x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უკრაინაში "Т-72А" -ს მოდერნიზებული ვერსიის "Т-72АМТ"-ს გამოცდა მოეწყო პოლიგონზე

image უკრაინაში პოლიგონებზე სხვადასხვა რელიეფზე და პირობებში გამოიცადა უკრაინული მოდერნიზებული ტანკი "Т-72АМТ"-იუწყება გამომცემლობა «Корреспондент»-ი უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კონცერნის პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
აღსანიშნავია, რომ "Т-72АМТ" წარმოადგენს "Т-72А"-ს მოდერნიზებულ ვერსიას. ტანკის ერთერთი ძლიერი მხარეა მის მიერ "კომბატის" მაღალი სიზუსტის რაკეტის გამოყენება, რომელ რაკეტასაც შეუძლია 5 კილომეტრის რადიუსში გაანადგუროს ან დააზიანოს მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკა.
"ასე, რომ მოდერრნიზებული ტანკის საცეცხლე რადიუსი გაიზარდა ორჯერ "Т-72А"-ს თან შედარებით"-განაცხადეს კონცერნში.
რაკეტა "კომბატს" შეუძლია გაარღვიოს 750 მილიმეტრიანი ჯავშანი, ტანდემური საბრძოლო ნაწილის გამო ის ახდენს დინამიური დაცვის ელემენტების იგნორირებას და დინამიური დაცვის ეფექტური დაცვის გაუვნებელყოფით მას შესწევს ძალა გაარღვიოს ტანკის ჯავშანი.
გარდა ამისა მოდერნიზებულ ტანკზე დამონტაჟდა ახალი თაობის დინამიური დაცვის ელემენტები და ასევე ტანკს დაუყენდა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების და ყუმბარის კუმულაციური ჭავლის საწინააღმდეგო ცხაურები.
აღნიშნული კომბინაცია სეპარატისტულ რეგიონებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში გამოიცადა და აღნიშნულმა კომბინაციამ აჩვენა ტანკის დაცვის მაღალი ეფექტურობა.
გარდა ამისა მოდერნიზებულ ტანკში დაამონტაჟეს ორი ციფრული რადიოსადგურის კომპლექტი, დახურული კავშირის უზრუნველყოფით, რაც ტანკის ეკიპაჟს მისცემს საშუალებას მუდმივ კავშირზე იყოს სხვა დანაყოფებთან და საჭიროების მიხედვით მოახდინოს დისლოკაციის შეცვლა.
აღნიშნულ ტანკზე გამოყენებულია თანამგზავრული ნავიგაციის საშუალებები.
კიევის ტანკსაშენ ქარხანაში მოდერნიზება გაუკეთდა ტანკის სავალ ნაწილებს.
ტანკს შეუცვალეს მუხლუხოები და ამერიკული აბრამსის მსგავსად მუხლუხოებს დაუმონტაჟდა კაუჩუკ-რეზინის დეტალები, რამაც ტანკის მსუბუქ სვლას შეუწყო ხელი.
"Т-72АМТ"-ში გამოსწორებულია ყველა ის ნაკლოვანებები და ხარვეზები, რომლებიც აღმოაჩნდა საბრძოლო მოქმედებებში "Т-72А"-ს.

0
93
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0