x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133851
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
პირველად კოსმოსში არა ძაღლები, არამედ ხილის ბუზი გაუშვეს(კოსმოსის დალაშქვრის საინტერესო ისტორია)

პირველად კოსმოსში ხილი ბუზები გაუშვეს


image

მიუხედავად უამრავი ფაქტისა, ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ კოსმოსში პირველად ყველასთვის კარგად ნაცნობი ძაღლები გაუშვეს. თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ბელკა და სტრელკა პირველები გახდნენ არა კოსმოსში რიგითობის პრინციპით გაშვებით, არამედ კოსმოსიდან უვნებლად დაბრუნებით.



პირველი არსება, რომელიც კოსმოსში გაგზავნეს, ხილის ბუზი იყო. ეს პატარა არსებები სიმინდის მარცვლებთან ერთად მოგზაურობდნენ. ხილის ბუზებს ასევე რადიაციულ ადგილებზე დაკვირვებისთვის იყენებდნენ.



image



ბუზების შემდეგ კოსმოსი ხავსმა ''იხილა''.


image

ამის შემდეგ, მაიმუნების მოგზაურობა იწყება.


პირველი მაიმუნი, რომელსაც ალბერტ I უწოდეს, კოსმოსისკენ 1948 წლის 11 ივნისს გაგზავნეს, ''თეთრი ქვიშიდან'', ახალი მექსიკიდან. მაგრამ უჰაერობით დაიღუპა, მანამ, სანამ 100 კილომეტრიან ბარიერს მიაღწევდა.


შემდეგ იყო ალბერტ II


image


პირველი მაიმუნი, რომლის ვიზიტი კოსმოსში წარმატებული გამოდგა, ალბერტ II იყო. მამრი მაიმუნი, რომელმაც 134 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია 1949 წლის 14 ივნისს. თუმცა, მეორე მაიმუნიც დაიღუპა, როცა მიწაზე დაშვების კაფსულის პარაშუტმა უმტყუნა.



ამის შემდეგ იყვნენ: ალბერტ III, ალბერტ IV და ალბერტ V, ისინი გაშეშებული და სენსორებით აღჭურვილნი იყვნენ. თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებელი გამოდგა და ამ მაიმუნების ექსპერიმენტის შედეგიც ფატალურად დასრულდა. მიუხედავად ამისა, მეცნიერებს დიდად დაეხმარნენ. მეცნიერული დასკვნების გამოტანა და რადიაციასთან გამკლავება უკვე მათთვის მარტივი გახდა.

image


1951 წლის სექტემბერში მაიმუნმა ალბერტ VI-მ და თერთმეტმა თაგვმა კოსმოსში იმოგზაურეს და შინ უვნებლები დაბრუნდნენ. მაგრამ მე-6 მაიმუნიც დაბრუნებიდან 2 საათში გარდაიცვალა.


image


პირველი მაიმუნები, რომლებიც კოსმოსური მოგზაურობის დროს გადარჩნენ, ეიბლი და მის ბეიკერი იყვნენ. მათ 1959 წლის 28 მაისს 580 კმ სიმაღლე დაძლიეს ''იუპიტერის'' კოსმოსური ხომალდით და, შემდეგ კაფსულა წარმატებით ფლორიდაში დაეშვა. ეიბლი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, ხოლო ბეიქერმა კიდევ 25 წელიწადი იცოცხლა.


image


სანამ იური გაგარინი და ამერიკელი ალან შეპარდი ნასას მისიას შეასრულებდნენ, მანამდე კოსმოსი შიმპანზემ იხილა. შიმპანზეს, სახელად Ham-ს, წინა ფრენებისგან განსხვავებული მისია ჰქონდა, რაც ფრენის დროს აქტიური გადაადგილებისა და სხვადასხვაგვარი ფლიპების გამოცდას ეხებოდა.

16 წუთის შემდეგ, 1961 წლის 31 იანვარს, Ham-ი წარმატებით დაეშვა მისი კაფსულით ატლანტიკის ოკეანეში.


