x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
** სისხლიანი სტომატოლოგი ** ( საშინელებათა ისტორია )

image


**ყველას ეშინია სტომატოლოგის, რბილი სავარძელი, გამჭოლი სინათლე, თეთრი ხალათი და რაც მთავარია სპეციფიკური სუნი, რომელსაც მხოლოდ სტომატოლოგთან იგრძნობ, ეს ის რამდენიმე ფაქტორია, რომელიც გაგრძნობიებს, რომ სულ მალე წინ დაუვიწყარი და ამავდროულად საზარელი წუთები გელის . მსგავსი პარანოიდული შიშ ჰქონდა მაიკლსაც, ბიჭს, რომელიც თითქოს ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ამ არასასიამოვნო ვიზიტს, არასასიამოვნო გარემოში აცდენოდა, მაგრამ როგორც ჩანს მხოლოდ მასზე არ იყო დამოკიდებული, ამიტომაც როგორც ყველა სულიერს მასაც მოუწია კბილის პრობლემის გამო ვიზიტი სტომატოლოგთან . ერთი პრობლემაა აგტკივდეს კბილი და მეორე იპოვო შედარებით ისეთი სტომატოლოგი, რომელიც ამ საზარელ წუთებს შედარებით მარტივად გადაგატანინებს, მაგრამ მაიკლს მსგავსი პრობლემა არ ჰქონია, რადგან ის გერმანიის ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა, სადაც პროფესიონალიზმი და კარგი ხელი, მალევე ვრცელდებოდა ქალაქში, ამიტომაც ვიზეც არ უნდა გეკითხა თუ ვის ანდობდნენ საკუთარ პირის ღრუს ყველანი ყოველგვარი ფიქრის გარეშე, ექიმ ჯოსეფს გეტყოდათ . ამიტომაც ხალხის ნაამბობით და მეგობრების შეგულაინებული მაიკლიც გაეშურა სტომატოლოგ ექიმ ჯოსეფთან, იმ იმედით, რომ რამდენიმე წამიანი ტკივილი მის ცხოვრებას სრულიად შეცვლიდა .
შევიდა ბიჭი სტომატოლოგთან, მას ინტერიერი ზუსტად ისეთი დახვდა, როგორიც მის წარმოსახვაში უკვე ჰქონდა შექმნილი, ოღონდ რათქმაუნდა კოშმარულ წარმოსახვაში, გაბედულებით და სივაჟკაცით ცნობილი ბიჭი, უეცრად პატარა უმწეო არსებად გადაიქცა, არსებად, რომელსაც ურჩევნოდა მომკვდარიყო, ვიდრე იმ საზარელ წითელ სტომატოლოგის სავარძელში დამჯდარიყო, მაგრამ როგორც ძველად რომში ისე დღეს ყველა გზა ჯოსეფის სტომატოლოგიურ გაბინეტში მიდიოდა . რამდენიმე წუთიანი ლოდინი ჩაწერამდე, სულ რაღაც 15 წუტი უნდა ეცადა ბიჭს, მაგრამ ეს 15 წუთი მას საუკუნებრივად გაეწელა, მაგრამ დადგა დრო, დრო როდესაც ბოხი ხმით გაისმა შემდეგი ვიზიტორის სახელი : „ მაიკლ ლონინი შემოვიდეს“, ეს სწორედ მისი სახელი და გვარი გახლდათ, როგორც ჩანს უკვე დრო იყო, დრო რომლის დადგომისას ბიჭს ყველაზე და ყვეალფერზე მეტად ეშინოდა . ფეხის თრევით, თვალების შეშინებული გაუაზრებელი მოძრაობით და აკანკალებული ხმით ბიჭი შევიდა და წყნარი და ამავდროულად არისტოკრატულად დინჯი ხმით, მიესალმა იქ მჯდომ ექიმ ჯოსეფს და მის 2 თანაშემწეს . ექიმი არც ისეთი საშიშად გამოიყურებოდა, როგოიც მაიკლს წარმოედგინა, თანაშემწე გოგონებიც იმაზე ლამაზები აღმოჩნდნენ ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყვნენ, ერთი სიტყვით მაიკლს ოთახში დახვედრილმა პერსონალმა შიშის რაღაც ნაწილი გაუქრო, მაგრამ მალევე დაინახა ბურღი და წითელი სავარძელი, რამაც კვლავ აღუდიგნა დაუოკებელი შიშ ამ ყველაფრისადმი . ვერც მთავარი ექიმის დამხმარე ქერა გოგონები და ვერც ექიმი ჯოსეფის გაღიმებული და კეთილშობილი სახე ვერ დააწყანრებდა მაიკლის აჩქარებულ და აკრთოლებულ გულს .
