x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პატრიარქი საკვირაო ქადაგებაში კანაფის შესახებ კანონპროექტს კიდევ ერთხელ შეეხო

image

პატრიარქი საკვირაო ქადაგებაში კიდევ ერთხელ შეეხო კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს. "ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საშიშია ჩვენი ახალგაზრდობისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ვთხოვეთ ხელისუფლებას და პარლამენტს, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონი არ მიიღონ." - ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.


"ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავერთიანდეთ რწმენით, სიყვარულით, სასოებით, სიკეთით. სიკეთე უნდა ვაკეთოთ და დაგვიბრუნდება. ამ ბოლოს დროს მღელვარება იყო ჩვენს ერში იმ კანონის გამო, რომელიც ეხება მარიხუანას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ნარკოტიკი და მათ შორის მარიხუანა ადამიანის დამღუპველია.ჯერჯერობით შეჩერებულია ეს კანონი და იმედია, მომავალში არ მიიღებენ." - განაცხადა უწმინდესმა.



0
8
შეფასება არ არის
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0