x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნიშანი იმისა, რომ მომხიბვლელი ხარ და ვერ ხვდები

საკუთარ მომხიბვლელობაში ეჭვი მსოფლიო ლამაზმანებსაც კი ეპარებათ. ჩვენ თავში ნაკლის ძიება წინსვლაში გვეხმარება, მაგრამ თვითკრიტიკა გონებას ხოლმე ისე გვიბინდავს, ცხოვრებით ვეღარ ''ვტკბებით''. ასეთი სირთულე ხშირია მოზარდებში. საზოგადოებისგან პირდაპირ თუ ირიბად მიღებული სიგნალი გეტყვის, რაოდენ სიმპათიური ხარ. იყავი თავდაჯერებული და არა ამაყი; შეუმჩნეველი არ დარჩები.

მიმზიდველი ხარ და ამას ვერ იაზრებ, თუ:

ხალხი იშვიათად გეუბნება კომპლიმენტს

''მშვენივრად გამოვეწყვე საღამოსთვის. ჩემი თავის მშურდა, მაგრამ... ერთი ქათინაური ძლივს მივიღე!''imageნაცნობი მომენტია? 100%-თ გჯეროდა, ყველა მზერას მოგაპყრობდა და საბოლოოდ, ერთი ტკბილი სიტყვა აღმოხდათ. ამ დროს ფიქრობ, რომ შენში რაღაც ''ისე'' არ არის. არადა, ყველაფერი პირიქითაა - მშვენიერი ხარ! საზოგადოება ამავეს ფიქრობს და აღარ აღნიშნავს... კარგად რომ გამოიყურება, უდავოდ მანაც იცისო. ''რომ ვუთხრა, ლამაზი ღიმილი გაქვს-თქო, ბანალური იქნება. ალბათ, ყოველდღე უმეორებენ!'' - აი, მამაკაცის ფიქრები.

უამრავი შეტყობინება სოციალურ ქსელში

''- გამარჯობა! გავიცნოთ ერთმანეთი. ამ ნომერზე დამირეკე..''

ონლაინში ხალხი სულსწრაფი და გულახდილია. უცნობები გეხმაურებიან? გაცნობის სურვილით, საუბარს უაზრო თემაზე იწყებენ? შემდეგ იგებენ, რომ შეყვარებული გყავს და მაინც არ გასვენებენ? მეტი რაღა გინდა! სიმპატიური პიროვნება თუ შენით დაინტერესდა, გიხაროდეს, თავადაც წარმოსადეგი ყოფილხარ.


უცნობი ხშირად გიყურებს

ეს ხომ 2x2-ია... მსუბუქი ღიმილით მომართული მზერა მეგობრულად განგვაწყობს. თვალებში ხანგრძლივი ცქერა (ღიმილის გარეშე აგრესიის ნიშანია) ემოციებით სავსეა. თუ საპირისპირო მზერა შენიშნე და რეაგირების შემდეგ, თვალს მაინც არ გწყვეტს, ე. ი. ძლიერ დაინტერესებულა... სურს, იმავეთი უპასუხო - თვალებში ჩახედო და დაუახლოვდე.imageშენთან მოახლოებას ცდილობენ

როგორც წესი, უცნობი ადამიანებისგან თავს შორს ვიჭერთ, არასასურველ ხალხს ვერიდებით. უცნობთან საუბრისას თუ გრძნობ, რომ მანძილი მცირდება (როცა ამის საჭიროება არ არის), მოსაუბრე შენკენ იხრება და უეცრად მხარზე გეხება, ე. ი. ესიმპათიურები. ასეთი დიალოგი ჩვეულებრივ, მხიარულია. სილამაზის დანახვისას ინსტიქტურად წარბს მაღლა ვწევთ და მეგობრულ განწყობას გამოვხატავთ. თვალს ფართოდ თუ ახელს, მისი ყურადღების ობიექტი ხარ. ასე რომ, ქვეცნობიერს დააკვირდი.

ხალხი გაოცებულია შენი დაბალი თვითშეფასებით

''-რა საზიზღარი ფეხები მაქვს!

- რას ამბობ, კარგად ხარ?! ნეტავ შენი სხეული მქონდეს..''

საკუთარ კომპლექსებზე საუბრისას, ხალხი თუ გაკვირვებული გიყურებს, ე. ი. სხვების თვალში არაფერი გაკლია და თვლიან, რომ საწუწუნო არაფერი გაქვს. შენი ფიქრები მხოლოდ წარმოსახვაა! შეწყვიტე უსაფუძვლო დარდი და ენდე მათ, ვისთვისაც გაუგებარია, რატომ ხარ უკმაყოფილო. გააცნობიერე უპირატესობები!

image

ხალხი შენდამი მეტად ზრდილობიანია, ან პირიქით, უხეში

''სულელი, მოსაწყენი, შეუხედავი გოგო ხარ!''

''სასიამოვნოა შენთან საუბარი. კარგი გოგო ხარ!''

მოულოდნელად გამოვლენილი სიცივე ან სითბო - ამ ორ უკიდურესობას უ აწყდები, ე. ი. ხალხი შენდამი არაა გულგრილი. თავდაჯებული ადამიანი, რომელსაც საკუთარი სილამაზის სწამს, სხვაშიც ამავეს ამჩნევს => ის, ვინც გჩაგრავს, თავად კომპლექსებით სავსეა. კარგ ადამიანს ზრდილობიანი, თბილი დამოკიდებულება აქვს, რადგან ამავეს ხედავს შენში. ვინც არ უნდა იყო, უსაფუძლო ნეგატიურ ემოციებს წააწყდები. არ გეწყინოს და არც გაბრაზდე (ეს იგივეა, მოირგო მოგდებული ძონძი). შეეგუე იმ ფაქტს, რომ ზოგი ადამიანი საკუთარ თავს არ სცემს პატივს, შურით და უბედურებით სავსეა. მეგობრებს კომპლიმენტი ხშირად უთხარი, რომ მათი თვითშეფასებაც მწყობრში იყოს.

0
316
3-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0