სხვა
"მეცნიერებმა ღამურებში ადამიანისთვის სასიკვდილო ვირუსი აღმოაჩინეს - როგორ მოვიქცეთ?"
2018, 21 სექტემბერი, 13:03
"მეცნიერებმა ღამურებში ადამიანისთვის სასიკვდილო ვირუსი აღმოაჩინეს"
ამერიკელმა მეცნიერებმა ღამურებში ებოლას ახალი სასიკვდილო ვირუსი აღმოაჩინეს. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვირუსი აღმოჩენილია "გადამტანში" და არა ადამიანში. მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ღამურების მოკვლა არ შეიძლება, მათი "გვამი" უამრავ ვირუსს ავრცელებს. "ყველაზე საშიში ის არის, რომ წყალი და საკვები, ღამურების შეხების შემდეგ, ხდება ინფიცირებული, ამიტომ ადამიანები ძალიან ყურადღებით და ფრთხილად უნდა იყვნენ" - აცხადებს მკვლევარების ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. ამჟამად მეცნიერებმა აღმოაჩინეს ებოლას ხუთი სახეობა, აქედან ოთხს შეუძლია ადამიანის ინფიცირება. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ღამურების ორ სახეობას "Chaerephon pumilus" და "Mops condylurus" აღმოაჩნდათ ახალი სახიფათო ვირუსი. ყველაზე სახიფათო კი ის არის, რომ ზუსტად ეს ორი სახეობა "ბინადრობს" ადამიანის სახლებში.
იხილეთ ასევე: