x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
როგორ დავალაგოთ სახლი ნაკლებ დროში - 15 სასარგებლო ხერხი
image

სახლის დალაგების პროცესმა შეიძლება მთელი დღე წაგართვათ. წმენდთ რაღაცას და უცებ სხვა ადგილასაც აღმოაჩენთ ლაქას ან მტვერს. ნაცნობი სიტუაციაა, არა?


ნერვების, ენერგიისა და დროის დასაზოგად შეგიძლიათ სტატიაში მოცემული ხერხები გამოიყენოთ, რის შემდეგაც სახლის დალაგებას გაცილებით მალე მორჩებით ხოლმე.








15. გამოიყენეთ ზეთი ცხიმის მოსაშორებლად.


შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ მცენარეული ზეთი ეფექტური საშუალებაა სამზარეულოში ცხიმის მოსაშორებლად. უბრალოდ, დაასხით რამდენიმე წვეთი ზეთი ტილოზე და გადაუსვით გაზქურას. მისი ზედაპირი სწრაფად გასუფთავდება და გაპრიალდება.


image








14. ბავშვის ზეთი ზედაპირის ბრწყინვალებისთვის


თუ გინდათ, რომ ყველაფერი ბრწყინავდეს, გააპრიალეთ ნივთების ზედაპირი ტილოთი, რომელზეც რამდენიმე წვეთი ბავშვის ზეთი გაქვთ დასხმული.

image








13. მარილი უთოს გასასუფთავებლად


ასეთ შემთხვევაში შეიძლება მარილი დაგეხმაროთ. დაყარეთ ცოტაოდენი მარილი ტილოზე, გააცხელეთ უთო და გადაუსვით ის მარილს. უთოზე ყველანაირი ჭუჭყი გაუჩინარდება.

image








12. აბაზაინს გასაწმენდად ცოცხს თუ გამოიყენებთ, მუხლებზე დახრა აღარ მოგიწევთ.


აბაზანის გასაწმენდად ჩვეულებრივი ჯაგრისის მაგივრად გრძელტარიანი ცოცხის გამოყენება შეგიძლიათ. დაყარეთ საწმენდი ფხვნილი აბაზანის ზედაპირზე, დაელოდეთ ორიოდე წუთი და გახეხეთ ცოცხით. ეს მეთოდი ეფექტურია მოხუცი ხალხისთვის და ადამიანებისთვის, რომლებსაც დახრა უჭირთ.

image








11. გამწმენდი საშუალებები ტუალეტისთვის


დრო რომ დაზოგოთ, უნიტაზის გახეხვამდე დაყარეთ მასზე ცოტაოდენი გამწმენდი საშუალება. დაელოდეთ ცოტა ხანი, რომ იმოქმედოს და ამის შემდეგ გაწმინდეთ ტუალეტის ჯაგრისით.

image








10. დაამატეთ ცოტაოდენი დამარბილებელი.


იატაკის მოწმენდამდე წყალს ცოტაოდენი ქსოვილის დამარბილებელი შეურიეთ. ასე იატაკი უფრო დიდ ხანს დარჩება სუფთა.

image








9. ყავის ფილტრები მტვრის წინააღმდეგ


ყავის ფილტრები ეფექტური საშუალებაა ლეპტოპის, კომპიუტერის ან ტელევიზორის ეკრანიდან მტვერის მოსაშორებლად. ის კარგად შეიწოვს ჭუჭყს და არ კაწრავს ეკრანს.

image








8. გამოიყენეთ ფუნჯი.


პატარა საგნებიდან ჭუჭყის მოსაშორებლად შეგიძლიათ სამხატვრო ფუნჯი გამოიყენოთ, ასე ბევრი დრო აღარ დაგეხარჯებათ დეტალების გაწმენდაში.

image








7. გაზეთი ნაგვის ყუთში


მოათავსეთ გაზეთი ნაგვის ყუთის შიგნით, ის სითხეს შეიწოვს და ნაგავი მშრალი დარჩება.

image








6. წინდები იატაკაკის ჩვარის მაგივრად


თბილი წინდები იატაკს ძალიან კარგად ასუფთავებს. უბრალოდ, მიამაგრეთ ის საწმენდზე, მოწმინდეთ იატაკი და შემდეგ გარეცხეთ წინდა სარეცხ მანქანაში.

image








5. არ გაასწოროთ საწოლი!


კარგი სიახლე! ცნობილია, რომ სველი საწოლი, რომელზეც თეთრეულია გადაფარებული, კარგი გარემოა ტკიპების გასამრავლებლად. ამიტომ სჯობს, არ გაასწოროთ საწოლი და მისცეთ თეთრეულს განიავების საშუალება.

image








4. არ დაგავიწყდეთ ავეჯის საწმენდი.


ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ავეჯის საწმენდი ტილო უსარგებლოა, მაგრამ სულაც არ არის ასე. ტილო ჭუჭყს არ ტოვებს ზედაპირზე და გაძლევთ საშუალებას, უფრო იშვიათად დაალაგოთ სახლი.

image








3. გადააკარით მაცივრის თაროებს ელასტიური სახვევი.


თუ მაცივრის თაროებს ერთჯერად პლასტიკას (შესაფუთ ქაღალდს) გადააკრავთ, აღარ მოგიწევთ მაცივრის გაწმენდა. უბრალოდ, სახვევი უნდა შეცვალოთ ხოლმე დროდადრო, რაც გაცილებით მარტივია.

image








2. არ დატოვოთ აბაზანის კედლები სველი.


შხაპის მიღების შემდეგ სქუიჯის დახმარებით მოწმინდეთ წყალი კედლებიდან. ასე თუ მოიქცევით, მოგვიანებით აღარ მოგიწევთ გამხმარი საპნის მოშორება კედლებიდან.

image








1. მიამაგრეთ ფუნჯი ბურღს.


ეს ხერხი დაგეხმარებათ ყველაზე ჭუჭყიანი ადგილების გაწმენდაში. ასე დაზოგავთ დროსა და ენერგიას და თქვენი სახლი ნამდვილად იბრწყინებს.

image


image





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 14 სასარგებლო ხერხი სახლის საქმეებისთვის

image



2. როგორ გავგრილდეთ ცხელ ზაფხულში კონდიციონერის გარეშე

image



3. 20 კომპიუტერული ხრიკი, რომელიც დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას

image








0
917
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
917
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0