- ექიმი ჯოსეფი : დაჯექი მაიკლ დაჯექი .
მაიკლიც კვლავინდებულად ფეხისთრევით მიიკლაკნებოდა ჯოჯოხეთურად წითელი სავარძლისკენ და როგორც იქნა მოთავსდა, ექიმის დავალებით პირი გააღო და პროცედურაც დაიწყო .
- ექიმი ჯოსეფი : აბა რა გვაწუხებს მეგოაბრო?
მეგობარო? ამ სიტყვამ უფრო გაამხნევა და რაღაცნაირად დაახლოვა კიდეც მაიკლი სტომატოლოგტან, ბიჭს მსგავს ექიმებზე ისეთი წარმოდგენა ჰქონდა, რომ სიტყვა მეგობარო ალბათ მათ ლექსიკონში სულაც თუ არსებობდა არ ეგონა :
- მაიკლი : ექიმო, სიბრძნის კბილი მაწუხებს, უკვე რამდენიმე კვირაა ცხოვრება ჯოჯხეთად მიქცია, ყოველი დრე უფერული და არაფრის მთქმელი გახდა, სიზმარშიც კი ჩემს სიბრძნის კბილს ვნახულობ, უკვე იმდონეზეა ტკივილი, რომ ჩემი ფეხით მოვედი იმ ადგილას, რომლისიც ალბთ ყველაზე მეტად მეშინია .
- ექიმი ჯოსეფი: სიბრძნის კბილი? ( ექიმმა ნეტარებით გაიღიმა) საინტერესო და ამავდროულად ძალიან სასიხარულოა მაიკლ, შენისანა პაციენტს ალბათ იშვიათად თუ შევხვდები და აი შენც მოხვედი
ბიჭს გაუკვირდა, ცნობილ ექიმს, რომელიც ალბათ დღეში ათობით ოპერაციას აკეთებს, მაიკლის პრობლემამ ასე რატომ გაახარა, თითქოს ირგვლივ დამხმარე გოგონებიც აფორიაქდნენ, წამიერად, მაიკლი უბრალო პაციენტიდან, რაღაც განსაკუთრებულ ფიგურად გადაიქცა .
- ექიმი ჯოსეფი : გოგონებო ექიმ ნორდონს დაურეკეთ სასწრაფოდ მოვიდეს, თქვენ კიდევ კლინიკა დღეს დახურეთ, შეგიძლიათ წახვიდეთ და დაისვენოთ, დღეს კარგად იმუშავეთ .
მაიკლი შეკრთა, ისედაც შეშინებული ბიჭუნა ორმაგად დაიბნა და შეშინდა, რატომ კეტავენ მის გამო კლინიკას ან ექიმი ნორდონი საერთოდ ვინ არის? მრავალი კითხვა უტრიალებდა მაიკლს თავში, მაგრამ მისი შიში იმდენად დიდი იყო, რომ ეშინოდა რაიმე ეკითხა ჯოსეფისთვის და კიტხვების უფსკურლში ჩავარდნილი ბიჭუნა გარინდული იჯდა სტომატოლოგის სკამზე .
მალევე მოვიდა ექიმი ნორდონიც, ექიმი რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა ექიმი ჯოსეფისაგან, კერძოდ მისი სახე ზედმეტად მკაცრი, ხოლო მისი ხმა იმაზე მეტად უხეში და მკვეთრი გახლდათ, ვიდრე ჯოზეფისა . ბიჭს იმდენად შეეშინდა, რომ უკვე დაივიწყა მორიდება და იკითხა :
- მაიკლი : უკაცრავად ეს ბატონო ვინ არის? ექიმო ჯოსეფ რა ხდება
- ექიმი ჯოსეფი : არაფერი მაიკლ მოდუნდი, უბრალოდ სიბრძნის კბილზე როგორც წესი ექიმი ნორდონი მუშაობს, ეხლავე საოპერაციო პალატაში ჩაგიყვანთ და ოპერაციასაც დავიწყებთ .
ექიმმა ნორდონმა მაიკლის სიბრძნის კბილს დახედა და იმდენად გაებადრა სახე, რომ გეგონებოდა განძით სავსე სკივრი დაინახა, ბიჭუნას პირის ღრუს უკიდურეს მარცხენა მხარესო .
