x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ვინ იყვნენ ასასინები ნაწილი 1

image

«მულიდი» არაბული სიტყვაა და ნიშნავს ერეტიკოსს, ანუ მწვალებელს.ასე მოიხსენიებენ მათ აღმოსავლური წყაროები. ევროპულ ლიტერატურაში ისინი ცნობილი არიან ასასინების სახელით და ასოცირდებიან ჰაშიშის მწეველებთან.თუმცა ეს რა თქმა უნდა სადაო თემაა.სიტყვა ასასინი ტერორისტული აქტის ჩადენას აღნიშნავს.

image


ასასინთა ორდენი დააარსდა ისმაილიტთა მიერ მეთერთმეტე საუკუნეში ირანში. ისმაილიზმი გახდა ასასინთა ორდენის იდეოლოგია. ორდენს სათავეში ჩაუდგნენ ირანელი ფეოდალები, რომლებმაც ირანში თურქ-სელჩუკთა გაბატონების შედეგად დაკარგეს თავიანთი მიწები.ასასინთა ამბოხებაში მონაწილეობდნენ ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის დაბალი ფენებიც: ხელოსნები, გლეხები.

ასასინთა ორდენის ფუძემდებელი იყო ჰასან იბნ საბაჰი.იგი სიჭაბუკეშივე ეზიარა ისმაილიტურ რჯულს.შემდგომში გაემგზავრა ეგვიპტის ფატიმიანთა სახალიფოში, რომელიც წარმოადგენდა ისმაილიტური პროპაგანდის ცენტრს. ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ ჰასან იბნ საბაჰმა ირანის მრავალი ოლქი შემოიარა, ეწეოდა პროპაგანდას და იკრებდა მომხრეებს.ძალების მოკრების შემდეგ გადაწყვიტა შესაფერის ადგილის მოძებნა მმართველობის ცენტრის დასაარსებლად.ადგილი უნდა ყოფილიყო მტრისთვის მიუვალი და ძნელად ასაღები.
საბოლოოდ არჩევანი შეაჩერეს ალამუთზე. ალამუთის ციხე მდებარეობდა მაღალ კლდეზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 3000 მეტრზე.ალამუთი არაბულად ნიშნავს არწივის ბუდეს.ასასინებმა ციხისთავი ოქროთი მოისყიდეს და ციხეს დაეპატრონნენ.სწორედ აქედან იწყება ასასინთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა, რომელსაც შემდეგ სტატიაში გავაგრძელებთ.

2
166
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
166
  
2018, 23 სექტემბერი, 17:17
გაიხარე
2018, 23 სექტემბერი, 17:14
ძალიან საინტერესოა, კარგი დაბრუნებაა
0 1 2