საქართველო საქართველოს მოქალაქეობის მიღება რთულდება 2018, 20 ივლისი, 17:58
საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ და ემზარ კვიციანმა 2017 წლის 30 მაისიდან პარლამენტში დაიწყეს ბრძოლა უცხოელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობების გასამკაცრებლად. ერთწლიანმა ბრძოლამ შედეგი ბოლოს მაინც გამოიღო. 2018 წლის 19 ივლისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "მოქალაქეობის შესახებ" კანონში (76 მომხრე და 0 წინააღმდეგი).
1. უცხოელებისათვის მოქალაქეობის მინიჭებისას არსებული 5-წლიანი უწყვეტად ცხოვრების ვადა გაიზარდა 10-წლიანი ცხოვრების ვადამდე. 2. ფიქტიური ქორწინებების გამოსარიცხად არსებული 2-წლიანი ვადა გაიზარდა 5 წლამდე. 3. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისას სავალდებული ხდება ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის ცოდნა. ზვიად ტომარაძე აცხადებს, რომ "ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი." ბრძოლის შემდგომი ეტაპი და შემდგომი მიზანი უკვე დასახულია - ეს არის კანონპროექტი ბინადრობის უფლების გამკაცრებაზე. ეს კანონპროექტი ჯერ კიდევ 2 თვის წინ დაიწერა ზვიად ტომარაძის მიერ და ამა წლის სექტემბრის თვიდან მისი პარლამეტში გატანისთვის სერიოზული მუშაობა დაიწყება. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 274 3-ს მოსწონს
|