- ნორდონი : მადლობა ჯოსეფ, ეს ნამდვილი საჩუქარია
ჯოსეფმა, მაიკლს დამაწყნარებელი რამდენიმე ნემსი გაუკეთა, თითქოსდა ტკივლის გასაყუჩებლად, მაგრამ რეალურად მაიკლი ამ გამაყუჩებელმა ზედმეტად მოადუნა, იმდენადაც კი, რომ მას მკვეთრი მოძრაობების თავიც კი აღარ ჰქონდა . სპეციალური საოპერაციო მაგიდაზე გადასვეს და გაემართნენ დერეფნისკენ, რომლის ბოლოშიც დიდი პაციენტის გადამყვანი ლიფტი იდგა, კლინიკა ზედმეტად პატარა იყო იმისთვის, რომ საკუთარი ლიფტი ჰქონებოდა, მაგრამ როგორც ჩანს უცნაურობები ამ კლინიკას ზედმეტად მკვეთრად ახასიათებდა . შევიდნენ ექიმი ჯოსეფი, ნორდონი და მაიკლი თავის გორგოლაჭებიან საოპერაციო მაგიდითურთ . ლიფთი რაც უფრო დაბლა ჩადიოდა, მით უფრო ციოდა გარშემო, მაიკლი აკანკალდა, მართალია ის აქამდეც კანკალებდა, მაგრამ მას უკვე არა მხოლოდ შიშიშ კანკალი არამედ, ტემპერატურის მკვეთრი დავარდნისგან გამოწვეული კანკალი ჰქონდა, როგორც იტყვიან მას სციოდა . გაიღო ლიფტის კარები, ფეშენებელური სტომატოლოგიური კლინიკიდან, ბიჭუნამ რაღაც სარდაფში ამოყო თავი, სადაც სრული სიბინძურე და ოპერაციისთვის არახელსაყრელი პირობები გახლდათ, მაგრამ სარდაფის შუა ნაწილში, როგორც ყოველთვის იდგა ჯოჯოხეთურად წითელი სტომატოლოგის სავარძელი, რომელზეც მალევე მოთავასეს მაიკლი . ნემსი აშკარად მოქმედებდა, რადგან ბიჭს სურვილიც რომ გასჩენოდა, ექიმებს ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, მაგრამ დაბნეულ მაიკლს, რომელსაც ვერ კი გაერკვია რა ხდებოდა და ეს ყველაფერი ჩვეულ ნორმად მიაჩნდა, წინააღმდეგობის გაწევა არც კი გაუფიქრებია .
ნორდონმა ბიჭს ხელები და ფეხები თავისი უხეში ხელებით მიუმაგრა სავარძელზე, თავიც მჭიდრო ქამარით გადაუკრა, თითქოს ის ემზადებოდა რაღაც ისეთისტვის, რაც მაიკლს აუტანელ ტკივილს მიაყენებდა .
- ნორდონი : კარგი ჯოსეფ, ეხლა აქ მალე დამკვეთი მოვა და შენ თუ არ დახვდები უმჯობესი იქნება, შეგიძლია წახვიდე და დანარჩენს აქ მე მივხედავ ყველაფერს .
- ჯოსეფი : კარგი და ხომ იცი ყველაფერი სუფთად და ისე რომ კვლავინდებურად კვალი არ დარჩეს .
- ნორდონი : რათქმაუნდა, როდის დამიღალატებიხარ !
- ჯოსეფი : და ხო კიდევ მართლა, შეეცადე ძალიან არ ატკინო, კარგი ბიჭი ჩანს, ისიც საკმარისია, რომ ჩვენი ბიზნესის გამო საკუთარი სიცოცხლის დათმობა უწევს .
სიცოცხლის? მაიკლი უეცრად შიშის ფიქრებიდან უფრო უარეს გრძნობაში გადავარდა, მას სასოწარკვეთილება დაეუფლა, ბიჭი ვერც ხელებს, ვერც ფეხებს, თავსაც კი ვერ ამოძრავებს და უეცრად გებულობს ექიმისგან, სწორედ იმ ექიმისგან, რომლის კეთილი და მეგობრული დამოკდებულობის დანახვის გამო რამდენიმე წუთის წინ დადებითად განეწყო, რომ ის უნდა მოკვდეს . ჯოსეფმა უმალვე დატოვა სარდაფი ხოლო მისი წასვლა და შარვალ კოსტუმში, მაღალი წვერებიანი მამაკაცის ჩამოსვლა ერთი იყო .
- ნორდონი : გამარჯობათ ბატონო ვილჰემ, დროულად მოხვედით, ეხლავე შევუდგები საქმეს .
