-ჰუმანოიდები კი არ არიან ისე გაწაფულნი, რომ ისეთი სამუშაო შეასრულონ, რომელიც ხელით სრულდება და კირკიტს მოითხოვს.


მიუხედავად ამისა, ავტომატიზაცია თითქმის ყველა სფეროს მისწვდა, ცხადია, რომ ბევრი დარგის სპეციალისტების მოვალეობები ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შეიცვლება.

მანქანები შეცვლიან მდივნებს და ნაწილობრივ ბუღალტრებს. შემცირდება ფაბრიკის პერსონალის, მოლარეების და საწყობში მომუშავე ადამიანების რიცხვი.

მანქანები ჩაანაცვლებენ ადამიანებს ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და გადაცემის სფეროებში. კომპიუტერები შეასრულებენ ისეთ ქმედებებს, როგორიცაა პროექტების კოორდინაცია, კონსულტაცია და მართვა. შესაბამისად, ბევრი მენეჯერი უმუშევრად დარჩება.


რომელი პროფესიები იქნება მოთხოვნადი

image2022 წლისთვის უფრო მოთხოვნადი იქნება პროფესიები, რომლებიც მონაცემთა ანალიტიკას, პროგრამულ უზრუნველყოფას და კომპიუტერულ აპლიკაციებს უკავშირდება. გაიზრდება მოთხოვნა ელექრონული ვაჭრობისა და სოციალური მედიის სპეციალისტებზე.

კვლავ მოთხოვნადი იქნება პროფესიები, რომელშიც ადამიანის მონაწილეობა და ცოცხალი ურთიერთობები უმთავრესია. ასეთებია: კულტურის სფერო, მარკეტინგის და რეკლამის სფერო, ინოვაციებზე მუშაობა და დანერგვა, კლიენტთა მხარდაჭერის სამსახური.

და ბოლოს, ყველაზე მოთხოვნადი იქნებიან ის ადამიანები, რომლებმაც სხვებს უნდა შეასწავლონ ახალი ტექნოლოგიები და კიდევ უფრო განავითარონ ისინი. ესენი იქნებიან ხელოვნური ინტელექტის და მანქანათმშენებლობის სპეციალისტები, ავტომატიზაციის პროცესის ექსპერტები და ა.შ.


რა უნარები უნდა გქონდეთ, რომ როგორც სპეციალისტი მოთხოვნადი იყოთ

კვლავ მოთხოვნად იქნება კრეატიულად აზროვნება, კრიტიკულად აზროვნება, მოლაპარაკების უნარი, დეტალებისადმი ყურადღება, მოქნილობა და სტრესთან გამკლავება. კვლავ მნიშვნელოვანი იქნება ემოციური ინტელექტი და ლიდერობის უნარი.

მოთხოვნადი იქნება ისეთი უნარები, რომლებიც ტექნოლოგიებს უკავშირდება:ანალიტიკურად აზროვნება, სიახლეების სწრაფად ათვისება და ა.შ.


კვლევის სხვა შედეგები

imageჩატარებული კვლევა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა:

1. ისეთი ტექნოლოგიური მიღწევები, როგორიცაა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, ხელოვნური ინტელექტი, ღრუბლოვანი ტექნოლოგიები და დიდი მოცულობის მონაცემების ანალიტიკის დანერგვა, 2018-2022 წლებში დომინანტი გახდება.

2.2022 წლისთვის, გამოკითხვაში მონაწილე დამსაქმებელთა 59% ელის, რომ პროდუქციის წარმოების პროცესს შეცვლიან. ასევე, დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ შეიცვლება კომპანიის ადგილმდებარეობაც, იმის მიხედვით, თუ როგორი თანამშრომლები დასჭირდებათ: მაღალკვალიფიციური თუ პირიქით, იაფი სამუშაო პერსონალი.

3.გამოკითხული კომპანიების 50% თვლის, რომ 2022 წლისთვის შესაძლებელი იქნება იმ თანამშრომელთა რიცხის შემცირება, რომლებიც სრულ განაკვეთზე მუშაობენ.კომპანიების 40 % კი შტატების გაზრდას აპირებს.

4.კომპანიები თვლიან, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში კადრების გადამზადება დასჭირდებათ, თუმცა მათი ნაწილი აპირებს ახალი კვალიფიციური სპეციალისტები დაიქირაოს, ვიდრე ძველები გადაამზადოს და ხარჯი გასწიოს მათ სწავლებაზე.


0
387
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0