სხვა 20 ისტორიული ფაქტი,რომელიც ბევრს შესაძლოა სიცრუედ მოეჩვენოს 2018, 21 სექტემბერი, 16:21 ალბათ, ბევრ ჩვენგანს სმენია ისეთი ამბავი, რომელსაც სხვას ვერაფერს ვუწოდებთ თუ არა სიცრუეს და გამონაგონს. როგორც ჩანს, ჩვენი ისტორიაც სავსეა ასეთი ამბებით. ეს 20 ფაქტი ნამდვილად მოხდა და დადასტურებულია, თუმცა თანამედროვე ადამიანს მათი დაჯერება არათუ გაუჭირდება, მარაზმადაც კი ჩათვლის ბევრ მათგანს.
1. მე-19 საუკუნეში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ძალზედ პოპულარული იყო მისის უინსლოუს დამაწყნარებელი სიროფი ბავშვებისთვის. იგი შეუცვლელი საშუალება გახლდათ ახალგაზრდა დედებისა და ძიძებისთვის. სიროფის შემადგენლობაში კი მორფინი და ნიშადურის სპირტი შედიოდა. რომელი ბავშვი არ დაწყნარდებოდა, როცა მას ამ სასმლით გაუმასპინძლდებოდნენ! 2.მე-20 საუკუნის 50-იან წლებში სიგარეტის მწარმოებლები თავის პროდუქციას რეკლამას უწევდნენ, როგორც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საშუალებას. 3. შუასაუკუნეებში დაახლოებით 600 000 ადამიანი იქნა დასჯილი, როგორც ჯადოქრობაში ბრალდებულნი. ასეთი ბრალის უარყოფა იმ პერიოდში ნამდვილად შეუძლებელი გახლდათ. 4.ისევ შუასაუკუნეებში, მიღებული იყო ბრალდებულის გამოცდა წყლით ან ცეცხლით. ბრალდებულს ხელი მდუღარე წყალში უნდა ჩაეყო. თუ ხელი არ დაეწვებოდა, ეს ნიშნავდა, რომ ბრალდებული უფალმა შეიწყალა და მას ათავისუფლებდნენ. ( ნეტავ, რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს ამ გამოცდის შემდეგ?) 5.ცნობილ იმპერატორ კალიგულას ისე უყვარდა თავისი ცხენი ინციტატი, რომ ჯერ რომის მმართველად, შემდეგ კი სენატორად დანიშნა. 6.მექსიკელმა გენერალმა ლოპეს დე სანტა-ანნამ, რომელიც სხვათაშორის 11-ჯერ გახდა მექსიკის პრეზიდენტი, დიდი პატივით დაკრძალა თავისი ფეხი, რომელიც ჭრილობის შედეგად მოჰკვეთეს. 7.აშშ-ში 1917 წელს დააპატიმრეს მარგარეტ სენგერი, მსოფლიოში პირველი შობადობის მარეგულირებელი კლინიკის გახსნის გამო. 8.მე-16 საუკუნეში კანადაში ქალები ჩასახვისსაწინააღმდეგო ხსნარს სვამდნენ, რომლის ერთერთი ინგრედიენტი თახვის ტესტიკულა იყო. 9. აშშ-ს კოლონიური პერიოდის დროს ქალებს არავითარ გამაყუჩებლებს არ აძლევდნენ მშობიარობის დროს. ითვლებოდა, რომ ტკივილი სასჯელი იყო პირველი ქალის, ევას შეცოდებისთვის. 10.რომის პაპ გრიგოლ მე-9 სჯეროდა, რომ კატები ეშმაკისეულნი იყვნენ და მათ ხოცავდნენ. შედეგად, ვირთხების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა, რომელმაც ჯამში 100 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა ევროპის მასშტაბით. 11. მე-13 საუკუნეში 30 000 ბავშვი იღებდა ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობას, რადგან ხალხს სჯეროდა, რომ უიარაღო ბავშვებს ღმერთი დაიცავდა. ამ ბავშვებიდან უმრავლესობა გზაში დაიხოცა, დანარჩენები კი ტყვეობაში დაიღუპნენ. 12. ძველ ეგვიპტეში ფარაონის მსახურებს ტანზე თაფლს უსვამდნენ, რომ ბუზები მათ დახვეოდნენ და ფარაონი არ შეეწუხებინათ. 13. Nintendo 1889 წელს დაარსდა და სათამაშო ბარათებს უშვებდა, რომელიც ხელით იყო მოხატული. 14. მე-19 საუკუნეში კბილის პროთეზებს გარდაცვლილი ჯარისკაცების კბილებისგან ამზადებდნენ. 15. როცა ფილმი “ვარსკვლავური ომები " პირველად გამოვიდა ეკრანებზე, საფრანგეთში ხალხს ჯერ კიდევ გილიოტინაზე სჯიდნენ. სულ ბოლოს გილიოტინაზე 1977 წელს მოჰკვეთეს ადამიანს თავი. 16. ბრიტანეთის პირველყოფილი მაცხოვრებლები თავის ქალებს ფინჯნების დანიშნულებით იყენებდნენ. 17. მე-19 საუკუნეში ხალხში იმდენად გავრცელდა ცოცხლად დამარხვის შიში, რომ ზოგიერთმა კომპანიამ სპეციალური კუბოებიც კი გამოუშვა-მასში თოკი იყო ჩატანებული, რომელიც მიწის ზედაპირის ზემოთ დამაგრებულ ზანზალაკს უერთდებოდა. 18. 1909-1970 წლებში ავსტრალიის ხელისუფლება აბორიგენებს შვილებს ართმევდა და თავშესაფრებში გადაყავდათ, სადაც მათ თავისი წარმოშობის დავიწყებას აიძულებდნენ. 19. საუდის არაბეთის ველური ფლორა და ფაუნა უნიკალურია, თუმცა ცხოველები აქ სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოჰყავთ. მაგალითად, აქლემებს საუდის არაბეთი ავსტრალიიდანაც იღებს. 20. კოლუმბიელი პედრო ლოპესი გინესის წიგნშია შესული, როგორც ყველაზე სასტიკი მანიაკი. ის 110 ადამიანის მკვლელობაში სცნეს დამნაშავედ 1983 წელს. მას ანდების მონსტრსაც უწოდებდნენ. 1998 წელს კარგი ქცევისა და პოლიციასთან თანამშრომლობის გამო გაათავისუფლეს. ამჟამად მისი ადგილსამყოფელი უცნობია. 195 შეფასება არ არის
|