x
ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
image


სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა წუხელ ღამით ზუგდიდში, კერძოდ კი ანაკლიაში მიმდინარე ECHOWAVES ფესტივალზე, სადაც 23 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ორი ახალგაზრდა, რომლებიც ამ დროისთვის უკვე გაწერილები არიან საავადმყოფოდან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.


გარდაცვლილი მამაკაცი ქუთაისის სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.


მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს



გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებაა



1
35
1-ს მოსწონს
ავტორი:კ-1
კ-1
35
  
2018, 25 აგვისტო, 18:50
ე, ბიჭო, ლეგალიზებას დოზებისა და მოხმარების ინსტრუქციაც დაურთეთ, თორემ ეს საწყალი ბავშვი არაა უკანასკნელი მსხვერპლი((
0 1 1