x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134377
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
შეცდომა, რომელიც უგემრიელეს ნამცხვრად იქცა - ტარტი ტატენი
image

იყო და არა იყო რა...


XIX საუკუნის ბოლოს, საფრანგეთში, სოლონის რეგიონში ცხოვრობდა ორი და, კაროლინა და სტეფანი ტატენები. ჰქონდათ პატარა, მაგრამ იმ მხარეში საკმაოდ პოპულარული სასტუმრო-რესტორანი, რომელიც მატარებლის სადგურთან ახლოს მდებარეობდა. უფროსი, კაროლინა კლიენტებს ემსახურებოდა, ხოლო უმცროსი, სტეფანი, რომელიც ჩინებული კუკლინარი იყო, სამზარეულოში ტრიალებდა. კლიენტებს განსაკუთრებით მოსწონდათ ტატენების რესტორანში გაკეთებული კარამელიზებული ვაშლის ნამცხვარი.


image

ერთხელაც, დაბნეულმა სტეფანიმ ნამცხვრის ფორმაში კარამელიზირებული ვაშლის ნაჭრები ისე ჩაალაგა, რომ ცომის ჩაფენა დაავიწყდა. და აი, სწორედ აქ დაიბადა იდეა! გამოცდილმა მზარეულმა ვაშლებს ცომი თავზე გადააფარა და გამოსაცხობად ასე შედო.



ნამცხვარი ისეთი უცხო და გემრიელი გამოვიდა, რომ თვალსა და ხელს შუა გაქრა... ასე გაჩნდა, დღეს უკვე საფრანგეთის ნაციონალურ სიმბოლოდ ქცეული ტარტი ტატენი (Tarte Tatin ), რომელსაც, როგორც მიხვდით, სახელი დაბნეული სტეფანისა და მისი დის საპატივცემულოდ ეწოდა.

ახლა კი შემოგთავაზებთ ამ "შეცდომის" რეცეპტს.

რაოდენობა გათვლილია 26 სმ. დიამეტრის მრგვალ ყალიბზე.


image


პირველ რიგში, მოზილეთ ჩვეულებრივი ფხვიერი ცომი:

150 გ. კუბიკებად დაჭრილი კარაქი (ან მარგარინი), ოთახის ტემპერატურის,
100 გ. შაქარი,
1 კვერცხის გული,
2 ს.კ. წყალი
ვანილი
ფქვილი დაახლოებით 250 - 300 გ. (შეიძლება მეტიც დაგჭირდეთ).

ყველაფერს აურევთ. როგორც კი ერთგვაროვან ცომს მიიღებთ, ჩადებთ ცელოფანში და გააჩერებთ მაცივარში 30 წუთით.


შეუდექით ვაშლის მომზადებას.

1 კგ ტკბილი ჯიშის ვაშლი (განსაკუთრებით კარგია გოლდენი),
150 გ. კარაქი,
7 ს. კ. შაქარი,
0.5 ჩ. კ. დარიჩინი.

გათალეთ და დაჭერით ვაშლი.

ყალიბში (რომელსაც შემდეგ გაზქურაში შედებთ) გაალღვეთ კარაქი 5 ს.კ. შაქართან და დარიჩინთან ერთად. ურიეთ დაახლოებით 5 წუთი, სანამ კარამელის ფერს არ მიიღებს.


image


ჩაალაგეთ წრიულად ვაშლის ნაჭრები, დააყარეთ დარჩენილი შაქარი და ისევ დადგით დაბალ ცეცხლზე 15 წუთით.


image


შემდეგ გადმოდგით და ცოტა გააგრილეთ. ზედმეტი კარამელი გადაწურეთ ცალკე თეფშზე და ზემოდან მომსასხმელად შეინახეთ.

ცომი გამოიღეთ მაცივრიდან, გააბრტყელეთ ყალიბის ზომაზე და დააფარეთ ვაშლებზე. გვერდები ყალიბში ჩაუკეცეთ. გაუკეთეთ ჩანგლით ნაჩხვლეტები (ერთმანეთისგან 2-3 სმ-ის დაშორებით).


image



შედეთ 220 გრადუსზე 40 წუთით.

ყალიბს თავზე დაადეთ ლანგარი და სწრაფად, თავდაყირა გადმოიტანეთ ნამცხვარი. შენახული კარამელი ხელახლა გაათბეთ და ზემოდან მოასხით.


image



ტარტი ტატენი სუფრაზე თბილი უნდა მიიტანოთ. კარგი იქნება თუ ვანილის ნაყინსაც დაადებთ.


image

მართალია, ტრადიციული ტატენი ვაშლით მზადდება, მაგრამ მისი შეცვლა სხვა ხილითაც მშვენივრად შეიძლება. შეგიძლიათ გამოიყენოთ გარგარი, ატამი, ქლიავი, მსხალი, ბანანი ... თქვენი გემოვნების მიხედვით.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. დესერტი, რომელიც მსოფლიო სკანდალის მიზეზი გახდა - "პავლოვა" (+ვიდეორეცეპტი)image


2. თუ თქვენ შოკოლადი გიყვართ... უმჯობესია არ ნახოთ!image


3. რატომ ჩნდება შოკოლადზე თეთრი ნადები და სახიფათოა თუ არა იგი - ეს ბევრმა არ იცის!image


4. როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული ჩურჩხელა და რითი განსხვავდება "ჯანჯუხა"image


5. არასოდეს დაუშვათ ეს შეცდომა მაკარონის მომზადებისას, თორემ... - ეს ყველამ უნდა იცოდეს!image


6. არასოდეს გადააგდოთ გაღივებული ნიორი! - დაუჯერებელი თვისება, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის!image


7. "თავი მოვიკლა თუ ფინჯანი ყავა მივირთვა?" - როგორ უყვარდათ ყავა...image

0
479
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
479
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0