x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
დიდი ქარიშხლის მოლოდინში - მამუკა მახარაშვილის იისფერი სამყარო
მამუკა მახარაშვილი1

როცა შევძლებ შენი სულის ამოკითხვას, თვალებსაც დაგიხატავ, - უთხრა ამადეო მოდილიანმა ჟანას. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თვალების ხატვა, ყველაზე რთულია, მაგრამ არა ყველასთვის. მხატავარი მამუკა მახარაშვილისათვის თვალებით იწყება პორტრეტის ხატვა და მისი ნახატები ცოცხალია, ისინი გიყურებენ სულში და გიყვებიან თავის ტკივილისა და სიხარულზე. შენ მათ უბრალოდ კი არ ხედავ, გრძნობ კიდევაც, შენ მათთან ერთად გტკივა და გიყვარს...


იყო აკადემიის წლები და მახარაშვილის „ვარდები“, რომელიც საუკეთესო ფერწერულ ტილოდ დასახელდა. და მერე გაჩნდა სიცარიელე, თითქოს გაუჩინარდაო მხატვარი, რომელმაც ხელოვანებს თავისი რადიკალიზმით, ჩარჩოების რღვევისაკენ მისწრაფებით დაამახსოვრა თავი. თითქოს მიჩუმდა, მინავლდა, მაგრამ ყოფილი მხატვრები არ არსებობენ, არასდროს არაფერი ხდება შემთხვევით, ყველა დუმილს მოსდევს დიდი ქარიშხალი. და როცა მამუკა მახარაშვილის ჯერ კიდევ დაუსრულებელ „გალაკტიონს“ გადავაწყდი, მივხვდი, ხმაური გვიახლოვდება...

გალაკტიონი
-პატარა ვიყავი, გიორგი ლეონიძის პორტრეტი დავხატე. დედა მხატვარია და წაიღო პორტრეტი სამხატვრო აკადემიაში და შემიქეს. ხასიათი სწორადაა დაჭერილი, მხატვარიაო შენი შვილი. დედაჩემმა ჩემი პროფესიის არჩევაშიც და პიროვნულ ჩამოყალიბებაშიც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.


-როგორც ჩემთვის ცნობილია, მუსიკით იყავით გატაცებული. არჩევანის წინაშე რომ დაგაყენოთ, რომელს აირჩევდი: მუსიკას თუ მხატვრობას?

-ჩემთვის მუსიკა და მხატვრობა ერთი მთლიანობაა. მე არ მჭირდება ისინი უერთმანეთოდ.

-თუ მოახდინა გავლენა თქვენზე რომელიმე მხატვარმა?

-გავლენა არა, მაგრამ მოდილიანი მომწონს ძალიან და სალვადორ დალი.

მიტოვებული ყვავილები

-თქვენზე ამბობენ, ექსპერიმენტებს არ ერიდებაო, როგორ ფიქრობთ მხატვრობა ემორჩილება გარკვეულ წესებს?

-კი, ჩემზე ხშირად ამბობდნენ, რომ ვრისკავ. არის მხატვრობაში გარკვეული წესები, გასწავლიან, რომელი ფერები არ უხდება ერთმანეთს, სად როგორ უნდა გაავლო ხაზი. ხატვა ისწვალება, აი მხატვრობის სწავლა კი შეუძლებელია. სხვა რა არის მხატვრობა თუ არა, სულ სხვა ჭრილში დანახული სამყარო? სხვა ფერების ძიება, სტერეოტიპების მსხვრევა. . .

-და რა ფერია მამუკა მახარაშვილის დანახული სამყარო?

-გააჩნია როგორია იმ დღეს ჩემი განწყობა. თუმცა ჩემი ფერი მაინც იისფერია, მუქი იისფერია ჩემი სიყვარული და ალბათ ამიტომ ყველა ტილო ამ ფერებში მიდიოდა. პალიტრიდან სულ გავაქრე წითელი და ლურჯი ფერები, მაგრამ მაინც არ მემორჩილებოდა ფუნჯი.

-თუ მოქმედებს განწყობა ნახატზე?

-ნახატი ხომ თავადაა განწყობა, ემოცია. ძირითადად ღამე ვხატავ, უმეტეს შემთხვევაში მაშინ, როცა ცუდ ხასიათზე ვარ.

მამუკა მახარაშვილი

-თუ გიფიქრია, რომ ერთ დღეს ხატვას ვეღარ შესძლებ?

-იყო ჩემს ცხოვრებაში სიცარიელის წლები... თითქოს მეც შევეგუო იმას, რომ აღარ ვხატავდი, ჩემი მოლბერტიც, რომელიც მიმხმარი საღებავებით ეგდო სარდაფში და ჩემიანებიც. ჯერ აღარ ვხატავდი, მერე აღარც მეხატვინებოდა და ბოლოს ამაზე ფიქრიც შევწყვიტე. დინებას დავყევი. ხატვა ვალდებულება არაა, მოვალეობა არაა, რომელიც ყოველ დღე უნდა შეასრულო, ეს უფრო მდგომარეობაა, როცა ემოცია სხეუ
ლში ვეღარ თავსდება და იძულებული ხარ, ფერებად აქციო.


-და მერე... მერე რა მოხდა?

-მერე.... ამას ჩემი ტილოები მოყვებიან.


-რაზე მუშაობთ ამჟამად? როდის შეგვეძლება თქვენი ახალი ნამუშევრების ხილვა?

-მთავარია, რომ ვმუშაობ. ამ ეტაპზე სხვა დეტალებს არ გავამხელ. თუმცა ვფიქრობ დრო მოვიდა, ჩემი ტილოები სახელოსნოს გასცდეს, ცვლილებების დრო მივიდა...


0
176
1-ს მოსწონს
ავტორი:ხელოვანი
ხელოვანი
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0