x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ყველა წარმატებული კაცის უკან ქალი დგას!
imageსოციალურ ქსელში გავრცელდა სახალისო ანეკდოტი, "საიდან იღებს სათავეს გამოთქმა - "ყველა წარმატებული კაცის უკან ქალი დგას!", რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ტაილანდში, კორპორაციულ წვეულებაზე ხელმძღვანელმა შეთავაზება გააკეთა: თუ ვინმე ჩახტება ნიანგებიან ტბორში და იქიდან ცოცხალი ამოვა, $5 მლნ-ს გადავუხდი, ვინც დაიღუპება - $2 მლნ-ს - მის ოჯახს.

დიდხანს ვერავინ ბედავდა გადახტომას.

უცბად ერთი კაცი გადახტა და... დაიწყო: ყველა ნიანგი ერთად გამოეკიდა, კაცი ათეულობით ნიანგს გაურბოდა, წამოწეულებს ურტყამდა, კბენდა, ამტვრევდა, ზოგს საკუთარ სხეულს პირიდან აცლიდა და ... 30 წუთის შემდეგ როგორც იქნა დაუსხლტა, ამოძვრა და დაიღრიალა: რომელმა გარეწარმა მკრა ხელი?
საბოლოოდ ეს მისი მეუღლე აღმოჩნდა.



აქედან იღებს სათავეს გამოთქმა: ყველა წარმატებული კაცის უკან ქალი დგას!"

imageრაც შეეხება თუ გაინტერესებთ, საიდან მოდის გამოთქმა:ყველა წარმატებული კაცის უკან ქალი დგას! ეს გახლავთ ინგლისური ანდაზა, თუმცა თითქმის ანალოგიური გამოთქმა ჩინელებსაც აქვთ.

imageფოტოზე:სამხრეთ აფრიკელი ჟურნალისტის და მწერლის ზუკისმა უონერის წიგნი:"ყოველი წარმატებული კაცის უკან.."(2008)


0
151
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0