x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
** ექსტრასენსი ** ( საშიში ისტორია )
image


ერთ ახალგაზრდა ქალს სჯეროდა რომ ექსტრასენსებს მომავლის დანახვა შეეძლოთ. ძალიან აინტერესებდა რა ელოდებოდა, რანაირი იქნებოდა მისი მომავალი. ერთ მოხუცთან მივიდა, რომელიც ცნობილი იყო თავისი ნიჭით. ექსტრასენსმა ხელი მოჰკიდა და ტრანსში გადავიდა.

– შემდეგი ოთხი წლის მანძილზე სამი სასიხარულო სიახლე და ბედის ერთი დარტყმა გელოდება. – უთხრა ექსტრასენსმა.

ქალი სახლში დაბრუნდა. იმაზე ფიქრობდა თუ რა სასიხარულო და ცუდი მოვლენები ელოდებოდნენ. მეორე დღეს სიმპატიური კაცი გაიცნო. ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ. მას კაცი დედოფალივით ექცეოდა. ეს იყო პირველი სასიხარულო მოლენა, რომელიც უწინასწარმეტყველეს.


ერთი წლის შემდეგ კაცმა ხელი სთხოვა. ისინი დაქორწინდნენ. ქალის მშობლები ძალიან გახარებულები იყვნენ. ბედნიერი ცოლი ხვდებოდა, რომ მისი ცხოვრება ისეთი იყო, როგორიც მას უნდოდა.

მალე ბავშვიც ეყოლათ და სამივე კარგი მოვლენა მომხდარი იყო. მშვენიერი და ჯანმრთელი პატარა ძალიან უყვარდათ. ქალმა ნერვიულობა დაიწყო. სამი კარგი მოვლენა მოხდა, ახლა კი ცუდი უნდა მომხდარიყო. ნეტავ რა მოხდებოდა? ქალს მოსვენება დაეკარგა. გამუდმებით საფრთხეზე ფიქრობდა და უბედური იყო.

ერთხელ, ღამით სიზმარში ნახა, თითქოს მისი შვილები თეთრმა ხელებმა ასწია, ფანჯარა გააღო და ბავშვი იქიდან გადააგდო. შეშინებულ ქალს გაეღვიძა. აკვანთან მივიდა. ბავშვი იქ არ იყო. ღია ფანჯრიდან დაბლა ჩაიხედა და მკვდარი შვილი დაინახა.

ცოლ-ქმარმა დიდი დარტყმა მიიღო. ქალი დარწმუნებული იყო რომ მეტი არაფერი არ მოხდებოდა. ჯერ ისევ ახალგაზრდა იყო და ცხოვრება გრძელდებოდა. ცუდი მოვლენა უნდა დაევიწყებინა.

ერთხელ კიდევ ნახა ცუდი სიზმარი. თითქოს თეთრ ხელს დანა ეჭირა და მისი მძინარე ქმარი მოკლა. შეშინებულ ქალს გაეღვიძა. მის გვერდით, ლოგინში სისხლიანი ქმარი ეგდო.

გაბრაზებული ქალი ექსტრასენთან მივიდა და უთხრა:

– თქვენ მითხარით, ბედის ერთი დარტყმა გელოდებაო. ეს არის ერთი დარტყმა?! შვილიც მომიკლეს და ქმარიც!

ექსტრასენსმა ხელი მოჰკიდა უთხრა:

– მე გითხარი რომ სამი კარგი მოვლენა გელოდებოდა და ბედის ერთი დარტყმა. საყვარელი ადამიანი გაიცანი, მასზე დაქორწინდი და შვილი გეყოლათ – ეს კარგია. ბედის დარტყმა ის იყო, რომ მთვარეული გახდი.

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:ონისე კაჩალინი
ონისე კაჩალინი
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0