x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134416
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
„ყველა ლაიქი კონტროლდება სკოლის ადმინისტრაციის მიერ .. ფრთხილად ხელი არ წაგიცდეთ"

imageეს მაქსიმეა. მაქსიმე მე-5 კლასელია . ის პიროვნებაა, ღირსების გრძნობა და თავმოყვარეობა გააჩნია .. სკოლიდან მოსულმა, ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა და დღეს ძალიან გავმწარდიო მითხრა !! მე ამ ბიჭის დედა ვარ.. დედა, რომელიც ყოვეელთვის შვილების ინტერესებს დავიცავ, სანამ ამას თვითონ ვერ შეძლებენ. მე ორი სკოლის მოსწავლის დედა ვარ, რომელსაც პრეტენზიულ და ინტრიგან მშობლად მომიხსენიებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ბულინგის გამო ერთხელ უკვე ხმა ავიმაღლე .. აღარ მეგონა თუ იგივე გზის გავლა მომიწევდა, მაგრამ თუ საჭირო გახდა, გავივლი !!! მასწავლებელი, რომელიც ვერბალურ ბულინგს გააზრებულად ახორციელებს პირველივე დღეს ახალ მოსწავლესთან, არის დამნაშავე !! მასწავლებელი, რომელიც თმის ვარცხნილობის გამო გენდერს ეჭვქვეშ აყენებს და ჯგუფს მიმართავს გასარკვევად, ბიჭია თუ გოგო, არის დამნაშავე !! არ ვიცნობ ამ მასწავლებელს პირადად, მაგრამ უკვე ვიცი, რომ მან შეძლო ჩემს შვილში ზიზღის გრძნობის გაღვიძება!! იმ თაობის მასწავლებლებს (მიშა რომ ჩასარეცხ თუ ჩარეცხილების თაობას ეძახდა) აზროვნებას კვირაში ასი ტრეინინგიც ვერ შეუცვლის ! ესენი შიშით მაინც თუ დააჭერენ ენას კბილს, დანეკროზებული აზროვნება რომ არ გადმოაფრქვიონ !!! ჰოდა სხვას თუ ვერაფერს, იმას მაინც მივაღწევ, რომ ეშინოდეთ ჩემი!!!! ( ყველა ლაიქი კონტროლდება სკოლის ადმინისტრაციის მიერ .. ფრთხილად, ხელი არ წაგიცდეთ )))))image


2
82
7-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
82
  
2018, 19 სექტემბერი, 17:10
ერთ ჯგუფში დავწერე, ეს ბიჭი მოსწავლეს არ ჰგავს და ასე არ უნდა დადიოდნენ სკოლაში ბავშვები–თქო და ლამის ჯვარს მაცვეს..ჩამორჩენილი და გაუნათლებელი მეძახეს. არ მომწონს და ამ აზრს ვერავინ შემიცვლის. სხვა რომ არაფერი, კითხვაში შეუშლის ხელს, თან ისედაც ახლომხედველია, ეტყობა.
2018, 19 სექტემბერი, 13:05
რა ვიცი, რა ვიცი-ჩემი აზრით მოსწავლეს თმა ოფოფივით ალბათ არ უნდა ჰქონდეს და არც წელამდე უნდა ჰქონდეს ბიჭს თმა გაზრდილი, თუმცა ეს ჩემი აზრია და თავს არავის ვახვევ...
0 1 2