x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
როგორია ქალი სიყვარულში, ნუმეროლოგიის მიხედვით

დაბადების წლის, თვისა და რიცხვის შეკრებით გაიგებ ბედისწერის ციფრს. მაგ. თუ დაიბადე 1992 წლის 20 სექტემბერს: 20/09/1992=2+0+0+9+1+9+9+2=32=3+2=5image1 - ამ ქალს უყვარდება მაშინვე! დომინანტია, ამიტომ ზეწოლას ვერ აიტანს. გეტყვის:''გმადლობ, გადაწყვეტილებას თავად მივიღებ!'' თაიგული და შოკოლადი არ მიართვა. ამის ნაცვლად, სედანი დაიქირავე და საჭე დაუთმე :D კომპლიმენტი სამოსზე ან ვარცხნილობაზე არ უთხრა, თვალებში ჩახედე და თქვი:''ვაუ!'' მიხვდება, რას გულისხმობ.

2 - რთულად მისადგომი ქალი. მასთან მოზომილი სიტყვა უნდა იხმარო, მაგრამ ამად ღირს! რომანტიულია, სხვისი გაბედნიერება უყვარს. მანერებს დიდ ყურადღებას აქცევს. ჯენლტმენივით მოიქეცი, მანქანის კარი გაუღე ^^ გაუღიმე და ახალი კაბა მოუწონე. მენიუს შეკვეთისას, მისი საყვარელი დესერტის ცოდნა მოგეთხოვება.

3 - მასთან პაემანს გამჭრიახი, მხიარული და ექსტრავერტი ბიჭი დანიშნავს. ჯიბის გათხელება არ მოგიწევს, მთავარია გააცინო :) თავადაც გაგართობს, ხუმრობებზე რეაგირება უნდა შეგეძლოს. მაგიდაზე ღვინო რომ გადაესხას, დარცხვენის ნაცვლად, ენამოსწრებული ხუმრობა თქვი. უდარდელი ქალი არ არის, მომწიფებული გრძნობები აქვს.image4 - მტკიცე ქალია და მოკლევადიან კავშირებს ერიდება. ცხოვრების ყველა ასპექტში მაღალი მოთხოვნები აქვს. რამდენად კარგ რესტორანში დაჯაშვნე ვახშამი? - დეტალებზე იფიქრე. მისი დაპყრობა გამოწვევაა. მოკრძალებულად ჩაიცვი. დამრიგებლურ ტონს მოერიდე. უსმინე ყურადღებით, გულმავიწყი და პირფერი ხალხი არ მოსწონს.

5 - რთული და ძალზე მგრძნობიარე ქალია. აწმყოთი ცხოვრობს. თაყვანისმცემლები ვერ ივიწყებენ! ♡ ერთფეროვნება ღლის. კონკურენციას რომ გაუძლო, განსხვავებული, მხიარული, ტოლერანტი, თავაზიანი და მოაზროვნე უნდა იყო. საკუთარ თავზე ხუმრობით გულგრილს არ დატოვებ. ემოციური მხარე აჩვენე, მაგრამ თავი არ მოისაწყლო.

6 - ნაზი, გულწრფელი და სტუმართმოყვარე ''მტრედი''. ეს ქალი ბევრს აცდუნებს, საერთოს მარტივად ძებნის. საოცნებო დედაა! მასთან თავს უსაფრთხოდ, თბილად გრძნობენ. ადამიანების ამოცნობა გამოსდის. მასზე შთაბეჭდილებას უანგაროდ კეთილი და ერთგული კაცი ახდენს, ის, ვინც გულის კარნახით მოქმედებს და გრძნობებს არ მალავს. image7 - ხალხს აიძულებს, პატივი სცენ, თანაც შიშით. კომპლიმენტით ვერ გაასულელებ. ილუზიებს მოწყვეტილია. აფასებს ხელოვნებას. მზად იყავი, პოემა მიუძღვნა. მის გულს ინტელექტუალური გამოწვევით დაიპყრობ. ბევრი მამაკაცი აბეზრებს თავს. არ აინტერესებს ყვავილები. მუზეუმში წაიყვანე და ხელს ჩაგკიდებს. წვალებად ღირს ეს ქალი!

8 - მომთხოვნი ქალია, სამართლიანობის და ძალაუფლების გრძნობით. არ სურს, ადვილად მისაწვდომი იყოს. ხელი ნაზად გაუწოდე :* თაიგული ისე არ გაახარებს, რამდენადაც ძვირფასი სუნამო. დიდი რომანტიკოსი არ არის, მაგრამ ღია ცის ქვეშ სიამოვნებით დაჯდება საერთო შეხედულების ადამიანთან და მისტიკაზე ისაუბრებს.

9 - გულუხვი, დახვეწილი და თბილია. თავსატეხები უყვარს. ამინდის მსგავსად, რთულია მისი პროგნოზირება. მანქანაში რომ ჩაჯდება, კარს თავად გააღებს, სავარძელს ალმაცერად შეათვალიერებს და გკითხავს, სად მიგყავარ, ჯანსაღი კერძი თუ იქნებაო. შენიშვნით სიამაყეს შეგილახავს, მაგრამ მეფური ქალი ისეთი გამომწვევია...

0
129
1-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0