x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134598
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508719
გაიღიავეთ თმა სახლის პირობებში

imageთმის საღებავში შემავალი ქიმიური ნივთიერებები ონკოლოგიური დაავადებების რისკს ზრდის, თანაც თმა ხშირი შეღებვით უსიცოცხლო და მშრალი ხდება.
სასიხარულო ამბავი ისაა, რომ თმის გაღიავება ბუნებრივი გზით, სახლში შეგიძლიათ. ვიყენებთ უძველესი დროის რეცეპტს. ამ ინგრედიენტებზე ხელი ყველას მიგიწვდებათ, ამავდროულად თმა ბზინვარე და ჯანმრთელი ხდება. ისიამოვნეთ ოქროსფერი თმით.

ლიმონი - ახლად გამოწურული ლიმნის წვენი მჟავეა და თმას გამოაშრობს, ამიტომ წყალსაც ვუმატებთ (იმავე რაოდენობით). თმა ამოივლეთ ამ ნარევში და ჩამოიბანეთ 10-15 წუთის შემდეგ, დაიტანეთ თმის კონდიციონერი. თმა შედარებით რბილი გახდება. რამდენჯერმე ჩაიტარეთ ეს პროცედურა.

image

ზეითუნის ზეთი თმას გაღიავების გარდა, ატენიანებს, ანუ ამდიდრებს. ორი სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს უმატებთ ჭიქა წყალს და ერთი სუფრის კოვზ ლიმნის წვენს. ნარევი დაიტანეთ თმაზე 30 წუთით და ჩამოიბანეთ უბრალო შამპუნით.

გაგრილებული და ცოტა ლიმნის წვენთან შერეული გვირილის ჩაი თმაზე ყოველდღე გადაივლეთ (დაბანის შემდეგ), სასურველი შედეგის მიღებამდე. თმა მზეზე გაიშრეთ. ეფექტს გაზრდით, თუ გვირილას ნაყენს წამოადუღებთ.

თაფლი ბუნებრივად აღიავებს თმას, რადგან წყალბადის ზეჟანგს შეიცავს. ერთი სუფრის კოვზი თაფლი ჭიქა წყალში გახსენით და თმაზე 20-30 წუთით ან მეტხანს დაიტანეთ. თუ სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს დაამატებთ, თმა დატენიანდება. თაფლი თმის კონდიციონერს გაურიეთ და მარტივად მიიღებთ გაღიავების ეფექტს.

დარიჩინის ფხვნილი კარგი საშუალებაა თმაში ნათელი შტრიხების შესატანად. სამი სუფრის კოვზ დაფხნილ დარიჩინს ამატებთ თმის კონდიციონერში (მასა რომ გვქონდეს). ეს ცომი შეიზილეთ თმაში და ფართოკბილებიანი სავარცხლით თანაბრად გადაანაწილეთ. დაიხურეთ საშხაპე ქუდი რამდენიმე საათით და შემდეგ ჩამოიბანეთ. პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ, სასურველი ტონის მიღებამდე.

სააბაზანოს ნიჟარაში 4 ლიტრი ღია ფერის ლუდი ჩაასხით და თმა რამდენჯერმე ამოივლეთ. დაიბანეთ 1-2 საათის შემდეგ, გრილი წყლით. თმის კონდიციონერიც გამოიყენეთ. ეს ყოველივე თმას მბზინავს და მორჩილს გახდის.

ამ ქალბატონმა ბუნებრივი გზით, რამდენიმე პროცედურის შემდეგ გაიღიავა თმა. ამას გარდა, გაძლიერდა მისი თმის სტრუქტურა. სცადეთ თქვენც! image


თუ თმის მოწითალო ტონი გსურთ:

დაბანის შემდეგ, ორი ჭარხლის, ნახევარი სუფრის კოვზი წყლისა და ჭიქა თმის კონდიციონერის ნაზავი (სქელი უნდა იყოს) შეიზილეთ თმაში. საშხაპე ქუდი დაიფარეთ 3-4 საათით ან მთელი ღამე (მეტი ეფექტისთვის) და შემდეგ ჩამოიბანეთ. შედარებით მუქი ფერის თმის მქონეთ რამდენჯერმე მოუწევთ პროცედურის გამეორება.

არ გამოიყენოთ თმის ფენი ან უთო, ცხელი შხაპი არ მიიღოთ და წყლის ფილტრი დააყენეთ. ასე შედეგი მეტხანს გასტანს.

0
246
2-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0