სტუმარს ხელიც არ ჩამოურთმევია ექიმისთვის, ისე წყნარად და დასტოინად აკვირდებოდა მის წინ დაბმულ მაიკლს . ექიმაც პროცედურა დაიწყო, სპეციალური დანადგარით ბიჭს პირი ისე გააღებინა, რომ რაცარუნდა ეცადა მაიკლი ვეღარ დაკეტავდა . სავარძლის წინ დამაგრებული ძლიერი სანათური მიანატა მაიკლს სახეზე და პროცედურაც დაიწყო, ბასრი დანა, ხმაურიანი ბურღი და კაუჭა, ყველაფერი ეს გამოიყენა ექიმმა ნორდონმა მაიკლის სიბრძნის კბილის ამოსაღებად, ბიჭის აუტანელი ტკივილისგან გამოსული გაცხოველებულმა და შემაკრთოლებელმა კივილმა, თვით უემოციო დამკვეთს „ ვილჰემ“ ს აუჩუყა გული
- ვილჰემი : კი მაგრამ, არ შეიძლება რომ გაუყუჩოთ? ან დააძინოთ? ან სრულად მკვდარს ამოვუღოთ, მას ხომ ისედაც ვკლავტ .
- ნორდონი : ვილჰემ, არ მეგონა ესეთი გულჩვილი თუ იყავი, პირველად არ ვაძრობ პაციენტს ცოცხლად სიბრძნის კბილს, კბილი თავის ყბიანნად უნდა მოიჭრას, თუ დავაძინებ ან მოვკლავ, ის უკვე გამოუსადეგარი იქნება ჩვენი წამლისთვის, ამიტომაც, იმ თანხად რასაც შენ მიხდი ამ ყველაფერში, ღირს მისთვის ამ ტკივილის ატანა, დამშვიდიდი როგორც კი ამოუღებ, მაშინვე გავათავისუფლებ მას ამ ტანჯვისგან .
როგორც აღმოჩნდა, სიბრძნის კბილი და ყბის ნაწილი, რომელზეც ის არის მოთავსებული, დაფქვილ მდგომარეობაში ძვირადღირებულ წამალს წარმოადგენს, რომლის მოპოვების დროსაც ობიექტი იღუპება, ხოლო მისი მიმღები სიცოცხლეს რამდენიმე ათეული წლით იხანგძლივებს .
1 საათი მიმდიანრეობდა მაიკლის ოპერაცია, არცეთ წუთს არ განელებია ბიჭს აუტანელი ტკივილი, არცეთ წუთს არ შეუწყვეტილია არაადამიანური ყვირლი, მაგრამ ალბათ სწორედ მაგიტომ ჩაიყვანეს ის ასეთ ღრმა სარდაფში, სწორედ ამიტომ გაუშვეს ჯოსეფიც საოპერაციო ოთახიდან, რომ ბიჭუნას დამხმარე არსაიდან არ გამოჩენოდა . ოპერაცია დასრულდა, ბიჭი კიდევ გონზე იყო, თითქოს მის თვალებში კიდე ჩანდა სიცოცხლის იმედი, მიუხედავად იმისა, რომ მას ყბის ნაწილი უკვე საერთოდ აღარ ჰქონდა, მისი ხმის იოგები ზედმეტი ყვირილისგან მთლიანად ჩაწყვეტილიყო, მაგრამ ნორდონის მიერ სკალპერის ნაზად გადასმა, მაიკლის კისრზე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ შეეწყვიტა იმ სიცოცხლის იმედიც რაც ბიჭს ჯერ კიდევ დარჩენოდა .
ექიმმა ფული მიიღო, ვილჰემმა კიდე წამალი, მაგრამ ამ წამლის მიღების პროცესმა ის მორალურად გაანადგურა . მაიკლის ტანჯული და უსიცოცხლო სხეული კრემაციის ღუმელში წყნარად და აუღელვებლად მოათავსეს და დაწვეს . მაიკლის ხეულის დაწვის დროს, ზემოთ მთავარ პალატაში სადაც მაიკლს შესვლა სასტიკად აშინებდა, კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭი იჯდა, რომელიც ისეთივე შიშით და კრთოლვით უყურებდა ჯოსეფს, როგორც მაიკლი ერთ დროს და მასაც ისეთივე პრობლემა აწუხებს როგორც მაიკლს აწუხებდა „სიბრძნის კბილი „ კბილი რომელმაც სიამიაყით და სიცოცხლის სიყვარულით აღვსილი ბიჭის სიცოცხლე შეიწია . ( დასასრული ) **

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:ონისე კაჩალინი
ონისე კაჩალინი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0