x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
სალომე ზურაბიშვილი დღეს მაღალმთიან აჭარაში, ამომრჩევლებს ხვდება. შეხვედრისას კანდიდატმა ხაზი გასუვა ქვეყნისთვის სოფლის განვითარების მნიშვნელობას

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დღეს მაღალმთიან აჭარაში, ხულოში, შუახევში და ქედაში ამომრჩევლებს ხვდება.

შეხვედრისას კანდიდატმა ხაზი გასუვა ქვეყნისთვის სოფლის განვითარების image
მნიშვნელობას.

"სოფელი, იმიტომ რომ თუ ქვეყნის გაძლიერება, სოფელზე არის დამოკიდებული და არა ქვეყნის დაცლაზე. მე მომიწია ამ ცხოვრების დიდი ნაწილის ემიგრაციაში გატარება. იქ ვნახე პირველი ემიგრაცია, ცხადია, მერე მეორე ემიგრაცია და ბოლოს ეს არის ახალი ემიგრაცია, რომელიც ძალიან უცებად დიდი ტალღით წამოვიდა ბოლო ოცი წელიწადი, რომელიც არის, ასევე, იძულებითი ტალღა სხვა ფორმით, ეკონომიკური ფორმით, რადგან აქ ვერ მონახა თავისი ადგილი, თავისი ოჯახის შენარჩუნების საშუალებები. ამას ვერ ვუშველით თუ არ დადგა ფეხზე სოფელი. სოფელი რომ ფეხზე დადგეს სჭირდება განვითარება და თვითმმართველობა, ანუ მეტი უფლებები სოფელს, რადგან თქვენ უფრო კარგად იცით რა პრობლემებია და როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემები, მაგრამ, ამასთან ერთად საჭიროა, რომ ხელისუფლებამდე იყოს მიტანილი, რომ აქაური გადაწყვეტილებები ხელშეწყობილი იქნას, იყოს დახმარებული და მიტანილი ბოლომდე, ბიუჯეტში თუ კანონში. სოფელი, რომელიც თავისი ტრადიციებით იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ნამდვილი ფუძე და საყრდენი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როცა ვსაუბრობთ მაღალმთლიან სოფლებზე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როცა ვსაუვრობთ საზღვარზე, რადგან ამითი არის გამაგრებული ეს პატარა ქვეყანა, როდესაც ყველა მხრიდან, მე ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ არ ვიცი სხვა ქვეყანა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

image

0
83
2-ს მოსწონს
ავტორი:გიო-ისაკა
გიო-ისაკა
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0