სხვა 12 მეთოდი კომუნალური გადასახადების შესამცირებლად 2018, 3 აგვისტო, 15:52 უკვე ბევრს აქვს ჩვევად ონკანის დაკეტვა და შუქის ჩაქრობა მაშინ, როცა აღარ სჭირდებათ, მაგრამ არის კიდევ რამდენიმე პუნქტი, რომელთა ცდა ნამდვილად ღირს და რომელთაც შეუძლიათ თქვენი გადასახადები შეამცირონ.
1. ჩადეთ ბოთლი უნიტაზის ბაკში აავსეთ ბოთლი წყლით, სიმძიმისთვის ჩაყარეთ შიგნით კენჭები და ჩადგით უნიტაზის ბაკში. ამ გზით ბაკის მოცულობა შემცირდება და შესაბამისად, შემცირდება უნიტაზში ჩასარეცხი წყლის რაოდენობაც. 2.ხშირად დაცალეთ მტვერსასრუტის ფილტრი რაც უფრო მეტად ივსება ტომარა, მით უფრო იტვირთება მტვერსასრუტი მუშაობისას და უფრო მეტ ელ.ენერგიას მოიხმარს. 3.გამოიყენეთ ადვილად გაცხელებადი ჭურჭელი თუ საჭმლის მომზადებისას ისეთ ჭურჭელს იყენებთ, რომელიც ადვილად ცხელდება, ამით ელ. ენერგიას ან ბუნებრივ აირს ზოგავთ, თუმცა, თუ საყვარელ თუჯის ქვაბს და ტაფას მაინც ვერ ელევით, შეგიძლიათ ბუნებრივი აირი ან დენი საჭმლის მომზადების დასრულებამდე 10-15 წთ-ით ადრე გამორთოთ, რადგან თუჯი დიდი ხნით ინარჩუნებს სითბოს. 4.შეუცვალეთ ადგილი მაცივარს მაცივარი გაზქურიდან მოშორებით უნდა დადგათ, ისეთ ადგილას, სადაც მზე ნაკლებად მოხვდება და კედლებიც ცივია. ამასთან, მაცივარსა და კედლებს შორის სივრცე უნდა დატოვოთ. ასეთ პირობებში მაცივარი ნაკლებ ელ. ენერგიას მოიხმარს გასაცივებლად. 5.დააყენეთ ერთსახელურიანი შემრევი ასეთი შემრევი უფრო მალე არეგულირებს წყლის სასურველ ტემპერატურას და შესაბამისად, წყალიც ტყუილად არ იხარჯება, სანამ თქვენთვის სასურველი ტემპერატურის მიღწევას ცდილობთ. 6. აადუღეთ იმდენი, რამდენიც გჭირდებთ 1-2 ჭიქა წყალი უფრო მალე ადუღდება და უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს ჩაიდანიც, ვიდრე სავსე ჩაიდნის ადუღების დროს. 7.გარეცხეთ ცივ წყალში ყოველდღიური რეცხვა შეგიძლიათ ცივი წყლით შეასრულოთ, მით უმეტეს, რომ ფხვნილების დახმარებით დალაქავებული სასმოსის უმეტესობა შესანიშნავად ირეცხება ცივ წყალშიც. წყლის გაცხელება 30 გრადუსამდე კი 4-ჯერ ნაკლებ ელ. ენერგიას მოითხოვს, ვიდრე 60 გრადუსამდე გაცხელება. 8. შემოწმეთ სანტექნიკა იმისთვის, რომ გაიგოთ, უნიტაზის ბაკი მოშლილი ხომ არაა, შეგიძლიათ ბაკში ცოტა ლილა გაურიოთ წყალში, თუ ბაკიდან წყალი ჟონავს, უნიტაზში ადვილად შეამჩნევთ ლილიანი წყლის ნაკვალევს. შესაბამისად, სანტექნიკოსი უნდა გამოიძახოთ და წელიწადში 18 კუბი წყლის დანაკარგს თავი აარიდოთ. 9. გაწმინდეთ ნათურები მტვრიანი ნათურა 15%-ით უფრო ნაკლებად ანათებს, ამიტომ, ნუ იჩქარებთ დამატებითი განათების ჩართვას, ჯერ ნათურები გაწმინდეთ. 10. გაწმინდეთ ელ. მოწყობილობები ნალექისგან ნალექი, რომელიც ელ. მოწყობილობების გამაცხელებელზე გროვდება, მნიშვნელოვნად ამცირებს მის თბოგამტარობას. შესაბამისად, ეს მოწყობილობები უფრო მეტ ელ. ენერგიას მოიხმარენ. 11. არ გამოიყენოთ გამაგრძელებელი გამაგრძელებლები ქსელში მეტ წინაღობას ქმნიან, რაც ელ. ენერგიის ხარჯს ზრდის. 12. ისარგებლეთ ჭიქით, როცა კბილებს იხეხავთ ჭიქა წყალი სავსებით საკმარისია კბილების გამოსახეხად და არც წყლის ხარჯი გექნებათ. 284 1-ს მოსწონს
|