x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134394
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
ქარის გენერატორის შეკეთებისას გაჩენილმა ცეცხლმა უამრავი თვითმხილველის თვალწინ, ორი ახალგაზრდა შეიწირა/

image როგორც წესი ევროპულ ქვეყნებში ქარის გენერატორებს დასახლებული პუნქტიდან მოშორებით ამონტაჟებენ, რადგან ქარის გენერატორების კასკადის მოქმედების ზონაში წარმოიქმნება მძლავრი ელექტრომაგნიტური ველი, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.
ნიდერლანდებში, გერმანიაში, დანიაში, ავსტრიასა თუ ისლანდიაში ხშირად ნახავთ ქარის გენერატორების კასკადს, რომლებიც მოსახლეობისაგან საკმაოდ მოშორებითაა დადგმული.
ისლანდიაში კი სულაც ზღვაშია უჟანგავი ფოლადის ბოძებზე დამონტაჟებული ქარის გენერატორები.
ნიდერლანდებში, ქარის გენერატორების ერთერთ კასკადზე მოხდა ტრაგედია, თან უამრავი ადამიანის თვალწინ. ელექტრიკოსების ბრიგადა, რომელიც გაჩერებულ, ქარის ერთ–ერთ გენერატორზე პროფილაქტიკის მიზნით გეგმურ სამუშაოებს ასრულებდა, მოულოდნელად გაჩენილი ხანძრის ტყვეობაში აღმოჩნდა. ბრიგადის ორმა წევრმა მოახერხა კიბით დაბლა ჩასვლა, ორმა ელექტრიკოსმა კი, რომლებიც მოშორებით მუშაობდნენ, ვერ მოახერხა ძლიერი ხანძრის გამო კიბისკენ გადაადგილება, რადგან ცეცხლმა სწორედ იმ მხარეს "იფეთქა", სადაც ქარის გენერატორიდან იყო დაბლა ჩასასვლელი კიბე.
ელექტრიკოსებმა გაძლიერებული ცეცხლის გამო გენერატორის ტურბინაზე გადაინაცვლეს. სურათზეც კარგად ჩანს ორი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს ეხვევა, სულ ცოტაც და ორივე ახალგაზრდა ელექტრიკოსი დაიღუპება.
გადარჩენილი ბრიგადის ორმა წევრმა სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახა კოლეგების დასახმარებლად. ქარის გამო ხანძარი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა, 19 და 21 წლის ახალგაზრდები, რომლებიც ბავშვობის მეგობრები იყვნენ, სწორედ იმ დროს გადაიღო კოლეგამ, როცა ბიჭები ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ და ამ დროს ერთმანეთს მოეხვივნენ.
მეგობართან გამომშვიდობების მერე 21 წლის ინჟინერი ქარის გენერატორის ტურბინიდან გადმოხტა, 67 მეტრის სიმაღლის ანძიდან გადმოხტომამ ბიჭს გადარჩენის არანაირი შანსი არ დაუტოვა.
19 წლის ბიჭმა გადმოხტომა ვერ გაბედა და გენერატორის ხრახნს ჩაჭიდებული, გენერატორთან ერთად დაიფერფლა.
სამაშველო ვერტმფრენი მხოლოდ ბიჭების დაღუპვის მერე მოფრინდა შემთხვევის ადგილზე.

0
756
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
756
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0