HAM


საბჭოთა კავშირი უპირატესობას ძაღლებს ანიჭებდა. პირველი ცხოველი იყო ლაიკა, რომელიც „სპუტნიკ 2-ზე“ მაღალი სიცხის გამო დაიღუპა.


ლაიკა

რუსებმა, სანამ იური გაგარინი გაფრინდებოდა, გაუშვეს მინიმუმ ათეული ძაღლი, რომელთაგან 6 უვნებელი დაბრუნდა.


1968 წელს საბჭოთა კავშირმა მსოფლიოში უსწრაფესი კუ კოსმოსის სიღრმეში გაუშვა და როგორც ცნობილია, ამ კუმ პირველმა შემოუფრინა მთვარეს.



კოსმოსში სხვადასხვა ქვეყნის მიერ ასევე გაშვებული იქნა: კატები, ზღვის გოჭები, ვირთაგვები, კრაზანები, ობობები, ხოჭოები, მაიმუნები და იაპონიის მიერ - ტრიტონები.


image


ახლა მაიმუნების ისტორიას გავყვეთ...


image


პირველი ამერიკელი კოსმონავტის გაფრენის შემდეგ კოსმოსში კვლავ გაუშვეს მაიმუნი, სახელად ენო. მან მისია შეასრულა და წარმატებით დაეშვა დედამიწაზე. რამდენიმე წლის შემდეგ ''ნასამ'' მაიმუნების კოსმოსში გაგზავნა გააგრძელა. 1961 წელს გაუშვეს გოლიათი, რომელიც დაშვებისას დაიღუპა. 1969 წელს - მაიმუნი ბონი, რომელიც ასევე დაშვებისას დაიღუპა. 1985-ში, კი ორი საირილი(ციყვისებრი მაიმუნი) გაამგზავრეს.



image


გარდა ამ ნასას მისიებისა, კიდევ 3 ქვეყანა აგზავნიდა კოსმოსში მაიმუნებს. საბჭოთა კავშირმა 1983 წლიდან ათეულობით მაიმუნი გაამგზავრა. პირველი მაიმუნების მისია 1983 წელს შედგა, რომლის მონაწილენიც აბრელი და ბიომი იყვნენ. ამის შემდეგ, მაიმუნების სახელების პირველი ასოები რუსული ანბანის ასოების რიგითობას მიჰყვებოდა.



ბოლო საბჭოთა მაიმუნი კი 1996 წლის 24 დეკემბერს გაუშვეს და 1997 წლის 7 იანვარს ხომალდი 2 მაიმუნთან, ლაპიკთან და მულტიკთან ერთად დაბრუნდა. თუმცა, მულტიკი მალევე გარდაიცვალა.



საბჭოთა კავშირის გარდა, მაიმუნებს აგზავნიდა არგენტინა და საფრანგეთი ახლო საზღვრების სივრცეში. 1967 წლის მარტში საფრანგეთმა გაუშვა 2 კოსმოსური რაკეტა 150 მილ სიმაღლეზე ორ მაიმუნთან, მარტინთან და პიერეტესთან ერთად.


image


არგენტინამ რაკეტები 60 კილომეტრ სიმაღლემდე გაგზავნა, თუმცა მომდევნო რაკეტებმა, მაიმუნებთან ერთად, გაუმართავი პარაშუტის გამო კატასტროფა განიცადა.


image


ლაპიკისა და მულტიკის შემდეგ, 1997 წლიდან მაიმუნები არც ერთი ქვეყნის კოსმური კვლევის ორგანიზაციას აღარ გამოუყენებია.




imageimageimageimageimageimage

პროდუქტები, რომლებიც კიბოს განვითარების რისკს ამცირებს

image

საქართველოს მასწავლებელთა სამარცხვინო ხელფასი აფრიკის ქვეყნებში გაცემულ ხელფასზეც ნაკლებია!

image

ტოჩინოშინმა სუმოს იერარქიის უმაღლესი წარმომადგენელი დაამარცხა!

image

საჯარო სკოლებში მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები შეიცვალა

image

მასშტაბური ონლაინ ოლიმპიადა 23 სექტემბერს

0
137
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0